10
Jan
2019

მარკ ზაკერბერგი 2019 წელს საჯარო დისკუსიების გამართვას გეგმავს

10 Jan 2019

მას შემდეგ, რაც 2018 წელს მარკ ზაკერბერგს კონგრესთან და ჟურნალისტებთან უამრავ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, გადაწყვიტა 2019 წელს თავად დასვას კითხვები და, ამავდროულად, პასუხიც გასცეს მათ. ფეისბუქის დამფუძნებელი ამ წელს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიებს გამართავს. კერძოდ, რა გამოწვევების წინაშე დგას იგი და რა მომავალი ელის მას. ინფორმაცია მისი ფეისბუქ-პოსტის საშუალებით გავრცელდა. იგი მოუწოდებს ყველას, ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს და მათაც, ვინც უბრალოდ დაინტერესებულია ტექნოლოგიებით, დაესწრონ ზემოხსენებულ დისკუსიებს.

mBank QR
mBank QR

“ადამიანებს უამრავი შეკითხვა უჩნდებათ სამყაროსთან და მასში ტექნოლოგიის ადგილთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ტექნოლოგია ხალხს საკუთარი ხმის ამაღლების შესაძლებლობას აძლევდეს, თუ ტრადიციული მეთოდებით ხელმძღვანელობა გვირჩევნია?” – აცხადებს მარკ ზაკერბერგი.

დისკუსიების მოსმენა და ყურება სოციალური ქსელების მომხმარებლებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზეც შეეძლებათ.

წყარო: www.inc.com

განხილვა