in

Marketer-ის განცხადება

მარკეტერი თემა

მარკეტერი საჭიროდ მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს Go Electronics-ის  განცხადებაზე, რომელიც მათ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნეს. 

1) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მარკეტერის სტატიაში არსად არ აქვს ადგილი “ცილისწამებას” ან “ფალსიფიკაციას”. ფაქტის რეალურობას თავად კომპანია Go electronics-ი ადასტურებს, შესაბამისად არაფერი გამოგონილი არაა სტატიაში, რაც შეეხება მარკეტერის რჩევებს ისინი რჩევებია და არა ბრძანება ან ბრალეულობა, კომპანიას აქვს უფლება რჩევებს ან დაეთანხმოს ან არა.

2) განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მარკეტერმა “ფული” გააკეთა საიტზე ვიზიტორების გაზრდით, აქვე გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ მარკეტერზე არანაირ კლიკს ან მეტს ვიზიტორს არანაირი ფული არ მოაქვს. მარკეტერზე არც ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილა და ეს არც იყო მიზანი.

3) სტატია ფალსიფიცირებული არაა ამას კიდევე რთხელ გიმეორებთ, კომპანია თავად  ფაქტს თავად ადასტურებს, რაც შეეხება ჩვენს ობიექტურობას ზუსტად ორჯერ შევთვაზეთ Go electronics-ს პასუხის მოწერა, რომელიც გამოქვეყნდებოდა ჩვენს საიტზე. პირველი მსგავსი შემოთავაზება იყო სტატიის გამოქვეყნებისთანავე, რაზეც კომპანიის წარმომადგენლის პასუხი იყო რომ რამოდენიმე საათში მოგვაწვდიდნენ მაგრამ 6 დღე გავიდა და მარკეტერისთვის არავის მოუწერია. მეორე შემოთავაზება იყო დღეს და მესამეს ახლა საჯაროდ გთავაზობთ, ეს ყველაფერი გვაძლებს საფუძველს, რომ ვთქვათ: თქვენი დასკვნა, რომ მარკეტერი სუბიექტურია და ის არ გაძლევთ შესაძლებლობას გამოაქვეყნოთ თქვენი “აზრი” “პოზიცია” სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გვინდა ჩვენი რჩევა, ვიმეორებთ “რჩევა” გითხრათ, მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ მედიისა და ჟურნალისტების უსაფუძვლო კრიტიკასა და ლანძღვას.

და ბოლოს: “ჟურნალისტიკა ნიშნავს იმ მასალის გამოქვეყნებას, რომელიც ვიღაცას არ სურს, რომ გამოქვეყნდეს,  სხვა ყველაფერი პიარია”

პს. ჩვენ ჟურნალისტები ვართ

შეგახსენებთ, კომპანია გამოეხმაურა მარკეტერზე გამოქვეყნებულ სტატიას http://marketer.ge/?p=2623

ეს კი Go electronics-ის გვერდზე გამოქვეყნებული პასუხი: http://go.ge/2012/12/03/pasuxi/

ისინი შენზე უარეს დღეში არიან :)

Go Electronics-ის პასუხი