in

მარკეტერი 4 წლისაა. [შემაჯამებელი პოსტი]

დღეს 2015 წლის 1 სექტემბერია და Marketer.ge 4 წლის გახდა! ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. გვსურს მოკლედ შევაჯამოთ:

marketer.ge logo– 2015 წელს ჩვენ ჩავატარეთ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2015, რომელსაც 420 ადამიანი დაესწრო.

– 2015 წელს ჩვენ შევქმენით ახალი სივრცე FORWARD, რომელიც ბიზნეს სამყაროს საუკეთესო 300 ახალგაზრდას აერთიანებს!

– ჩვენ მოვახერხეთ და მოვიპოვეთ კანის ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აღნიშნულის ფარგლებში ჩატარდა Young lions-ის ადგილობრივი ფესტივალი

– 2015 წელს Marketer.ge იყო ერთადერთი ქართული მედია აღიარებული კანის ფესტივალის მიერ ოფიციალურ მედია პარტნიორად. ჩვენ შევძელით გაგვეშუქებინა ისტორიული მოვლენა, როდესაც საქართველოს სახელით სააგენტო Leavingstone-მა ქვეყანას პირველი ბრინჯაოს ლომი მოუტანა.

– 2015 წელს გავაგრძელეთ ჩვენი საამაყო პროექტის “თბილისის ეტიკეტის სკოლის” განვითარება.

– Nextep-ის დამსახურებით დამზადდა Marketer.ge-ს მობილური აპლიკაცია iPhone-ისათვის და iPad-ისთვის. [გადმოწერა] მალე აპლიკაცია ანდროიდზეც გამოჩნდება

TV11-თან ერთად დავასრულეთ Marketer-ის გადაცემის სამი სეზონი, გადავიღეთ 70-ზე მეტი გადაცემა და მთელ საქართველოს ვაჩვენეთ მსოფლიო და ქართული სარეკლამო სიახლეები.

– მედია მხარდაჭერა გავუწიეთ 150-ზე მეტ გლობალურ და ლოკალურ ღონისძიებას

– Marketer.ge-ს მოწვევით და BGCC-ს მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა Marketing Strategy-ს კურსი, რომელსაც ანასტასის ნიკოლაუ – [ Adidas – Marketing Stratgist] და ადელ ჰამაიზია – [Oxford University] უძღვებოდნენ.

– დავიწყეთ ახალი საკომუნიკაციო არხის განვითარება Instagram-ზე სადაც უკვე 4000-ზე მეტი მეგობარი გვყავს.

2015 წელს მარკეტერი ისევ რჩება ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ბიზნეს საინფორმაციო წყაროდ, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თქვენს გარეშე ! დიდი მადლობა მარკეტერის მკითხველებს, მხარდამჭერებსა და ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობთ და ქმნით იმას, რასაც 4 წელია Marketer.ge ჰქვია.

5 სექტემბერს თბილისი ბრეიქდანსის აღმოსავლეთ ევროპის ფინალს უმასპინძლებს.

გამარჯვებულთა დაჯილდოება AdBlackSea -ზე