Marketer.ge-ს ორგანიზებით, 27 დეკემბერს, ღონისძიება “აჰა მომენტები” გაიმართა. ღონისძიება მულტიფუნქციურ კომპლექს King David-ის Sky Hall-ში ჩატარდა. “აჰა მომენტი” ერთგვარი მიგნებაა, შთაგონება, “ინსაითი”, რომელიც გარკვეულ გადაწყვეტილებას ან გადაწყვეტილებამდე მისასვლელ გზას მნიშვნელოვნად ამარტივებს.”აჰა მომენტები” Marketer.ge-ს დამფუძნებელმა, აკო ახალაიამ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში, სპიკერებმა აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებს შორის იყვნენ: გიორგი თუშურაშვილი, შოთა ჩინჩალაძე, მელი ბაღდავაძე, ლევან გომშიაშვილი და გიორგი პოპიაშვილი. “აჰა მომენტების” ფარგლებში საჩუქრად გათამაშდა “Harvard Business Review“-ის წიგნები და საგზური წინანდლის Radisson Collection-ში. “აჰა მომენტები” წელს პირველად ჩატარდა, თუმცა აკო ახალაიას თქმით, ღონისძიება ყოველწლიურად, წლის ბოლოს გაიმართება.
Marketer.ge-ს ორგანიზებით, ღონისძიება “აჰა მომენტები” გაიმართა
