in

მარკეტერი 2 წლისაა

პირველი ქართული ინტერნეტ ჟურნალი ბიზნესზე 2011 წლის პირველ სექტემბერს შეიქმნა.happy_birthday_cake_c893b848301749396349015fda50671a_893ობიექტური, ანალიტიკური და ექსკლუზიური მასალით მარკეტერი შექმნიდან 5 თვეში იქცა ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ბიზნეს ინფორმატორად და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. 2012 -2013-ი წლები განსაკთრებული იყო ჩვენთვის და მთლიანად ქართული ბიზნეს სამყაროსთვის. მარკეტერი გახდა P World-ის ოფიციალური პარტნიორი ქვეყანაში და ჩატარდა პირველი მარკეტინგული ღონისძიება საქართველოს ისტორიაში Marketing Kingdom Georgia, ამავე წელს ჩვენ გავხვდით ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Blue Ocean Consultancy-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, პროექტის ფარგლებში ოქტომბერში საქართველო ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოვებას უმასპინძლებს. მარკეტერის მხარდაჭერით ჩატარდა Behance Portfolio Review, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული პროექტი იყო. Art Factory Of Gipa და საქიდეამშენთან ერთად მოხერხდა საქართველოში Miami Ad School-ის ჩამოყვანა და ხუთმა ქართველმა მიიღო მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სკოლაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენ ვუმასპინძლეთ მსოფლიოს წამყვან ბიზნეს სკოლებს და კომპანიებს როგორიცაა: Yahoo, Google, Microsoft, Coca-Cola, Pepsi, Mc Saatchi და ა.შ მთელი წლის განმავლობაში გაწვდიდით ექსკლუზიურ ინფორმაციას პირველ წყაროდან და ეს ყველაფერი ახდენდა გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ჩვენ გვჯერა რომ ერთი ნაბიჯი სიარულს არ ნიშნავს, ყველაფერი რაც ზემოთ ითქვა მხოლოდ ერთი ნაბიჯია მიზნამდე.

დიდი მადლობა თითოეულ მარკეტერის თანამშრომელს და დიდი მადლობა თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ!

 

დღეს პირველი სექტემბერია, Marketer.ge 2 წლის გახდა!

 

ნდობადაბრენდილები

Wendy’s – უკვე თბილისში