4
Sep
2018

ვაკანსია: ვეძებთ რედაქტორს – Marketer.ge

4 Sep 2018

მარკეტერის გუნდი ეძებს რედაქტორს.
გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია):

  • მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში ან მასთან დაახლოებულ დისციპლინებში.
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე შესაბამის ან მასთან დაახლოებულ სფეროში;
  • კონტენტის შექმნისა და ონლაინ აუდიტორიის/მკითხველების მოზიდვის გამოცდილება;
  • მარკეტინგისა და სარეკლამო ინდუსტრიის ცოდნა/ინტერესი;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

მოვალეობები:

  • ნიუსრუმის მენეჯმენტი – რეპორტიორების ხელმძღვანელობა, სტატიების დაგეგმვა, რედაქტირება;
  • მასალის ვებგვერდზე განთავსება.
  • რედაქტორი პასუხისმგებელია რეპორტიორებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მთავარი რედაქტორისა და პროექტის მენეჯერის წინაშე;

დამატებითი მოთხოვნები:

  • გუნდური და  დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, მოტივირებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გპირდებით:

  • კარგ სამუშაო გარემოს და პირობებს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • საინტერესო თავგადასავალში მოგზაურობას

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 სექტემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ: CV და მოტივაციის წერილი მისამართზე  [email protected]

განაცხადში მიუთითეთ რედაქტორის ვაკანსია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განხილვა