ბევრჯერ მომისმენია მსგავსი რამ მეგობრებისგან: „მივწერე Facebook-ის გვერდზე მაგრამ არ მიპასუხეს…“ გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტის ჩატარება, ვნახოთ რამდენად კარგად არის ორგანიზებული წამყვანი კომპანიების სოციალური ქსელები, რამდენად ეფექტურად აქვთ კომუნიკაციის ტექნოლოგია გამართული და რამდენად კომპეტეტურნი არიან სოც.ქსელების ადმინისტრატორები ორგანიზაციის შესახებ კითხვის დასმისას.
დღეს 2013 წლის 25 აპრილია, მაშ ასე, ვიწყებთ! 😉
პირველი ეტაპზე შევედი საიტზე Like.ge, რათა ავარჩიო საქართველოში ყველაზე „მეტ-ლაიქიანი“ რამოდენიმე კომპანიის ფეიჯი.
ბანკები ლიდერობენ, შესაბამისად მათგან ავარჩიე სამი “მეტ-ლაიქიანი“ მოთამაშე დღევანდელ ბაზარზე, საქართველოს ბანკი , თიბისი ბანკი და ბანკი კონსტანტა .
არასაბანკო სექტორიდან ავიღე ჯეოსელი, ალდაგი და ელიტ ელექტრონიქსი.
დავიწყეთ ექსპერიმენტი. არ დაგვავიწყდეს, ვაფასებთ რამოდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით 1) რამდენად სწრაფად მოხდება კითხვაზე რეაგირება 2) რამდენად აკმაყოფილებს პასუხი შეკითხვას 3) რამდენად „ Customer-oriented” უპასუხებენ „გაგიჟებულ კლიენტს“
ყველა ბანკმა ჩემგან მიიღო ერთი და იგივე მესიჯი: „გამარჯობა, მაინტერესებს თერჯოლაში თუ გაქვთ სერვის ცენტრი, სად მდებარეობს და რომელ საათამდე მუშაობს?“
პირველი პასუხი მივიღე თიბისი ბანკისგან, 4 წუთში. მითხრეს რომ არ აქვთ, მაგრამ უახლოესი ფილიალების მისამართები მომწერეს. მეც ავდექი და „განრისხებული მომხმარებლის“ მძვინვარე წერილი მივწერე, უხეშად და გაცოფებულად. 👿 ჯერ სხვა ბანკებს პირველ კითხვაზე არ ქონდათ პასუხი მოწერილი, რომ თიბისი-მ მეორე წერილზეც მიპასუხა, მითხრეს რომ გაითვალისწინებენ ჩემს შენიშვნას და გადასცემენ შესაბამის განყოფილებას. ცოტა ხნის შემდეგ თიბისის ერთ-ერთ მომსახურებაზე მოვითხოვე დამატებით ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი გამცეს. თუ კიდევ რაიმე შეკითხვა გაქვთ დაგვირეკეთო (ნომერიც მიმითითეს).
მორიგი პასუხი მივიღე საქართველოს ბანკისგან, ზუსტად 2 საათის დაგვიანებით. პასუხად მომწერეს მხოლოდ მისამართი, სადაც ფილიალი მდებარეობდა. ჩემი „გაღიზიანება“ გამოიწვია ფაქტმა რომ 2 საათის დაგვიანებით მიპასუხეს, შესაბამისად არ დავაყოვნე და შევეკითხე 2 საათი შესვენებაზე იყვნენ თუ რატომ არ მიპასუხეს დროულად.. პასუხის ციტირება: „ეს არ არის ონლაინ კონსულტაცია, სადაც მყისიერი პასუხები ხდება ეს ფეისბუქის გვერდის ინბოქსია. უფრო სწრაფი პასუხებისთვის გთხოვთ ისარგებლოთ ონლაინ კონსულტაციით“. მადლობა გადავუხადე და სერვისზე ვკითხე, რა დამიჯდებოდა ახალი მიმდინარე ანგარიშის გახსნა, რაზეც ამომწურავი პასუხი გამცეს, პაკეტების ლინკების თანხლებით.
4 საათის განმავლობაში ველოდე პასუხს ბანკი კონსტანტასგან, მაგრამ ამაოდ, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“. 😐
პარალელურად ჩემ მიერ არჩეულ არასაბანკო სექტორის სამ წარმომადგენელს მივწერე „გამარჯობა, მაინტერესებს თქვენი რომელი სერვისცენტრი მუშაობს ყველაზე გვიანობამდე?“
პირველმა ალდაგმა მიპასუხა, 9 წუთში, მითხრეს რომ 6-ის ნახევრამდე მუშაობენ. რათქმაუნდა ამაზე „გავცოფდი“ და გავაპროტესტე, მოვითხოვე 7-მდე მაინც ემუშავა რომელიმე ფილიალს 😛 .
შემდეგი იყო ჯეოსელი, 12 წუთში, მომცეს ფილიალის მისამართი და სამუშაო საათები. რაზე „გავმწარებულიყავი“ არ ვიცოდი, ავდექი და ვუთხარი პორტირება მინდა სხვა ქსელზე და სად მივიდე,რამდენ დროს წაიღებსმეთქი. ჯეოსელმა პატიოსნად მომწერა სადაც უნდა მივსულიყავი და რამდენ დღესაც წაიღებდა, ლაკონურად და გასაგებად, თან წარმატებული დღეც მისურვეს.
და აი მოვიდა პასუხი ელიტ-ელექტრონიქსისგან, ზუსტად 2 საათის და 57 წუთის დაგვიანებით! პასუხი მოიცავდა სულ 3 სიტყვას, არც გამარჯობა,არც ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, პირდაპირ: „ყველა მუშაობს 20:00-მდე“! შემდეგ მოხდა ძალიან საინტერესო, გიკოპირებთ უცვლელად: „შეგიძლიათ მითხრათ რომელი ბანკის განვადებებით შემიძლია თქვენთან სარგებლობა?“ და აჰა, ინებეთ პასუხი: „მაგ დროს ბანკები აღარ არიან სამწუხაროდ, 6 საათამდე ამტკიცებენ განვადებას.“
ხომ მაგარია? 🙄 :araadekvaturipasuxissmaili:
შევაფასოთ ჩატარებული მინი „mistery fb user”-ის პირველი ექსპერიმენტი; შეგვიძლია წარმატებულად მივიჩნიოთ ხოლო დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია მარკეტერებო.
მარკეტერი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას, ყურადღებით იყავით, ვინ იცის, იქნებ მარკეტერი მორიგ მორიგ სტატიას ამზადებს
გვეტო