in ,

Marketer.ge -მ და ინსორსმა პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს

mark-insource4 თებერვალს Marketer.ge -სა და კომპანია ინსორსს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოში HR სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

ინსორსი ლიდერი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქვეყნის წამყვან ინდუსტრიებს ეხმარება მენეჯერების მოძიებასა და ადამიანური რესურსის ეფექტურად მართვაში. ინსორსი თანამშრომლობს 60 მდე მსხვილ და საშუალო კომპანიასთან და აქტიურად მონაწილეობს ადამიანური რესურსის მართვის საუკეთესო პრაქტიკის შექმნაში.

ინსორსი მარკეტერის მკითხველს გაუზიარებს საინტერესო სიახლეებსა და ფაქტებს ადამიანური რესურსის მართვის სფეროდან. მარკეტერის მკითხველი შეძლებს გაეცნოს საინტერესო რჩევებს,   დასაქმების ბაზრის სიახლეებს, კვლევებს, თანამედროვე ტენდენციებს სხვადასხვა ინდუსტრიებში და ხალხის მართვის საუკეთესო პრაქტიკას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს მარკეტერის დამფუძნებელმა აკო ახალაიამ და ინსორსის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ.

“შენ არასდროს მოგინდება აქედან წასვლა” – Samsung Gear-ის თეატრალური რეკლამა

Mercedes-ის რეკლამა ბერლინის მოდის კვირეულისათვის