4
ოქტ
2018

Marketer.ge-მ იაპონიის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა!

4 ოქტ 2018

3 ოქტომბერს, თბილისს იაპონიის სარეკლამო და ინოვაციური ინდუსტრიის სფეროსა და მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის იყვნენ Wired-ის, Recruit Co.-ს, NIPPON TELEGRAPH AND TELEPHONE WEST CORPORATION-ის, Mistletoe, Inc.-ისა და სხვა პროექტების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც Marketer.ge-მ რესტორან “ანდროპოვის ყურებში” უმასპინძლა, იაპონელი დელეგაციის წევრებმა ქართული შემოქმედებითი და ინოვაციური სფეროების წარმომადგენლებს თავიანთი  გამოცდილება გაუზიარეს და ქართულ მხარესთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. იაპონელებმა საქართველოს პოტენციალი და შესაძლებლობები შეაფასეს და თანამშრომლობის მიზნით, სტუმრობას მომავალ წელსაც გეგმავენ. ამავე ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომ 18 ნოემბერს ჩატარდება Spotlight, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

ჰიროკო ნაკამურა, Wired Magazine: “საქართველოს პირველად ვეწვიეთ. ქვეყანას აქვს დიდი შესაძლებლობები და ჩვენ კვლავაც გვსურს დავბრუნდეთ მომავალ წელს. Marketer.ge-ს გუნდთან ერთად არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ. შევხვდით უამრავ საინტერესო ადამიანს. კავკასია ჩვენთვის ძალიან იდუმალია, მას შემდეგ რაც საქართველოს ვეწვიეთ, დავინახეთ აქაური შესაძლებლობები, არამხოლოდ ბიზნესის, არამედ კულტურის თვალსაზრისითაც. გვსურს კვლავაც ჩამოვიდეთ, უახლოეს მომავალში.”

აკო ახალაია, Marketer.ge: “მარკეტერი დიდი ხანია მეგობრობს იაპონურ საკომუნიკაციო ინდუსტრიასთან. როდესაც გავიგეთ, რომ იაპონელთა დელეგაცია საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა, გადავწყვიტეთ მოგვეწყო შეხვედრა, რომელიც გახდებოდა სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი. ვფიქრობ, მოვახერხეთ მათი დარწმუნება, რომ საქართველოში ძალიან საინტერესო გარემოა ინოვაციების მოსაძებნად და შევთანხმდით, რომ გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა.”

განხილვა