9
Oct
2019

ყოველკვირეული პოდკასტები – სიახლე „მარკეტერზე“!

9 Oct 2019

„მარკეტერზე“ ყოველკვირეული პოდკასტები დაიწყო. ეს კიდევ ერთი საშუალებაა მენეჯერებს, მეწარმეებს, მარკეტერებს, ზოგადად, ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი გზით წარვუდგინოთ საინტერესო ადამიანები, მოვასმენინოთ მათი ბიზნეს ისტორიები. პირველი პოდკასტი უკვე გავიდა, ახლა მეორე ეპიზოდის დროა. 

„ეს არის „მარკეტერისპოდკასტი, რომელსაც წარმოგვიდგენს „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებით ვაგრძელებთ რიგით მეორე პოდკასტს, მეორე ეპიზოდს. სტუმრად გვყავს დავით გოგიჩაიშვილი და ნიკა ტაბატაძე. . . ჩვენი მსმენელი ელოდება, რომ ვისაუბრებთ მენეჯმენტზე, იმ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე, რაც ბიზნესში არსებობს“ – ასე იწყება Marketer.ge-ის მეორე პოდკასტი, დანარჩენი კი თავად მოისმინეთ.

 

განხილვა