in

„კრიზისულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ქმედება“ – ირინა ეგაძე

0

„უნდა შეძლოთ ადაპტირება. [პანდემიის გამო] სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით. ეს მოხდა და ვერაფერს ვიზამთ. თუმცა, კრიზისულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ქმედება, „გადაწყობაც“ მნიშვნელოვანია. [ეს ყველაფერი რომ დასრულდება] ისევ ჩვენს სფეროში დავბრუნდებით. თუმცა, თუ ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა, [მომავალშიც] განვავითაროთ, – ამბობს „ივენთ“ კომპანია Alice Q-ის დამფუძნებელი ირინა ეგაძე.

bog
bog-mob

მისი შემთხვევა, პანდემიის დროს, ბიზნესის ადაპტაციის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. როგორც კი კრიზისის საშიშროება დაინახეს, კომპანია სხვა მიმართულებით გადააწყვეს, ისე რომ არც საქმიანობა შეუწყვეტიათ და არც თანამშრომლები შეუმცირებიათ.

„პირველად ეს ამბავი [COVID-19-ის შესახებ] იანვრის დასაწყისში გავიგე. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ჩინეთში და აქტიურად მიამბობდა და მეც ვადევნებდი თვალ-ყურს კორონავურსს.მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი გაიზრდებოდა და გავრცელდებოდა. დაგეგმილი [ქმედებები] მაშინვე არ გვქონია, მაგრამ ვფიქრობდით, მსოფლიოში რომ გავრცელდეს და ჩვენთანაც მოაღწიოს, რა უნდა შეიცვალოს?! როგორც კი [კორონავირუსი ჩვენთანაც გაჩნდა], ყველაზე ცუდი რაც მოხდა, პირველი ჩვენს საქმიანობას „დაარტყა“ და ალბათ, ჩვენი საქმიანობა [ღონისძიებების ორგანიზება, ხალხის შეკრება] ყველაზე გვიან აღდგება. ამიტომ, პირველივე ტალღაზე გავაანალიზეთ მდგომარეობა. დავსხედით მთელი გუნდი და კრიზის გეგმა შევიმუშავეთ – რა ვქნათ? ფაქტია, რომ ჩვენი ადგილი გვიჭირავს და წარმატებულები ვართ, მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ამ დროს გადავეწყეთ „ონლაინ“ რეჟიმზეც, რაც ყველას უკვირდა. მაგრამ ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ. მთელი გუნდი დავსხედით და დავიწყეთ გაანალიზება, რა იქნებოდა აქტუალური [ამ კრიზისის პერიოდში]. ჩვენი სფერო [მომსახურების სფერო] იმდენად ბევრ რამეს მოიცავს, არ გაგვიჭირდა [გამოსავლის პოვნა და ვთქვით], მოდი, მომსახურება სხვა მიმართულებით მივმართოთ. მაშინვე დავიწყეთ შესაფერისი სფეროს ძებნა და იმის, თუ რა იყო დეფიციტური ამ სფეროში. [ეს აღმოჩნდა] პირველადი მოხმარების, სადეზინფექციო ნაკრები, რომელიც ჩვენმა ბევრმა დამკვეთმა გაგვაკეთებინა თანამშრომლებისთვის. შემდეგ კი დავიწყეთ დეზინფექციის კეთება. ფაქტობრივად ჩვენი „სტაფი“ საქმიანობის გარეშე დარჩა და ვთქვით, მოდი, ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ დეზინფექციები. ახლა, როცა უფრო მეტი შეზღუდვებია, კიდევ ახალ გეგმას ვამუშავებთ. ეს იქნება აპლიკაცია [მარტივად რომ ვთქვათ], სრულყოფილი ბაღის/ბოსტნის [გასაშენებლად] სახლის პირობებში“. ჩვენი საქმიანობა გვიან აღდგება. ალბათ, ოქტომბრიდან. მანამდე კი უსაქმოდ ვერ ვიქნებით – ერთი, რომ ძალიან აქტიური ხალხი ვართ, მეორე – მართლაც ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ და მესამე – ფიზიკურად გვჭირდება [მიმდინარე თუ დამატებითი] შემოსავალი“, – ამბობს ირინა ეგაძე.

Alice Q-ს შემთხვევა, შესაძლოა, ნებისმიერი თქვენგანისთვის ინსპირაციული აღმოჩნდეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. პოდკასტის კიდევ ერთი სტუმარი იყო „8000 მოსავალის“ თანადამფუძნებელი ირაკლი ჩხაიძეც. მანაც საკუთარ გამოცდილებაზე და კრიზისულ პერიოდში, კომპანიის ადაპტაციაზე გვიამბო „საქართველოს ბანკის“ სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ვახო ვახტანგიშვილმა კი ადაპტაციის საჭიროებასა და ეტაპებზე ისაუბრა. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ „მარკეტერისპოდკასტის ეს ეპიზოდი, წარმოგიდგენთ სრულ ჩანაწერს.

Marketer.ge-ზე პოდკასტების სერია გასულ წელს დაიწყო. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, მენეჯერებს, მეწარმეებს, მარკეტერებს, ზოგადად, ბიზნესის წარმომადგენლებს წარვუდგინოთ საინტერესო ადამიანები და მოვასმენინოთ მათი ბიზნეს ისტორიები. პროექტის წარმდგენია „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.

ერთ წუთში ასახული 2020 – როგორია ბუნება ადამიანის გარეშე?

ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის გამარჯვებული ცნობილია