დღეს ძალიან საინტერესო და სასაცილო (ზოგისთვის სატირალი) ისტორიის მთავარი გმირები გავხდით. მოკლე ისტორია: ერთ-ერთმა ქართულმა ორგანიზაციამ დახმარება გვთხოვა. გვეგონა კარგ საქმეს აკეთებდნენ და იმაზე მეტად დავეხმარეთ, ვიდრე შევპირდით . ბოლოს კი გადაგვაგდეს.
ყველაფერი 18 მარტს დაიწყო, დაგვიკავშირდა Marketing House Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და გვთხოვა თავიანთი ღონისძიების გაშუქება და პრომოუშენი. (სტიუარტ ბრიუსის ვიზიტი)
მარკეტერი არაკომერციული პროექტია. ჩავთვალეთ რომ თუ ამ ხალხს დავეხმარებოდით კარგ საქმეს გავაკეთებდით, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ Marketer-ის გარეშე ღონისძიება დიდი ალბათობით საერთოდ ვერ ჩატარდებოდა, ან მას ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრებოდა. საინტერესო იყო ის გარემოებაც, რომ ეს ორგანიზაცია თავადაც ფლობს მარკეტინგულ პორტალს, ცალკე საკითხია რამდენად წარმატებულია ეს საიტი (პრინციპში ეს ლოგიკური შედეგიცაა მათი მუშაობის). მიუხედავად ამისა, მაინც დავთანხმდით.
შევთანხმდით დეტალებზე და გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. იმ დროისთვის უმნიშვნელო, მაგრამ დღეისთვის მეტად საინტერესო მონაწერი აღმოვაჩინეთ 🙂
ძნელია იმის გარკვევა საუკეთესო სურვილებით გვეკითხებოდნენ ამას თუ მიზანმიმართულად. ხელშეკრულება მაინც გავაფორმეთ. შევთანხმდით, რომ მარკეტერი გამოაქვეყნებდა ანონსს, სტატიას და მათი სურვილის შემთხვევაში ჩავწერდით სტიუარტ ბრიუსს. ჩვენ მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება მალე შევასრულეთ, იმდენად გვინდოდა მათი დახმარება რომ ვაკეთებდით იმაზე მეტს ვიდრე “გვევალებოდა”, ვაანონსებდით ღონისძიებას პარტნიორებთან,პიარკლუბში,ბიზნესკლუბში, პირადი კონტაქტები და ა.შ
სანაცვლოდ უნდა განეთავსებინათ ჩვენი ლოგო საიტზე (წარმატებით შეასრულეს)
ყველა მედია საშუალებაში უნდა განეცხადებინათ ,რომ ღონისძიების მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge, რომელიც არ შეასრულეს. ერთ-ერთი მაგალითი იხილეთ ბმულზე http://bit.ly/10Kk9qM
20 მაისს მივწერეთ იმ ადამიანთა სია, რომლებიც ღონისძიებას მარკეტერის მხრიდან დაესწრებოდნენ. დღეს დილით ძალიან უცნაური წერილი მივიღეთ, თითქოს ჩვენ სადღაც ვახსენეთ რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორია მარკეტერი. ჩავთვალეთ, რომ რომელიმე ჩვენმა კონტრიბუტორმა სადმე რაღაც დაწერა და მოვითხოვეთ მათგან მოეწერათ თუ კონკრეტულად სად ვახსენეთ, რომ ამ ღონისძიებას ჩვენ ვატარებთ. პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაუკავშირდა იმ ადამიანს,რომელსაც კეთილი სურვილები არ ენანებოდა სანამ მარკეტერი საჭირო იყო. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება გააუქმა (ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე) და ტელეფონიც გათიშა. მოგვიანებით კი მათ თანამშრომელი თავად დაგვიკავშირდა, სავარაუდოდ იგი საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას და შეგვპირდა, რომ წერილობით მოგვწერდნენ კონკრეტულად რამ გააბრაზათ, გავიდა 11 საათი და “არსაიდან ხმა არსით ძახილი!”. არც ტელეფონით დაკავშირება იკადრეს.
ჩვენი თავგადასავლის ბოლოს გვინდა ამ ორგანიზაციას ვუთხრათ, რომ მათი საქციელი ძალიან სამარცხვინოა, ვურჩევთ მინიმუმ საკუთარ სტუდენტებს ნუ მისცემენ არაეთიკური ბიზნესის კეთების მაგალითს. თავად ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ სტიუარტ ბრიუსს, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ხვალ როცა აუდიტორიას გადახედავთ, იმაზეც იფიქრეთ რომ ამ ხალხის დიდი ნაწილი სწორედ მარკეტერის დახმარებით მოხვდა თქვენთან.
და ბოლოს ძალიან დიდი მადლობა “კარგი გაკვეთილისთვის”