ეკონომიკა ჰაერშია – გაზრდილი ინფლაცია, ომის ფონზე მომატებული საპროცენტო განაკვეთები და სხვა უკონტროლო ფაქტორები გვიბიძგებს დავინტერესდეთ, როგორ იქცევიან ამ პირობებში მარკეტერები. სარეკლამო სააგენტო NP Digital-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 8032 მარკეტერმა მიიღო მონაწილეობა.
მოდით, ყურადღებით დავაკვირდეთ მედია არხებს, ვნახოთ, დავინახოთ, როგორ ხდება ბიუჯეტების გადანაწილება.
გამოკითხული კომპანიების 68%-მა განაცხადა, რომ ისინი ზრდის SEO-ის ბიუჯეტს. პასუხი, თუ რატომ აკეთებენ ამას, არის ცვლილება – მათ თქვეს, რომ ეს უფრო მაღალ ROI-ს უზრუნველყოფს, ვიდრე ფასიანი რეკლამა. უბრალოდ, შედეგის სანახავად უბრალოდ მეტი დრო სჭირდება.
11%-მა განაცხადა, რომ 2023 წელს, SEO-ს ბიუჯეტს შეინარჩუნებს. მათი თქმით, ამ მიმართულებით მათ ვერ დაინახეს მნიშვნელოვანი მოქნილობა, საერთო მარკეტინგულ ხარჯებთან, ეკონომიკური მიზეზების გამო.
რაც შეეხება 21%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტს ამცირებს, მიზეზი ერთი მხრივ, უშედეგობაშია, მეორე მხრივ, თავად მარკეტინგული ბიუჯეტია შემცირებული და მიზეზიც ესაა.
კომპანიების 32% გეგმავს ორგანული სოციალური მედიის ბიუჯეტის გაზრდას. მათი თქმით, Apple IOS ცვლილებების გამო და მათ არ შეუძლიათ დახარჯონ იმდენი, რამდენიც სურთ ფასიან სოციალურ მედიაში.
26%-მა განაცხადა, რომ შეინარჩუნებს ბიუჯეტს იმ სახით, როგორც არის. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ თქვენ უნდა იყოთ წარმოდგენილი მთავარ პლატფორმებზე, რათა დაუკავშირდეთ მომხმარებლებსა და პოტენციურ მომხმარებლებს.
საკმაოდ დიდმა ნაწილმა, 42%-მა თქვა, რომ ბიუჯეტი შემცირდება იმ მიზეზით, რომ ორგანული წვდომა მუდმივად მცირდება და ორგანული სოციალური მედია არ უზრუნველყოფს ისეთ მაღალი ROI-ს, როგორც ადრე.
კომპანიების 83% კონტენტის წარმოების ბიუჯეტს ზრდის. მთავარი მიზეზია კონტენტის შექმნის საჭიროება ბევრნაირ ფორმატში, განსაკუთრებით ეს ვიდეოკონტენტს ეხება.
8% ბიუჯეტის შეინარჩუნებას აპირებს. მიზეზი ეკონომიკური ვითარებაა, რომელიც ზღუდავს მეტის ხარჯვის შესაძლებლობას.
9%-ის თქმით, ისინი ამცირებენ კონტენტის შექმნის ბიუჯეტს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამო, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომი კონტენტის შექმნაში დაეხმარება.
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები საუბრის მთავარი თემაა, GTP-3-ით დაწყებული, Dall-E და ChatGPT-ით დამთავრებული. უამრავი კომპანია იყენებს ამ API-ებს საკუთარი ინსტრუმენტების შესაქმნელად ან მათი მარკეტინგის უფრო ეფექტური გასაუმჯობესებლად.
საინტერესოა, რომ 98% 2023 წელს, ინვესტირებას აპირებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებში. მთავარი მიზეზი, 3 ძირითადი პუნქტის გარშემო ტრიალებს:
ის გეხმარებათ დაზოგოთ ფული, კონტენტის შექმნის ავტომატიზების საშუალებით
შეამციროთ კონტენტის შექმნაზე დახარჯული დრო
კონტენტის განყოფილება უფრო კომპაქტურად დააკომპლექტოთ
2%-ს ჯერაც არ გამოუცდია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები. მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობდნენ, AI ინსტრუმენტების ხარისხი მათ სტანდარტებთან არაა შესაბამისი.
კომპანიების 56%-მა თქვა, რომ გაზრდის ელ.ფოსტის მარკეტინგის ბიუჯეტს. ბიუჯეტის გაზრდის მთავარი მიზეზი სხვადასხვა იყო. საქმე ისაა, რომ სიის ზრდასთან ერთად, იზრდება ხარჯები, მათ შორის, კონფიდენციალობის რეგულირების გამო. კომპანიებს უწევთ მრავალნაირი გადამოწმება, რათა პერსონალური მონაცემების დარღვევა არ გამოიწვიონ. ამასთან, კომპანიები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ მარკეტინგულ ავტომატიზაციაში.
კომპანიების 38% ელ.ფოსტის მარკეტინგის წარმართვას მაინც გეგმავს. მათი თქმით, ელ.ფოსტა არის მნიშვნელოვანი არხი არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის.
6%-მა თქვა, რომ გეგმავს ელ.ფოსტის მარკეტინგის ბიუჯეტის შემცირებას. იყო 2 ძირითადი პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ თქვეს მარკეტოლოგებმა, რომ შეამცირებენ ბიუჯეტს. ერთი მხრივ, მიზეზი გახლავთ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან არიდება. მეორე მხრივ, არააქტიური ლიდების სიმრავლე.
კომპანიების 61% გეგმავს საერთო UX/CRO ბიუჯეტის გაზრდას. CRO უზრუნველყოფს უკეთეს ROI-ს, UX კი მარკეტინგული გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ამავე მიზეზით, კომპანიების 26% გეგმავს შეინარჩუნოს UX/CRO ბიუჯეტის მოცულობა.
ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 13% ბიუჯეტის შემცირებას გეგმავს.
პოდკასტინგი არის ერთ-ერთი იმ მარკეტინგული არხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მარკეტერებს სჯერათ მისი სიცოცხლისუნარიანობის.
კომპანიების 92% გეგმავს პოდკასტინგის ბიუჯეტის გაზრდას 2023 წელს.
კომპანიების 5% გეგმავს პოდკასტინგის არსებული ბიუჯეტის შენარჩუნებას. ისინი ჯერ ვერ ერკვევიან სათანადოდ ამ არხის პოტენციალში და არ სურთ ზედმეტი რესურსის დახარჯვა.
3% პოდკასტინგის ხარჯების შემცირებას გეგმავს. მთავარი მიზეზი ეკონომიკური ფაქტორებია.
კომპანიების 84% ზრდის ბიუჯეტს, კომუნის შექმნის მიმართულებით. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მარკეტერებს სურთ უფრო მეტად აკონტროლონ თავიანთი გეზი და არ დაეყრდნონ მხოლოდ ციფრულ ალგორითმებს.
კომპანიების 12% გეგმავს საკუთარი კომუნის შენარჩუნებას. ამ კატეგორიის კომპანიების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის გაზრდა, მაგრამ ეკონომიკური მიზეზების გამო ვერ შეძლეს.
4% კი ეკონომიკის გამო კომუნის განვითარების ბიუჯეტის შემცირებას გეგმავს.
ბიუჯეტი ბევრი მიმართულებით იცვლება. საერთო ჯამში, როგორია მდგომარეობა?
B2C კომპანიების 26% გეგმავს ბიუჯეტის გაზრდას, 51% აპირებს მის შენარჩუნებას, მხოლოდ 23% გეგმავს ბიუჯეტის შემცირებას.
ბიუჯეტის გაზრდის ან შენარჩუნების ძირითადი საკითხი ტრიალებდა მარკეტინგის მოგებიანობაზე ან მთლიან ეფექტიანობაზე.
რაც შეეხება B2B-ს, ამ კატეგორიის ბევრ კომპანიას აქვს სტაბილური შემოსავალი და გაცილებით მეტად პროგნოზირებადია, როდესაც საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება.
მათი 34% ბიუჯეტების გაზრდას აპირებს, რადგან მარკეტინგი მოგებიანია. 45% გეგმავს შენარჩუნებას, 21% – ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შემცირებას.
წყარო: neilpatel