in

როგორ უნდა მოემზადონ მარკეტერები Google Analytics-ის შემდეგი თაობისთვის?

Google Analytics-ის ახლახან გამოქვეყნებული განახლებული ვერსია — Google Analytics 4 (GA4) განისაზღვრება, როგორც პარადიგმის ცვლილება ვებ.ტრაფიკის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა. ფედერიკო დ’უვა, წამყვანი მარკეტინგის სტრატეგი Rawnet-ში, კი გვთავაზობს, როგორ შეუძლიათ მარკეტერებს ამ ცვლილებების მიღება და გამოყენება.

გუგლ ანალიტიკის ინსტრუმენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ ორგანიზაციები, რათა მარტივად აკონტროლონ ვიზიტორთა ინტერაქცია ვებ დომენებთან, მობილურ აპლიკაციებთან და ოფლაინ API-ებთან. მეტად თუ ჩავუღრმავდებით, ეს მარკეტინგული არხების მონიტორინგსა და შესრულების ძირითადი ინდიკატორების გაზომვას ეხება.

ახალი GA4 კი, თავისი ფუნდამენტური მახასიათებლებით, ძალიან განსხვავდება ძველი Universal Analytics-ისგან (UA). GA4-ის გავრცელება და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის განახლების აუცილებლობა დიდ კავშირშია კონფიდენციალურობის დაცვის ახალ კანონმდებლობასთან. ამ საკითხთან დაკავშირებული მზარდი ინტერესი სულ უფრო გაართულებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

თავად კომპანია ამ ახალ მოდელს აღწერს, როგორც „შემდეგი თაობის მიდგომას კონფიდენციალურობის კონტროლის, x-არხის გაზომვისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროგნოზირებულ მონაცემებზე. Google-ის მოწინავე მანქანათმცოდნეობის მოდელის დანერგვით, GA4-ს შეუძლია დააგროვოს მონაცემები ვებგვერდის ტრაფიკისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ.

GA4-ის მთავარი მიზანია, ვებგვერდებზე მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე ფოკუსირდეს — პირველი ვიზიტიდან საბოლოო კონვერტაციამდე. ასევე, ის ორგანიზაციებს ეხმარება, თავიანთი მომხმარებელთა ბაზა შეისწავლონ.

კონკრეტული განახლებები

ახალი GA4 გთავაზობთ ძირითად ახალ ფუნქციებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განასხვავებს მას ძველი ზოგადი ვერსიისგან არქიტექტურის, მომხმარებლის ინტერფეისის, ნავიგაციის, მოხსენებისა და მეტრიკის თვალსაზრისით.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა მონაცემთა მოდელირების განახლება, რომელიც მონაცემთა ხარვეზების შესავსებად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს იყენებს. საუბარია მონაცემებზე, რომლებიც Universal Analytics-ის ქუქიების თანხმობის წესებით არის დაბლოკილი. ამასთან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, GA4 მონაცემებს მხოლოდ 14 თვის განმავლობაში ინახავს.

შემდეგი დონის მარკეტინგი

საგულისხმოა, რომ GA4 მარკეტინგული ძალისხმევის მეექვსე დონეზე გადაყვანას ისახავს მიზნად. მისი მანქანათმცოდნეობის ფუნქცია მარკეტინგის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა. პროგრამული უზრუნველყოფა დაგროვილ მონაცემებს შეისწავლის, რაც მარკეტერებს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, თუ რომელია სამიზნე აუდიტორია წარსული ტენდენციებისა და მოგზაურობების საფუძველზე.

გარდა ამისა, GA4 საიდენტიფიკაციო სივრცეებს გთავაზობთ, რომლებიც მარკეტერებს მომხმარებლების ქმედებების დადგენაში ეხმარება, ანუ რას აკეთებენ შეხების წერტილებში. ასევე, მარკეტერებს შეეძლებათ, ვიზუალურად გააცნობიერონ, როგორ მოძრაობენ მომხმარებლები გაყიდვების ძაბრში, დარწმუნდნენ, რომ მათ ზუსტად იციან სად და როგორ მიაწერონ ციფრული მარკეტინგის შინაარსის თითოეული ნაწილი, რომელსაც ისინი აგზავნიან.

GA4 იდეალურია იმის დასადგენად, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ბრენდთან ციფრული არხების მეშვეობით — იქნება ეს ვებგვერდის გახსნა, ყიდვის ბმულზე გადასვლა თუ რაიმეს ყიდვა. ამ ყველაფრის საფუძველზე, იმ პერსპექტივების წინასწარ განსაზღვრა შეიძლება, სამომავლოდ როგორ შეიცვლება მომხმარებელთა ქცევები და მონაცემთა უფრო დიდი ნაკრებები შექმნან.

ცხადია, ამ AI-ზე დაფუძნებულ მოდულთან შეგუებას გარკვეული დრო დასჭირდება. მარკეტერებს კი ურჩევენ,  რაც შეიძლება ადრე დაიწყონ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. რაც მეტ მონაცემს შეაგროვებს ხელსაწყოს, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პროგნოზირებადი ძალა და ორგანიზაციის მარკეტინგი.

როგორ ვუპასუხოთ კითხვას — რატომ გინდათ აქ მუშაობა?

დიაბეტით დაავადებულებისთვის ხელოვნური პანკრეასი შექმნეს