in

როგორ უნდა მოემზადონ მარკეტერები კონფიდენციალურობის ახალი პარამეტრებისთვის?

ბოლო წლებში მონაცემთა კონფიდენციალურობა მზარდ პრობლემად იქცა, რადგან ინტერნეტის მომხმარებლებმა არ იციან, ვის აქვს წვდომა მათ პერსონალურ ინფორმაციაზე და როგორ გამოიყენება იგი ონლაინ. ამის საპასუხოდ, მარკეტერები და სარეკლამო პლატფორმები ვალდებულნი არიან, საკითხი შესაბამისად გადაჭრან.

რამდენიმე ვებ-ბრაუზერმა უკვე დაბლოკა მესამე მხარის ქუქიები, როგორიცაა Firefox და Safari. ხოლო Google Chrome მათ 2023 წლის ბოლომდე დაბლოკავს. შესაძლოა, ამ ცვლილებამ მკვეთრად შეცვალოს მარკეტერების მარკეტინგული აქტივობები, რადგან ნაკლები ინფორმაცია ექნებათ არხის მუშაობისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ. შესაბამისად, მესამე მხარის მონაცემთა ნაკრებებზე ნაკლები დამოკიდებულებით, პრიორიტეტული უნდა იყოს თქვენი საკუთარი კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და პირველადი მონაცემების შეგროვება.

მესამე მხარის მონაცემების შეგროვება

ძველი გამოთქმა, „თუ რამეს უფასოდ იღებ, სხვა გზით გადაიხდი“, სიმართლეა და ყველა სფეროს თანაბრად ეხება. თანმიმდევრული მონაცემების მისაღებად, ბრენდმა სანაცვლოდ რაღაც ღირებულის შეთავაზება უნდა ისწავლოს. ეს შეიძლება იყოს:

  • საინფორმაციო გამოწერა
  • ახალი პროდუქტის გამოშვების, ან მარაგის შევსებისა და ფასის ცვლილების შესახებ განახლებების შეტყობინება
  • სასარგებლო შინაარსი ვებგვერდზე რეგისტრირებულთათვის
  • წევრობის ან VIP სქემები მომხმარებლის უპირატესობებით

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი ხერხიდან, რომლითაც შეგიძლიათ საკუთარი მონაცემების შეგროვება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ქუქიებისგან დაცლილ სამყაროში, ბრენდებმა უნდა აღიარონ, რომ მომხმარებელს აქვს მეტი ძალა.

მონაცემთა მოდელირება

საკუთარი მონაცემების გასაზრდელად, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული გარემო მნიშვნელოვან ხარვეზებს გამოიწვევს. ამ ხარვეზების შესავსებად კი, სარეკლამო პლატფორმები ეტაპობრივად განახორციელებენ მანქანურ სწავლებას. Google და Meta მსგავს ფუნქციებს უკვე მიმართავენ, რეკლამის ურთიერთქმედებისა და კონვერტაციის მონაცემების მოსაპოვებლად — ეს არის „იმიტირებული ონლაინ კონვერტაციები“, რომლებიც ისტორიულ და თანმიმდევრულ მონაცემებს ერთდროულად იყენებს.

მართალია, მანქანათმცოდნეობის ეს მოდელები სრულყოფილი არ არის, მაგრამ მეტი მონაცემის საფუძველზე უფრო ზუსტი გახდება. მარტივად: რაც მეტი მონაცემი, მით უკეთესი. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ გარემოში, ყველაზე სრულყოფილი მონაცემების მქონე ბრენდი აჯობებს თავის კონკურენტებს და შეძლებს, უკეთ გამოიყენოს მანქანათმცოდნეობაზე დაფუძნებული ავტომატიზაციაც.

პლატფორმის გადაწყვეტილებები

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ ჩნდება ახალი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, რათა ჩვენი მონაცემების ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს კონფიდენციალურობის პარამეტრების გვერდის ავლით არ ხდება… არამედ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება, უფრო მეტი იმუშაონ მონაცემებთან პირველი მხარეების კონტექსტში და ისინი მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული კამპანიების მხარდასაჭერად გამოიყენონ.

გუგლის ტეგების დანერგვა სერვერის მხარეს

ახლახან სერვერის ტეგები ხელმისაწვდომი გახდა Google Tag Manager-ში (GTM). ამ დრომდე GTM მხოლოდ მომხმარებელთა მხარეს იყო. სერვერის მხრიდან ტეგების მენეჯმენტის გამოყენება კი ნიშნავს, რომ თქვენ სრული კონტროლი გექნებათ თქვენს მონაცემებზე, რაც საშუალებას გაძლევთ, ზუსტად აკონტროლოთ, რა მონაცემები გროვდება მესამე მხარის JavaScript კოდების  ჩამოტვირთვის გარეშე.

თანხმობის რეჟიმი

2020 წლის სექტემბერში გამოშვებული თანხმობის რეჟიმი მუშაობს Google-ის სხვადასხვა ტეგებთან, როგორიცაა Google Analytics და Google Ads. თვალთვალის ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, თანხმობის პარამეტრები დაიცვათ, ქუქი-ფაილების შესახებ ანონიმური სიგნალების შეგროვებისას.

უმარტივესი ფორმით, ქუქიების თანხმობის გადაწყვეტა ურთიერთქმედებს თქვენს ტეგების მენეჯერთან ან საშუალებას აძლევს, დაბლოკოს ტეგების გაშვება მომხმარებლის პრეფერენციებიდან გამომდინარე. თანხმობის რეჟიმის გამოყენებისას ტეგები ყოველთვის ჩართული იქნება; თუმცა, მათი ზუსტი ქცევა და მათი გაგზავნილი მონაცემები განსხვავდება მომხმარებლის პარამეტრების მიხედვით.

გაუმჯობესებული კონვერტაციები

გაფართოებული კონვერტაციები მუშაობს მომხმარებლის მონაცემების გამოყენებით. ანუ, თუ ისინი Google საძიებო რეკლამაზე დააწკაპუნებენ, თავის გუგლ-ანგარიშზე უნდა შევიდნენ. იგივე ეხება სოციალური მედიის რეკლამებზე დაწკაპუნებებს. როდესაც ხდება კონვერტაცია, კონვერტაციასთან ერთად იგზავნება გარკვეული გაფართოებული მონაცემები.

აქ ჩამოთვლილი არც ერთი ტექნიკური გადაწყვეტა არ არის პრობლემის სრულყოფილი გადაჭრა, რომელიც ახალ კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ქსელს მოაქვს. თუმცა თითოეული მათგანი დაგეხმარებათ, გარკვეული ხარვეზები შეავსოთ.

The Board of JSC Liberty Bank is pleased to announce Mr. Beka Gogichaishvili as the new Chief Executive Officer (CEO)

აქვთ თუ არა ყოფილ სტარტაპ დამფუძნებლებს დასაქმების ნაკლები შანსი?