in

რას ფიქრობენ მარკეტერები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე? — Cannes Lions 2023

გასაკვირი არ არის, რომ წლევანდელ კანის ლომებზე ხელოვნური ინტელექტი დომინანტ თემად მოგვევლინა — თავი ვერ აარიდეს იმაზე საუბარს, რა ინოვაციებს მოგვიტანს ტექნოლოგია ან მიისაკუთრებს თუ არა მარკეტერებისა და კრეატიულების საქმიანობას.

მარკ კირკჰემი, Pepsico-ს საერთაშორისო მარკეტინგის ხელმძღვანელი: „საუბრის თემა აშკარად გენერაციული ხელოვნური ინტელექტია, რომელიც წარმოუდგენლად მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. უბრალოდ, ყურადღებით უნდა ვიყოთ მასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით  — თუნდაც, გავითვალისწინოთ ინტერნეტის პროტოკოლი. ამიტომაც, ერთგვარ საპასუხისმგებლო ჩარჩოზე უნდა ვიფიქროთ“.

რობ დუბალი, McCann London-ის თანაპრეზიდენტი და მთავარი კრეატიული ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ის ნამდვილად შთამბეჭდავია. როგორც შემოქმედებით ადამიანს, გეძლევა ის, რაც უკვე არსებობს, შენ კი რაღაც უკეთესი უნდა შექმნა. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი კი წარმოუდგენელი ტექნოლოგიაა, რომელიც ან უნდა გამოიყენო, ან სრულად აირიდო თავიდან“.

ჯოი რობინსი, New York Times-ის გლობალური რეკლამის მთავარი ხელმძღვანელი: „წარმოუდგენელი მიზანმიმართულება გვმართებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევალთ ამ უახლეს სივრცეში. როგორც ინდუსტრია და კომპანია, იმაზე ვფიქრობთ, რა გზით გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები სწორად. ეს ყველაფერი ბიზნესისა და ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად გვჭირდება. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს ადამიანურ ჟურნალისტიკას, არამედ აძლიერებს“.

მარკ სინგერი, Deloitte Digital-ის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი: „გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, ინდუსტრიაში ყველაზე დამაბრკოლებელ ბარიერად გვექცეს. ვფიქრობ, ეს კარგია — ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ეს მართლა კარგია. გენერაციული AI-ის ხელსაწყოები შესანიშნავი იდეების გენერირებაში გვეხმარება. შეგიძლიათ, შეიყვანოთ სიტყვები, იდეები, სურათები — სისტემა კი ყველაფერს განსხვავებული პერსპექტივით დაგანახებთ. ამრიგად, კრეატიულ იდეებს ახალი და საინტერესო გზებით გაავრცელებთ“.

მილკა პრივოდანოვა, Pinterest-ის ხელმძღვანელი: „ჩვენ უკვე ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს — ჩვენი კონტექსტური პროდუქტებისა და რეკომენდაციების უმეტესობა იყენებს AI-ს. გვსურს ვიფიქროთ, რომ სურათებზე მონაცემთა ერთ-ერთი უდიდესი ნაკრები გვაქვს და ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ისეთივე კარგი იყოს, როგორც სურათები, რომლებზეც სისტემას ვწვრთნით“.

სტივ სილვერსი, პროდუქტის, კრეატიული და მედიის ხელმძღვანელი Kantar-ში: „მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი — AI-ს აქვს პოტენციალი, რომ მარკეტერები როკ-ვარსკვლავებს დაამსგავსოს. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმუშევრად დატოვებს, მაგრამ მისი რეალური სარგებელი ადამიანური იდეებისა და შემოქმედებითობის გაძლიერებას უკავშირდება — ნაცვლად კრეატიულების ჩანაცვლებისა. Kantar-ში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რადგან ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა შეუძლია“.

რიჩარდ ედელმანი, Edelman-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ადრე ვეუბნებოდი ჩემს გუნდს, რომ ხელოვნურ ინტელექტს საფრთხედ აღვიქვამდი — დეზინფორმაციის გავრცელების რისკის გამო. თუმცა ფაქტების ხარისხს უკვე იდეოლოგია არღვევს — სოციალურ დისკუსიაში ისეთი ნამდვილი, ხარისხიანი ინფორმაცია უნდა დავნერგოთ, რომ ხელოვნურად გენერირებულ კონტენტს ყველაფრის სწორად ასახვის შესაძლებლობა ჰქონდეს“.

მკვლევრებმა VII საუკუნეში მცხოვრები თინეიჯერის სახე აღადგინეს

NASA დედამიწაზე წყლის დონის მატებას ანიმაციით გვაჩვენებს