აი, როგორ ვითარდება ეს: თქვენ საქმეს შეასრულებთ, შემდგომ კი ყველაფერი რთულდება. საუბრობთ თქვენს დიდ იდეებზე, სამოქმედო გეგმებზე, რომლებიც ბიზნესს სარგებელს მოუტანს როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ არავინ გისმენთ.
ხელმძღვანელი პირებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, მოგისმინონ, მარკეტინგული თეორიები აბსტრაქტული ჩანს… თქვენ კი ხედავთ უმოქმედოდ დარჩენილ ნიჭს, იდეებს, ზრდის შესაძლებლობებს, რადგან როგორც მარკეტერს, უამრავ მონაცემზე გაქვთ წვდომა და იცით, როგორ გაყიდოთ საუკეთესო პრაქტიკა.
„ჩემი გესმით?“
მარკეტერებთან ჩატარებული ინტერვიუების ფარგლებში მათ ჰკითხეს, თუ რა უშლიდათ ხელს ეფექტურობაში. პასუხი ასეთი იყო — ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ფულს იმაში ხარჯავენ, რაც მარკეტინგულ თეორიას არ უჭერს მხარს. ზოგიერთი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მარკეტერები უბრალოდ ფულს ხარჯავენ, ზოგიც კი მიიჩნევს, რომ მათი თეორიები სუბიექტურია და მხოლოდ „ვიღაცის“ აზრს ეფუძნება.
არსებული სიტუაცია მარკეტერებს იმედებს უცრუებს, დეპრესიულიც კია, რადგან გრძნობენ, რომ მათ არ უსმენენ და ეს დროისა თუ ენერგიის ფლანგვა გამოდის… არადა, რეალურად, მარკეტინგულ თეორიებს რომ მხარს უჭერდნენ, უკეთესი მარკეტინგული გეგმაც ექნებოდათ, რითაც უფრო მეტს და მაღალ ფასში გაყიდდნენ.
რა არის გამოსავალი?
აქ დიდ როლს მონაცემები და მათი გაზომვა ასრულებს. ეკონომეტრიკა კი ოქროს სტანდარტს გვთავაზობს, მაგრამ მეტად იაფი და მარტივი ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, საძიებო სიტყვების გაანალიზება გარკვეულ წარმოდგენას გიქმნით იმაზე, თუ რა სურს აუდიტორიას, ხოლო თუ სხვა მონაცემებსაც გადახედავთ, გაიგებთ, თქვენი ინიციატივები რამდენად პასუხობს მათ მოთხოვნას.
მაგრამ კონკრეტულ ციფრებზე უფრო მნიშვნელოვანი წარდგენილი მტკიცებულებისა და იმ ადამიანის თანხვედრაა, რომელიც ამას იაზრებს. სწორედ მონაცემები და ციფრები შეიძლება იყოს ის, რასაც შეუძლია, ადამიანები დაარწმუნოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული მტკიცებულებები სჭირდებათ, თქვენ კი ადაპტაცია უნდა შეგეძლოთ.
ქვემოთ მოცემული ცხრილი სწორედ იმ ნაბიჯებს გაგაცნობთ, რომელიც საჭიროა ცვლილებებისთვის რეალურ ბიზნესში:
ტრენინგები აქ ძალიან დაგეხმარებათ. კოვიდის შემდეგ უამრავი ონლაინ კურსი გაჩნდა, რომელიც ამ თეორიის სწავლაში შეგიძლიათ, დაიხმაროთ. თუმცა მათ შორის ისეთი მოძებნეთ, რომელიც მკაფიო, პრაქტიკულ ნაბიჯებს მოგაწვდით მის განსახორციელებლად. ამ საკითხზე იმ ბიზნესებმაც უნდა იზრუნონ, რომელთაც ბიუჯეტის მხრივ არც ისე კარგი მდგომარეობა აქვთ…
ამგვარად, თუ სამსახურში დაბრუნებისას კვლავ ვაკუუმში აღმოჩნდებით, დაფიქრდით, რისი გაგონება სჭირდებათ კონკრეტულ დაინტერესებულ მხარეებს. გაესაუბრეთ მათ, მიიღეთ მხარდაჭერა და თქვენთვის საჭირო ტრენინგი. ვინ იცის, შესაძლოა, მომდევნო წელს იმაზე მოაწყოთ კონფერენცია, თუ რამდენად წარმატებული იყო ეს წელი თქვენთვის.