in

როგორ იმუშავა Young Cannes Lions-ის დავალებაზე მარკეტერის კატეგორიის გუნდმა

დაუვიწყარი აღმოჩნდა კანის წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი. საქართველოს სახელით კანის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გუნდი ასპარეზობდა, რომელთაგან 2-მა გამარჯვება მოიპოვა (Film და PR კატეგორიებში) და ბრინჯაოს ჯილდოთი დაბრუნდა. არ გვავიწყდება ფინალურ დაჯილდოებაზე Cannes Lions-ის გრან პრით გამოწვეული სიხარული, რაც Metro Production-მა მოგვიტანა. უპრეცედენტო იყო ის ფაქტიც, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოდან გუნდები 6 კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ამჯერად, Young Cannes Lions-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე Marketer კატეგორიის მონაწილეები, ანკა ნაცვლიშვილი და თეკლა გამცემლიძე გვიყვებიან.

„ძალიან კარგ ხალხთან ერთად აღმოვჩნდით კანში და განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს“.

M: როგორი იყო დავალება მარკეტერების კატეგორიაში და რა სირთულეებთან მოგიხდათ შეჭიდება?

კანის ლომების ფესტივალი ორშაბათს დაიწყო, ამავე დღეს, მარკეტერის კატეგორიის მონაწილეებმა მივიღეთ ბრიფი, რომელიც საკმაოდ რთული გამოდგა. ქართული გამოცდილებისგან განსხვავებით, დავალებას ახალი ცვლადი – დავალების მომცემი კლიენტი დაემატა. ჩვენ შემთხვევაში, კლიენტის როლს, რომელთან ერთადაც თიბისის კოლაბორაცია უნდა გაეკეთებინა, მსოფლიო ბანკი ასრულებდა.

IDA-ს პროექტის ფარგლებში, ჩვენ უნდა შეგვექმნა პროდუქტი, რომლის დახმარებითაც, მოტივაციას მივცემდით მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს, რომ გააქტიურებულიყვნენ და თავიანთი მთავრობისთვის IDA-ს დაფინანსება მოეთხოვათ (IDA-ს დაფინანსება ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ, დონაციის გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს და თანხაც ქვეყნის ბიუჯეტიდან გადის). IDA – საერთაშორისო განვითარების ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისგან იღებს დონაციებს, მიღებულ თანხებს აბევრებს და შემდეგ დახმარების საჭიროების მქონე ქვეყნებს ეხმარება.

ბრენდის პრობლემა ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ სამიზნე სეგმენტში სათანადო ცნობადობა, ჩვენი გასავრცელებელი გზავნილი კი ასეთი იყო: “IDA is the best investment in the future.”

M: როგორი იყო დავალებაზე მუშაობის პროცესი?

ბრიფის მიღების შემდეგ, დავიწყეთ დავალების თიბისიზე მორგება, ვიპოვეთ თანაკვეთები, გავამარტივეთ ბრიფი და გავამახვილეთ ყურადღება ჩვენთვის საინტერესო დეტალებზე.

ამოსავალი წერტილი, ამ შემთხვევაში, გამოდგა ჩვენი პროდუქტის ჩარჩო. გლობალური აუდიტორიისთვის ჩვენი პროდუქტებიდან ყველაზე საინტერესო ჩვენი მობაილ ბანკი შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ პროდუქტის შექმნა ამ არხში გადავწყვიტეთ, მაგრამ გლობალური დაფარვისთვის სხვა არხების ათვისებაც უმნიშვნელოვანესი იყო. ამ დეტალების გათვალისწინებით შევქმენით პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებდა მომხმარებლების ინსაითს და პასუხობდა დავალებას.

24-საათიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, ოთხშაბათს გვქონდა იდეის პრეზენტაცია, შევხვდით ჟიურის წევრებს, რომელთაც ჩვენი დავალება წარვუდგინეთ. პრეზენტაციას სავალდებულო 5-წუთიანი შეკითხვების სესიაც მოჰყვა. საბოლოო ჯამში, ბევრი სირთულის მიუხედავად, ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ, რომელზე საუბარიც უსასრულოდ შეგვიძლია.

 

ანა სანიკიძე, ლონდონში, Type Thursday-ის კონფერენციაზე სპიკერად მიიწვიეს

მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები: Marketing Brew by Mastercard