in

ციფრული კულტურა ბიზნესის ჭრილში და ქართული სააგენტოს როლი ამ პროცესში – Creative Culture

„ჩვენს პარტნიორებს სწორად დაგეგმილ, ექსკლუზიურ და შედეგიან კომუნიკაციაში ჩაბმის საშუალებას ვთავაზობთ“.

ტექნოლოგიების განვითარებამ და ახლა უკვე პანდემიამაც ბუნებრივად მიგვიყვანა კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის, უფრო მარტივ და მოსახერხებელ – ციფრულ კომუნიკაციამდე. შესაბამისად, ციფრული მარკეტინგის საჭიროებაც ნებისმიერი ბიზნესისთვის გახდა აქტუალური ისე, როგორც არასდროს. სოციალურ ქსელში ტექნიკურად გამართული ბიზნესგვერდის ქონა არათუ სასურველი, აუცილებელიც კი გახდა.

დღეს, მარკეტინგისა და სარეკლამო სფეროში მოღვაწე სააგენტოები პარტნიორი კომპანიებისთვის სხვადასხვა ფორმატის კონტენტის შეთავაზებითა თუ გამართული ციფრული სარეკლამო სტრატეგიების ჩამოყალიბებით, ცდილობენ, მათი საქმიანობა ციფრული კომერციისთვის აუცილებელ კულტურას მოარგონ.

Creative Culture სხვადასხვა ბიზნესის სწორედ ზემოთ ხსენებულ კულტურასთან ადაპტირებას უზრუნველყოფს. უფრო ზუსტად, ამაზე Creative Culture-ის CEO, ლაშა წიკლაური გვესაუბრება:

M: ლაშა, პირველ რიგში, გაგვაცანით Creative Culture… როდის, როგორ და რა შესაძლებლობებით გამოჩნდით ქართულ სარეკლამო ბაზარზე?
Creative Culture-ის, როგორც კრეატიული გუნდის ჩამოყალიბება 2017 წლიდან იწყება. კომპანიის განვითარება და ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს, რომელიც საბოლოოდ, იმ ერთიან და ეფექტურ სერვისში ითარგმნა, რომელსაც დღეს, სხვადასხვა ბიზნესს ვთავაზობთ.

თავდაპირველად, ორიენტირი კომპანიების ბიზნესგვერდების ადმინისტრირებაზე გვქონდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, სოციალური მედიის ადმინისტრირება საკუთარი, ექსკლუზიური ფოტოებით შეგვძლებოდა. ამასობაში, ფოტოსტუდიის შექმნის აუცილებლობაც გაჩნდა, რის შემდეგაც ძალები ვიდეოფროდაქშენსა და გრაფიკულ დიზაინზე მივმართეთ.

2019 წლიდან, მარკეტინგის დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ და საბოლოოდ, გუნდის ყველა მომსახურება ერთ სერვისში მოვაქციეთ.

M: რამ გიკარნახათ, რომ ბიზნესს სწორედაც რომ თქვენნაირი სააგენტო სჭირდებოდა?  იქნებ, ეს იყო თქვენს ინტერესებსა და ინტუიციაზე დაყრდნობილი ვარაუდი, რომელმაც ცდის პირველ ჯერზევე გაამართლა და ამან დღემდე მოგიყვანათ?
Creative Culture-ის შექმნამდეც გვჯეროდა, რომ ბაზარზე არსებულ კომპანიებსა და სტარტაპებს ჩვენი ხედვები, პოტენციალი და შესაძლებლობები სჭირდებოდა. ყოველთვის წარმოვიდგენდით, როგორი ვიზუალი, სიტუაციური ფოტო ან ვიდეო შეგვეძლო, კონკრეტული პროდუქტისთვის შეგვექმნა. პირველი კომპანია, რომელსაც ვემსახურებოდით, ავეჯის მწარმოებელი იყო და ზუსტად 1 თვიანი თანამშრომლობის შემდეგ, მათი გაყიდვები 200%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შემდეგ კი, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მალე ტექნიკური და ადამიანური რესურსი აღარ გვეყოფოდა და დავიწყეთ გუნდის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. მოვლენები ლოგიკურად განვითარდა, გუნდი ჩამოყალიბდა, შეიკრა და გაიზარდა, ჩვენთან დამეგობრებულ კომპანიებს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ სივრცეში გაერთიანებული ყველა ის აუცილებელი მომსახურება შევთავაზეთ, რომელიც მათ განვითარებასა და გაძლიერებას სჭირდება.

სიამაყით ვამბობ, რომ დღეს, არსებულ რეალობაში ბევრი კომპანიისთვის Creative Culture თავისი გამოცდილებითა და მიდგომებით სტაბილური პარტნიორია და რაც მთავარია, ძლიერი საყრდენი ისეთ გარემოში, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია.

M: თქვენი პოტენციური თანამშრომლებისთვის უფრო ცხადი რომ გავხადოთ, რა არის Creative Culture-ის მომსახურებაში ის მთავარი უპირატესობა, რამაც სხვადასხვა ბიზნესს თქვენთან პარტნიორობის დაწყებაზე უნდა უბიძგოს?
Creative Culture-თან თანამშრომლობისას კომპანიებს აღარ უწევთ ცალკე სოციალური მედიამენეჯერის, დიზაინერის, ფოტოგრაფის ან ვიდეოგრაფის მოძიება/ქირაობა. ჩვენი სერვისი ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელიც დღეს, სრულფასოვან ონლაინ მარკეტინგს სჭირდება. აღნიშნული პრინციპით, პარტნიორი კომპანიები დროსთან ერთად, ფინანსებსაც მნიშვნელოვნად ზოგავენ, სანაცვლოდ კი, ერთი გუნდისგან სრულყოფილ სარეკლამო მომსახურებას იღებენ.

M: და რას გულისხმობთ სრულყოფილ სარეკლამო მომსახურებაში?
ჩვენს პარტნიორ და თანამშორმლობით დაინტერესებულ კომპანიებს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელთან სწორად დაგეგმილ, ექსკლუზიურ და შედეგიან კომუნიკაციაში ჩაბმის საშუალებას ვთავაზობთ. სოციალურ მედიაში მხოლოდ ლამაზი ვიზუალებით აჭრელებული ბიზნესგვერდი არ არის შედეგიანი. მოკლედ რომ ვთქვა, ვერ ყიდის, ამიტომ ჩვენი თითოეული აქტივობა მიზანმიმართულია გაყიდვების ზრდაზე. ყველაფერი კი იწყება ფიქრით, შემდეგ იდეის დამუშავება და შესრულება. Creative Culture -ის მიზანია, ერთიანი მარკეტინგული ძალისხმევით მომხარებელს სურვილი გაუჩინოს და პრაქტიკული ნაბიჯისკენ უბიძგოს. ასე გამოიყურება ჩვენი ონლაინ მარკეტინგი, რომელიც ბრენდს სწორი კომუნიკაციით რეალურ მომხარებელთან აკავშირებს.

CC-ს მისიაა, პარტნიორებს დაეხმაროს ძლიერი და გამორჩეული ბრენდის შექმნაში, სწორი გადაწყვეტილებებით განავითაროს მათი ბიზნესი და მიაღწიოს მარკეტინგულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, CC-ს გუნდი ინტენსიურადაა ჩართული პარტნიორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში და არსებული პრობლემების გადაჭრას ერთობლივი ძალისხმევით ცდილობს.

M: რომელ ინდუსტრიებში და რა ტიპის ბიზნესია თქვენთვის საინტერესო?
ჩვენი სამიზნე სეგმენტი, ძირითადად, მცირე და საშუალო მეწარმეები არიან, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა დარგში ოპერირებენ, თუმცა ბოლო წლებში განვითარებულმა სარესტორნო ბიზნესმა და მათ შორის არსებულმა კონკურენციამ, ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზარდა. ჩვენი რამდენიმეწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, სრული დატვირთვით მოვემსახუროთ კვების ბიზნესს. ასევე, გარდა მომსახურების სექტორისა, ჩვენი გუნდი უკვე მესამე წელია, წარმატებით თანამშრომლობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.

ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ თითოეული კომპანიის ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში, ხაზს ვუსვამთ მათ ინდივიდუალურობას, ვქმნით დეტალებს და ვამყარებთ კომუნიკაციებს, რომელშიც ნათლად ჩანს მათი ბენეფიტები.

M: როგორ გამოიყურება Creative Culture-ის გუნდის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი…
დღეისათვის, ვთანამშრომლობთ 50-ზე მეტ კომპანიასთან, ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: „მაკშაურმა“, რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“, „რესპუბლიკა“, „რადისონი“, „ბიგ სემი“, „ბურგერბოსი“ და კიდევ სხვა ისეთი ბრენდები, რომლებსაც მომხარებელი კარგად იცნობს და ყოველდღიური შეხება აქვს. ასევე, ვთანამშრომლობთ „ავტოტესტსა“ და „პტისთან“, რომლებიც მომხმარებელს ტექინსპექტირების სერვისს სთავაზობს. ფროდაქშენის მიმართულებით ვითანამშრომლეთ საერთაშორისო ბრენდ “XL-თან”. კომპანია „აუგუსტისთვის“ კი ახალი პროდუქტის დიზაინები შევქმენით.

ნებისმიერი ახალი პარტნიორი კომპანია ჩვენთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ცოდნითა და ტექნოლოგიებით მივყვეთ საერთაშორისო ტენდენციებს და ქართულ სარეკლამო ბაზარზე მოწინავე პოზიციები შევინარჩუნოთ.

M: გაგვიზიარეთ, რამდენად რთულია დღეს, მარკეტინგული სააგენტოსთვის პანდემიის თანმხლებ გამოწვევებთან გამკლავება?
კოვიდპანდემიამ და თანმდევმა რეგულაციებმა კომპანიები დააჩქარა, თავიანთი რესურსები და დანახარჯები ონლაინ მარკეტინგისკენ მიემართათ. შესაბამისად, რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, მათი მხრიდან, თანამშრომლობის სურვილი საგრძნობლად გაიზარდა.

ჩვენი მხრივ კი, CC, როგორც პარტნიორი, ნებისმიერ კომპანიას გვერდში დაუდგება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტარტაპებისა თუ ბაზარზე უკვე არსებული კომპანიების წინსვლასა და განვითარებას.

M: რაც შეეხება თქვენს განვითარების სტრატეგიას, როგორ წარმოგიდგენიათ Creative Culture-ის შემდეგი ნაბიჯები?
დღეს, Creative Culture ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან ერთად, ყველა იმ თანამედროვე ტექნიკას ფლობს, რომელიც პროფესიონალურ ფოტო- და ვიდეოფროდაქშენსა და მასშტაბურ მარკეტინგულ აქტივობებს სჭირდება.

კრეატიული გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაცია და პერსპექტიული, მრავალწლიანი ურთიერთობები წარმოადგენს.

Creative Culture-ის სერვისები სტაბილურად ფართოვდება, მარკეტინგის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისა და მენეჯერების განვითარებაზე ზრუნვა, რაც მათთვის მომხარებელთან სწორი კომუნიკაციისა და მომსახურების გაუმჯობესების პირობაა. მალე ფოტოგრაფიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ტრენინგებსაც ვგეგმავთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციებში?

„კენწერო“ – უფასო პლატფორმა არაფორმალური განათლებისთვის