8
Oct
2013

მარკეტინგი და მენეჯმენტი მოკვდა

8 Oct 2013

მარკეტინგი და მენეჯმენტი მოკვდა და საერთოდ ყველაფერი მოკვდა… ამ სიტყვით  სააგენტო Saatchi & Saatchi-ის მმართველი, კევინ რობერტსი აუდიტორიის წინაშე წარსდგა… მარკეტერი გთავაზობთ სტატიის თარგმანს კევინ რობერტსის ლექციის ამონარიდებს და ვიდეო ჩანაწერს.

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ პირობებში, რომელსაც ამერიკელები VUCA-ს უწოდებენ, ანუ არასტაბილურ, გაურკვეველ, რთულ და არაერთგვაროვანში  (აბრივიატურა volatility, uncertainty, complexity, ambiguity). სწორედ ასეთია დღევანდელი სამყარო და მას არაფერი შეცვლის. ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესოა კრეატიული ხალხისთვის. ძველი მუშაობის პრინციპი უკვე აღარ ამართლებს. მენეჯმენტი მოკვდა, მარკეტინგი მოკვდა, რანაირი გასაკვირიც არ უნდა იყოს სტრატეგიაც.”

“იდეების ეპოქაში გადავდივართ, რევოლუციურ და თავისუფალ ეპოქაში. წლების წინ რაიმეს შესაცვლელად დიდი ფინანსები იყო საჭირო. დღეს შეგვიძლია მხოლოდ კომპიუტერით, იდეით, Youtube-ით და Facebook-ით ვცვალოთ გარემო, რომელშიც ვმუშაობთ და ვცხოვრობთ.”

“პროგრესი მუდმივი პროცესია და მათ “შეშლილები” მართავენ, რადგან ყოფნით გამბედაობა მათი განხორციელების და წარუმატებლობის არ ეშინიათ. ერთადერთი დაბრკოლება –  შიშია, მერყევი ხასიათი და ფანტაზიის სიმცირე.”

“იმისთვის, რომ VUCA-სამყაროში გაიმარჯვო, არ არის საჭირო “ახალი” გამოიგონო, მთელი ძალები აქტუალურ და აწმყოსთვის საჭირო პროექტებს უნდა დაუთმო. ბიზნესმენებმა, მარკეტერებმა და ყველა კრეატიულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს ის, რომ მათი პროდუქტი ხალხს სიხარულს უნდა ანიჭებდეს.”

“რასაც ჩვენ ვაკეთებთ მომხმარებელი უნდა მოიზიდოს და ადამიანი პროცესის მონაწილე გახადოს. მარკეტინგის ძველი მოდელები ზედმეტად ერთფეროვანია, მომხმარებელს პროცესში მონაწილეობა სურს. მაგალითისთვის, მომხმარებლის სოციალურ ქსელში გააქტიურება აიღეთ. მთელი ინფორმაციის ნაკადი მათზე გადის.”

 

“მარკეტინგს ემოცია მართავს. მარკეტინგი მეცნიერება აღარაა – ის ხელოვნებად იქცა. რაციონალურ აზროვნებას დასკვნამდე, ხოლო კრეატიულ აზროვნებას ქმედებამდე მივყავართ. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი გისწავლიათ, დაივიწყეთ სკეპტიციზმი და ინსტინქტი. როდესაც იდეამდე მიდიხართ პასუხი იქონიეთ შემდეგ კითხვებზე:

1. მინდა თუ არა “ამის” კიდევ ერთხელ ნახვა?

2. მინდა თუ არა “ეს” გავუზიარო ხალხს?

3. მინდა თუ არა “ამის” გაუმჯობესება?

“ამ სამყაროში მხოლოდ ძალაუფლება არ იმარჯვებს. კრეატივი უფრო  წინ დგას ვიდრე ძალაუფლება. რა არის საჭირო, რომ კრეატიული ლიდერი გახდე?

მიზანი!!! 

ბევრი წვრილი იდეა. სულაც არ არის აუცილებელი გიგანტურ იდეებს შეეჭიდოთ. პატარა იდეას მომხმარებელი თვითონ აქცევს დიდ იდეად.

რაკურსის შეცვლის უნარი. სტივ ჯობსმა შექმნა ახალი პროდუქტი იმისგან, რასაც განვითარების საშუალება არ ჰქონდა. პროდუქტიდან ამოიღო ყველაფერი უსარგებლო და ფასიც დაადო. კრეატიულ ადამიანს შეუძლია პრობლემა საშუალებად აქციოს.

გააკვირვო ჩვეულებრივი ნივთებით. საკმაოდ დიდი ხანი სტივ ჯობსი უარზე იყო მაღაზიის გახსნისა. გახსნის შემდეგ დაინახა შედეგი და ეს შედეგი მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი მაღაზია აღმოჩნდა.

შეუცვლელის შექმნა. ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალზე ბრენდების იქით. ბრენდი ცვალებადია. უნდა შეიქმნას არა ის, რომელიც შეუდარებელია არამედ ის, რაც შეუცვლელია.

იდუმალება – ადამიანებმა რაც უფრო ნაკლები იციან რაიმეს შესახებ, მით უფრო ინტერესდებიან.

მგრძნობელობა – ჩვენ სამყაროს გრძნობებით შევიცნობთ, ჩვენი ხუთი შეგრძნებით. ბევრი ბრენდი  ხუთი გრძნობიდან მხოლოდ ორს მიმართავს, იპოვეთ გზა, რომელიც ხუთივეს გამოიყენებს.

სიახლოვე – მომხმარებელთან ახლოს უნდა იყოთ. ჩვენ არ ვაძლევთ მითითებებს, ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით.

შთააგონეთ სხვებს – კრეატიული ლიდერები ქმნიან საზოგადოებას, რომელზეც პასუხს აგებენ და სადაც იდეები იბადება.

ჩანაფიქრის განხორციელება –  თვეების მანძილზე ფიქრი, გეგმების შედგენა და მოლაპარაკებებზე სიარული საქმეს წინ არ წაიყვანს, მთავარი მაინც მოქმედებაა.”

… და ბოლოს, სამი მნიშვნელოვანი სიტყვა: ენთუზიაზმი, რესურსი და ყველა – ბიზნესის მიზანია სამყარო უკეთესი გახადოს.

ლექციის ვიდეო მასალა

განხილვა