ციფრული სააგენტო Advertwise-ის ორგანიზებით, Facebook-ის ექაუნთ მენეჯერმა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ვებინარი ჩაატარა, რომელიც კორონავირუსის პირობებში მარკეტინგული კამპანიების წარმართვას ეხებოდა. ვებინარი რამდენიმე საკვანძო საკითხს ეხებოდა: რას აკეთებს ფეისბუკი, კორონავირუსის დროს, ბიზნესის სასარგებლოდ და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს უპასუხონ ვისურის პერიოდში შექმნილ რეალობას? როგორ შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა Covid-19-მა? ვებინარიდან რამდენიმე საკვანძო საკითხს გიზიარებთ.
Facebook უფასოდ აძლევს სარეკლამო სივრცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და კორონავირუსის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მხარდაჭერის მიზნით, საკუთარ სარეკლამო სივრცესა და pop-up ტიპის რეკლამებს უსასყიდლოდ უთმობს.
პარალელურად, Facebook ხელს უშლის სოციალურ ქსელში ცრუინფორმაციის გავრცელებას კორონავირუსსა და არარეგისტრირებულ მედიკამენტებზე.
გაფილტვრის სპეციალური ალგორითმის საშუალებით, Facebook განასხვავებს კორონავირუსზე დაწერილ ინფორმაციას სხვებისგან და მას პრიორიტეტულად აქცევს.
მონაცემთა კვლევების საფუძველზე პროგნოსტიკის მოდელს ქმნის პარტნიორებისთვის.
მცირე ბიზნესის განსავითარებლად $100 მლნ-იანი გრანტი გამოყო.
როგორ შეუძლია ბიზნესს, რომ მოიქცეს შექმნილ სიტუაციაში?
ბიზნესები ცდილობენ დახმარებას – დონაცია
კორონავირუსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება და ქცევა. ამან, ბუნებრივია, შეცვალა მათი საჭიროებები და ბიზნესს დამატებითი შესაძლებლობები გაუხსნა.
კორონავირუსი მაღალი დონის საფრთხის შემცველად მიაჩნია გამოკითხულ გერმანელთა 47%-ს, აშშ-ის 55%-ს, ბრიტანელების 43%-ს.
ამასთან, გამოკითხულ ბრიტანელთა 67% მიიჩნევს, რომ მაღაზიებთი სურსათის მარაგი იწურება.
შეიცვალა ადამიანების ქცევა ფინანსებთან მიმართებაში
აზიაში 60% იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ უფრო პროაქტიული იყოს ბიუჯეტის მართვაში და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე იზრუნოს. ეს მაჩვენებელი შესაძლებლობებს უხსნის ბანკებს, რომლებსაც ფინანსური რჩევებისა და სასარგებლო ინსტრუმენტების შეთავაზება შეუძლიათ მომხმარებლებისთვის.
46%-ს ვირუსით დაავადების ეშინია – ეს გზას უხსნის იმ ტიპის ბიზნესებს, რომლებიც ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
გამოკითხულთა, დაახლოებით, ნახევარი თვლის, რომ კორონავირუსის დამარცხებას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება. დაახლოებით, მეხუთედს კი, მიაჩნია, რომ 6 თვეზე მეტს გასტანს.
ამ პერიოდში, ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, ამიტომ:
მიტანის სერვისი თუ გაქვთ, ეს ძალიან დროულია ამ დროს. მნიშვნელოვანია, მიტანის სერვისის საჭიროება გადაუჭრათ დროულად და უსაფრთხოდ.
საინტერესოა ისიც, რომ სახლში მყოფი ადამიანების მხრიდან უფრო მეტია ახალი ტექნიკის შეძენის ინტერესი. ამ გადაწყვეტილებამდე, კვირების (და ზოგისთვის თვეების) განმავლობაში, სახლში ყოფნის პერსპექტივამ მიიყვანა. ამდენად, თუკი ყიდით ელექტრო ტექნიკას, დაგჭირდებათ თქვენი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, ციფრულად ამცნოთ მომხმარებელს და ამ სივრცეში მიიზიდოთ.
კრიტიკულად შემცირდა სავაჭრო ცენტრებში წამსვლელთა რიცხვი. ადამიანები ონლაინ შოპინგზე მასობრივად გადაერთნენ. თუკი, მომხმარებლების მოზიდვა გსურთ, გადაინაცვლეთ იქ, სადაც ისინი არიან – ციფრულ სივრცეში, უამბეთ თქვენზე, რას და როგორ საქმიანობთ, როგორ აკეთებთ და ა.შ.
საზოგადოებამ სახლში საკვების დამზადება კვლავ აქტიურად დაიწყო, თუმცა, მას კვლავაც ესაჭიროება საჭირო სურსათის მიწოდება.
მომხმარებლებს აინტერესებთ, რა ხდება თქვენთან მას შემდეგ, რაც სტაციონარული მაღაზია დახურეთ, ამიტომ აქტიურად ისაუბრეთ მათთან, ონლაინ სივრცეში, გააცანით თქვენი მდგომარეობა, გეგმები, სამუშაო მექანიზმი.
ელექტრონულ კომერციაში აქტიურად წამოიწია ჯანმრთელობის თემამ. ამასთან, გამოკითხულთა 49% მზადაა, უსაფრთხო პროდუქტში უფრო მეტი გადაიხადოს. შეგიძლიათ ბაზარს პირადი ჰიგიენის ნივთები ან სანიტაიზერები შესთავაზოთ.
ახლა მომხმარებელს სჭირდება სანდო კომპანია, რომელიც მას ესაუბრება და აწვდის საჭირო ემოციას, პროდუქტსა და სერვისს.
უამბეთ მომხმარებლებს, რას აკეთებთ. ეს ის დროა, როცა მომხმარებელი ონლაინში ბევრ დროს ატარებს. მას სჭირდება სანდო კომპანია, რომელიც ესაუბრება. ახლა ყველაზე აქტუალური დროა ორგანული კონტენტის შესაქმნელად. თუკი რაიმეს აცხობთ, აჩვენეთ, როგორ აკეთებთ, ან რეცეპტი გაუზიარეთ. გამოიყენეთ საკომუნიკაციო არხები.
საკომუნიკაციოდ, სოციალურ ქსელს ახლა კიდევ უფრო დიდი როლი აქვს, რადგან მკვეთრად იმატა მათით სარგებლობამ.
ამ დროისთვის, ბიზნესს სჭირდება უწყვეტი კომუნიკაცია მომხმარებელთან.
უახლოეს მიზნად შეგიძლიათ დაისახოთ სიტუაციასთან ადაპტირებაზე მუშაობა. მენეჯმენტის სტილის შეცვლა მოგიწევთ. გადააფასებთ ბრენდსა და მის სამოქმედო სტრატეგიას.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ბაზრის მოთხოვნაზე გადაწყობა და მასზე მორგებული სტრუქტურული ცვლილებები.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი