თბილისში, მარკეტერისა და ბიზნეს კონსულტანტის, გარეტ ჯონსტონის მასტერკლასი „მარკეტინგი 360 გრადუსით“ გაიმართება. საუბრის თემაა „სტრატეგიული მარკეტინგი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, როგორც ბიზნესის მთავარი სტრატეგიული უპირატესობა“. ღონისძიება 14 ივნისს, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi ტარდება.
„მასტერკლასი განკუთვნილია: მეწარმეთათვის, ბიზნესის მფლობელთათვის, მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, მათთვის ვინც კომპანიის მოგებაზეა პასუხისმგებელი, ვინც განსაზღვრავს განვითარებისა და მარკეტინგულ სტრატეგიას. გარეტ ჯონსტონი მუშაობდა სტრატეგიული მარკეტინგის, როგორც On-line, ასევე Off-line სფეროში და აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება შემდეგ დარგებში: Telecom, Digital Media, Technology (TMT), Pharmaceutical/Life Sciences და Retail. გარეტ ჯონსტონი იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობებს საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში: Cap Gemini, Ernst & Young, Cable & Wireless, PricewaterhouseCoopers, Avaya, Alcatel, MCI WorldCom, Digicel, Х5 Retail Group და სხვა“.
ღონისძიების ორგანიზატორია მარკეტინგული კვლევების კომპანია „გამმა“, რომელიც უკვე მეორედ მასპინძლობს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტს საქართველოში.
„ბაზრის გაზომვისა და ანალიზის ქართული სააგენტო „გამმა“ 1999 წლიდან მოღვაწეობს კავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე. კომპანია კვლავ გეგმავს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე, მომიჯნავე სფეროების ექსპერტების მასტერკლასების ჩატარების ორგანიზებას ქართული ბიზნეს სექტორისათვის აქტუალურ და მოთხოვნად თემებზე“.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.