29
Nov
2018

2018 წლის 7 ყველაზე ცუდი მარკეტინგული კამპანია

29 Nov 2018

ბევრი იდეა ჟღერს კარგად, სანამ ის დღის სინათლეს იხილავს. თუმცა, შესრულების შემდეგ, შეიძლება ჩიხში მოექცეს. ზოგჯერ, მარკეტინგული კამპანია სრულ კრახს განიცდის, იმის მიუხედავად, ასე იყო განზრახული, თუ სულ სხვანაირად… გაიცანით 2018 წლის 7 ყველაზე ცუდი კამპანია, inc.com-ის აზრით.

statiebi-bog
statiebi-bog

H&M

ტანსაცმლის ბრენდმა ეს რეკლამა იანვარში გამოუშვა. ესაა პატარა აფროამერიკელი ბიჭუნა, რომელსაც მწვანე ჰუდი აცვია, წარწერით “Coolest Monkey in the Jungle” – “ყველაზე მაგარი მაიმუნი მთელს ჯუნგლებში”. საზოგადოება რეკლამამ განარისხა, მათი თქმით, ბრენდს კულტურული მგრძნობელობა არ აქვს…

Estee Lauder

იანვარში, ბრენდმა ახალი პროდუქტი გამოუშვა, სახელწოდებით Double Wear Nude Water Fresh Makeup SPF25. პროდუქტი 30-ფერიანი გრადაციით იყო, რომელთაგან დიდი უმრავლესობა თეთრი ფერის კანისთვის იყო გათვალისწინებული…


Milwaukee Bucks

სამწუხაროდ, ბრენდის ბუშტები ეკრანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც კალათბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი დაითხოვეს იანვარში. ფანებმა ჩათვალეს, რომ კომპანია ამ მოვლენას ზეიმობდა. სინამდვილეში, Milwaukee Bucks საკუთარი ფრანჩაიზინგის 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

Heineken

ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Heineken, მარტის თვეში, რეკლამა გამოუშვა. 30-წამიან ვიდეორგოლში ჩანს, როგორ უგზავნის ბარმენი ლუდს, სამი აფროამერიკელის გავლით, თეთრკანიან ქალს. ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია “Sometimes, lighter is better”, რაც ითარგმნება როგორც “ზოგჯერ, უფრო მსუბუქი სჯობს, თუმცა, სიტყვა Light – ღია ფერსაც ნიშნავს, რამაც რასისტული ელფერი შესძინა რეკლამას და ათასობით ადამიანი ნეგატიურად განაწყო.


Target
ივნისში, მამის დღესთან დაკავშირებით გამოცემულმა მისალოცმა ბარათმა მომხმარებლები აღაშფოთა. ბარათზე აფრო-ამერიკელი წყვილია ასახული, ფრაზით “Baby Daddy”. Baby Daddy-ს უწოდებენ მამას, რომელიც შვილის დედისთვის არც პარტნიორს წარმოადგენს და არც ქმარს. როგორც ფეისბუკ მომხმარებლებმა აღნიშნა, ეს იყო მსგავსი შინაარსის მქონე ერთადერთი ბარათი. Target-მა ბოდიში მოიხადა და ბარათი 900 მაღაზიიდან უკან გაიწვია.


Domino’s Pizza
სექტემბერში, რუსულმა Domino’s-მა წამოიწყო კამპანია Dominos Forever, რომლის ფარგლებშიც 100 წლის განმავლობაში, 100 პიცას აჩუქებდა მათ, ვინც კომპანიის ლოგოს ტატუს გაიკეთებდა სხეულზე. კომპანიამ გარკვეული შეზღუდვებიც დააწესა. კამპანია რამდენიმე თვის მანძილზე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტატუს გაკეთების მსურველთა სიმრავლის გამო შეწყდა.

Dolce & Gabbana

ნოემბერში, მოდის სახლმა ეთნიკური სტერეოტიპების თემაზე გამოუშვა ტანსაცმლის ხაზი. რეკლამაში ნაჩვენებია ჩინელი მოდელი, რომელიც იტალიური კერძის ჭამას ჩხირებით ცდილობს. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ჩინელ ხალხს კულტურის აღქმა უჭირს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კამპანიამ Diet Prada, რომელიც Instagram-ზე იყო ფოკუსირებული, დაპოსტა სტეფანო გაბანასა და მოდელ მიქაელა ტრანოვას მიმოწერის ეკრანის ანაბეჭდები, სადაც გაბანა ჩინელებს ცუდად მოიხსენიებს. მასალა ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების პროტესტიც მალევე დაიმსახურა. ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo გამოჩნდა ჰეშთეგი #BoycottDolce, სადაც ჩინელები ბრენდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. გაბანამ და თანადამფუძნებელმა დომენიკო დოლჩემ ბოდიში მოიხადეს, თუმცა ამ ფაქტის გამო შანხაიში დაგეგმილი ჩვენება ჩაიშალა, რითაც მოდის სახლმა მილიონობით დოლარი იზარალა.



განხილვა