in

პოლიტიკური მარკეტინგის ანი-ბანი და განი-დონი!

სექსუალური პროდუქცია

“სიმართლეს ერთი უცნაური თვისება აქვს, ის გამუდმებით უნდა ამტკიცო” – პაატა ქურდაძე

მარკეტინგი ნებისმიერ ორგანიზაციას, კომპანიას და მათ შორის პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ, ამ სიმართლის დამტკიცებას კიდევ ერთხელ შევეცდები.

დღესდღეობით კერძო სექტორი მეტნაკლებად ხვდება მარკეტინგის როლს ორგანიზაცაში, დღეს მარკეტინგში ან პიარში მუშაობა “პრესტიჟულია”, მერე რა თუ ზოგს ეს ორივე ერთი და იგივე გონია, მერე რა თუ მხოლოდ “კრეატივს” და “კრეატივით” გადაჭრილ ყველა პრობლემას მარკეტინგს ვარქმევთ, მერე რა თუ მარკეტინგის “ჰედები” საერთოდ არ ითვალისწინებენ ფინანსურ ელემენტს, მერე რა თუ არც კვლევის მნიშვნელობაზე გაუგიათ არაფერი და ბაზარს “გუმანით” ცნობენ, ამ ყველაფერს ეშველაბა და ასეთი ადამიანის “არაპროფესიონალიზმი” ძირითადად კომპანიას დააზარალებს.

მარკეტინგი და მარკეტინგული “აზროვნება დღეს პოლიტიკოსებისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს,ამ სფეროში უ-მარკეტინგობა ისევ ქვეყანას აზარალებს და ენერგიაც “უაზროდ” იხარჯება, ეს პოსტი სწორედ პოლიტიკაში მარკეტინგის როლზე იქნება.

ნებისმიერი პოლიტიკოსი, მომხმარებლისათვის (ამომრჩეველისათვის) აღიქმება როგორც “პროდუქტი”, სწორედ ამ პროდუქტმა უნდა გაამართლოს ჩვენი მოლოდინები რისთვისაც იგი “შევიძინეთ”. სწორედ ამ  “პროდუქტმა” უნდა იცოდეს ჩვენი მოლოდინები.

რაღაცის კეთება ყოველთვის სწორი საქმის კეთებას არ ნიშნავს!

ყოველ ღამე თუ არა,  არჩევნების წინ მაინც უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს: “გვინდა პოლიტიკოსი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს “ბაზარზე” რა მდგომარეობაა? რომელმაც არ იცის ჩვენი პრობლემები, მოთხოვნები, მოლოდინები?

სანამ თქვენ ამ კითხვაზე პასუხს ეძებთ, ერთი საინტერესო ქეისი მინდა გაგიზიაროთ. თვით ბორის ელცინიც აღიარებდა ამერიკელ პიარ და მარკეტინგ გურუებს, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოიწვია ამერიკელი კონსულტანტები და დასვა ამოცანა: მე უნდა გავიმარჯვო საპრეზიდენტო არჩევნებში!

ამერიკელების ფოკუს ჯგუფებმა აჩვენა, რომ ელცინის იმიჯს “ენერგია” აკლდა, “ენერგიულ” ლიდერზე კი ახალგაზრდებში დიდი მოთხოვნა იყო, აქედან გამომდინარე მოხდა ის რაც მოხდა, ელცინი სცენაზე ავიდა 🙂 (მეთოდოლოგიურ პრობლემებზე და ელცინზე საუბარი აქ არ ღირს)

[pullquote] მე უნდა გავიმარჯვო საპრეზიდენტო არჩევნებში![/pullquote]

Boris Elcin dance

მარკეტინგში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია კარგად დაგეგმილი კვლევის კომპონენტი  ანუ ინფორმაციის “მოგროვების” პროცესი, ვინაიდან სწორედ “უხვ” და ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება მიიღო ეფექტური და წარმატებული გადაწყვეტილება.

ის, რომ ქართულ პარლამენტში დიდი დრო ეთმობა პრეზერვატივებსა და მათ შორის სხვაობის ძიებას, მინიმუმ უ-მარკეტინგობაზე და ბაზრის არცოდნაზე მიუთითებს. ზემოთ გამოთქმული ეჭვი განსაკუთრებით მაშინ დასტურდება, როდესაც კანონის ინიციატორს არგუმენტად საკუთარი გამოცდილება მოჰყავს. ქართველი ამომრჩევლისათვის პრეზერვატივი სად გაიყიდება და რომელი რა სიამოვნებას იწვევს ნაკლებად მნიშვნელოვანია. საქართველოში ეს საკითხი მწვავე პრობლება არასდროს ყოფილა, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტარი “პროდუქტი” არ ფლობს ინფორმაციას მის ამომრჩეველზე “მომხმარებელზე”, შედეგად კი კეთდება “რაღაც”, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დროის და ენერგიის უაზრო ფლანგვაა.

იმისათვის რომ მომხმარებელმა “განმეორებით” შეიძინოს პროდუქტი, აუცილებელია   “პროდუქტმა” პირველ ეტაპზე გაამართლოს  მომხმარებლის მოლოდინები, ამიტომ ნუ დახარჯავთ დიდ ენერგიას “რაღაცის” კეთებაში, აკეთეთ სწორი და საქმე, ამისთვის რეკომენდირებულია ბაზრის, ბაზარზე არსებული პრობლემების და მოთხოვნების ცოდნა. ეს ინფორმაცია კი მოსახლეობასთან შეხვედრით ან თუნდაც კვლევითი კომპანიის დაქირავებითაა შესაძლებელი.

take courage

გამოუშვით კრეატივი !

სექსუალური რეკლამა

Elit Electronics-ის “სექსუალური” რეკლამა