29
Sep
2013

Marketing Kingdom 2013, საქართველოს შემდეგ, ისრაელსა და უზბეკეთში ჩატარდება

29 Sep 2013

Marketing Kingdom Georgia  2 დასრულდა. მომდევნო ღონისძიებები ისრაელსა და უზბეკეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ Marketing Kingdom   სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტები მონაწილეებისათვის მნიშვნელოვან პროფესიულ საკითხებს განიხილავენ. პრეზენტაციების გარდა, ეწყობა დისკუსიები და ვორკშოპები. საქართველოში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია Marketer.ge

kingdom2

Marketing Kingdom Georgia 2 ორი დღის მანძილზე ევროვიზიის ღონისძიებების ხელმძღვანელს, ”Yahoo”-ს ყოფილ კომერციულ დირექტორს, ”Microsoft”- ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორს, პრინცესა დიანას პირად თანაშემწეს, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის კომუნიკაციის და მარკეტინგის დირექტორს და ა.შ.  მასპინძლობდა.

პირველისაგან განსხვავებით, ამჯერად თბილისში მარკეტინგის გარდა, ყურადღება პიარის ელემენტებზეც გაამახვილეს. ორგანიზატორი კომპანიის   P World  – აღმასრულებელი დირექტორი კოსტა პეტროვი ამბობს, შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს განიხილეს კომუნიკაციის საკითხებიც და სპეციალისტებს ახალი თემები და დისკუსიები შესთავაზეს.

kosta petrov” საქართველოში, მარკეტინგის კუთხით დიდი ბაზარი არ არის და არც ისე ბევრი სპეციალისტია, თუმცა, თუ ვინმე ნამდვილად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ამ ღონისძიებას ესწრებოდა. ჩვენ ისეთი ხალხი ჩამოგვყავს, რომელსაც ყოველ დღე , ქუჩაში ვერ შევხვდებით. მაგალითად, ადამიანი, რომელმაც პრინცესა დიანას ”ბრენდი” შექმნა. მათ საქმეს ვხედავთ, მაგრამ არ ჩანს სინამდვილეში რა ხდება. სწორედ   Marketing Kingdom  -ზე, ადგილობრივმა სპეციალისტებმა კარგად დაინახეს, რა პროცესებია დიდი ბრენდების უკან”. მარკეტერები და პიარის სპეციალისტები თვლიან, ორი დღის მანძილზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

”ბილაინის” პიარ მენეჯერი თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ გლობალური ”ტრენდებიდან” გამომდინარე, პიარისა და მარკეტინგის საზღვრები უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ამიტომ, ამ სფეროების სპეციალისტები უფრო მეტად კონსოლიდირებულად უნდა მუშაობდნენ კომპანიის იმიჯისა და ბრენდის მართვისას.

”ზოგადად, ძალიან საინტერესოა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შესახებ ასეთი პროფესიონალების იდეების მოსმენა და გაზიარება. იმ გამოცდილების,  რომელსაც ინტერნეტ რესურსითა და წიგნებით ვერ მოვიძიებთ, იმიტომ, რომ აქ პერსონალურ გამოცდილებაზეა საუბარი . ეს ადამიანმა უნდა მოყვეს და გაგიზიაროს. ჩემთვის, როგორც პიარ სპეციალისტისთვის, საინტერესო იყო რამდენიმე თეზისი, განსაკუთრებით რეპუტაციის მართვის კუთხით, რაზეც პირადად ჩემთვის აგებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველაზე დიდი წახნაგი. ის ტექნიკური იარაღები კი , რომელიც აქ იყო წარმოდგენილი უფრო მეტად გამოადგებათ მარკეტერებს. თუმცა, ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს, ერთი სფეროთი არ შემოიფარგლოს, წარმოდგენა ჰქონდეს რა სიახლეებია ამ სფეროში, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მედია და მათ შორის სოციალური მედია პიარში, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიება”.

პიარ სპეციალისტები ამბობენ, რომ მათთვის, კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა თემების დეტალური განხილვა. თეონა ბაღდავაძე ასეთად კრიზისული კომუნიკაციისა და რეპუტაციის მართვის საკითხებს მიიჩნევს. ”თეგეტა მოტორსის პიარ მენეჯერი დიანა ველენგურსკაია კი – იმის უფრო მეტი კონკრეტული ქეისებით წარმოჩენას, როგორ გაჩნდა კრიზისი მათი საქმიანობის პროცესში და როგორ გაუმკლავდნენ მას.

”რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარკეტინგის კუთხით. თითოეული გამომსვლელის მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმო ციფრულ მედიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. საინტერესო იყო ამ ადამიანებთან საუბარი, ქართული რეალობის მოყოლა და გამოცდილების გაზაირება და ა. შ.

Yahoo”-ს ყოფილი კომერციული დირექტორი მარვინ ლიაო თვლის, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი სპეციალისტებისთვის, ასევე სპიკერებისთვისაც და ეს მუდმივი ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების პროცესია.

” აქ ბევრ რამეს სწავლობენ, ბოლოს და ბოლოს ისეთი სპიკერები არიან, რომლებიც დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებენ. აქვე ჩნდება ახალი იდეებიც. ჩვენც ასეთ დროს ერთმანეთისგან და დისკუსიაში ჩართული ადგილობრივი სპეციალისტებისგან, ბევრ რამეს ვსწავლობთ. ძალიან მომწონს ისიც, რომ აუდიტორია ძალიან ჩართულია მთელს ამ პროცესში და სწორედ ეს ინტერაქტიულობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის პროცესს”.

კოსტა პეტროვი ამბობს , რომ მსგავსი ღონისძიებები ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩამოსული პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. მისი თქმით, შარშანდელისაგან განსხვავებით, როცა თბილისში Marketing Kingdom პირველად გაიმართა, არც კი ტარდებოდა ასეთი მასშტაბური ღონისძიებები, წელს უკვე ასე აღარ არის.

განხილვა