18
Dec
2019

ფილმებში ნაპოვნი მარკეტინგული გაკვეთილები

18 Dec 2019

რა ჯობია იმ მომენტს, როცა ფილმში იკარგები?! არ აქვს მნიშვნელობა, სახლში ხდება ეს თუ კინოში, “კინოფილმური” თავგადასვლები და გამოცდილებები საერთოდ არაფერს შეედრება. და იცოდით, რომ მაგიისა და საოცრებათა სამყაროს გარდა, თურმე, ფილმი შეიძლება, სასარგებლო მარკეტინგულ გაკვეთილებსა და გადაწყვეტილებებსაც გვთავაზობდეს?

ეს მარკეტინგული გაკვეთილები კი თქვენი ბრენდის მესიჯის გაუმჯობესების უამრავ სტრატეგიას მოიცავს. მომსახურების გაუმჯობესებიდან დაწყებული, ბრენდის პოზიციონირებით და ინფლუენსერებთან მუშაობის გამოცდილებით დამთავრებული, ფილმებში ბევრ მარკეტინგულ მაგალითს წააწყდებით. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, 4 ყველაზე საინტერესო მათგანი შემოგთავაზოთ..

[აქვე: მასალა სპოილერებსაც მოიცავს და დიდი იმედი გვაქვს, აღნიშნული ფილმები ნანახი გაქვთ.]

Boyhood 

რიჩარდ ლინქლეითერის ფილმი Boyhood ბიჭის ტრანსფორმირებას აღწერს 6-დან 18 წლამდე. 7 წლისას მას ბავშვური ინტერესები აქვს, 12 წლის გმირი ვიდეო თამაშებითაა დაინტერესებული, 17 წლისა კი მდედრობითი სქესით ინტერესდება. სხვადასხვა ასაკში მას სხვადასხვანაირი ინტერესი უვითარდება და მამაც ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად ექცევა. ერთგვარად ეს ადამიანის “თაიმლეპსია”.

ისევე, როგორც მეისონი მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება, თქვენი მომხმარებლებიც შეძენის პროცესში სულ სხვადასხვაგვარ ეტაპზე არიან. ზოგიერთი მათგანი მზადაა, შეიძინოს თქვენი პროდუქტი ახლავე, ზოგი – ყოყმანობს, ზოგიც უბრალოდ ათვალიერებს. მომხმარებლებს ერთიანი წესებით არ უნდა “ეთამაშოთ”, მათთან ინდივიდუალური მიდგომები უნდა გქონდეთ. დაუთმეთ დრო მათ შესწავლას და მიხვდებით, როგორ უნდა გქონდეთ მომხმარებელთან კარგი ურთიერთობა.

 

Coco

მიგელი მუსიკითაა გატაცებული – თუმცა, მის ოჯახს მუსიკა ეზიზღება. ამიტომაც, მას თავისი ოცნების განხორციელებაში ხელი ეშლება. ოჯახს ფეხსაცმლის კერვისა და შეკეთების ბიზნესი აქვს, თუმცა, ეს ისაა, რაც მიგელს სრულიად არ აინტერესებს და იმ საქმეს აკეთებს, რომელიც არ უყვარს. საბოლოო ჯამში კი ის თავისი ოცნების განსახორციელებლად მაინც გაიქცევა და ერთ-ერთ კონკურსში იმარჯვებს. რეალურად ისე ხდება, რომ ოჯახის აკრძალვებით ინსპირირებული მიგელი ოცნებას მაინც იხდენს.

კოკო შეგვახსენებს, რომ ბრენდები არ უნდა შეეცადონ, აიძულონ თავიანთი თავები, იდგნენ იქ, სადაც არ შეუძლიათ/არ უნდათ დგომა. ბრენდებმა უნდა აკეთონ ის, რაც ძალიან კარგად გამოსდით და უბრალოდ არ დააძალონ თავებს, აკეთონ ის, რაც მათი საქმე არ არის. 

 

A Christmas Story

გარდა იმისა, რომ A Christmas Story კარგი და საინტერესო ფილმია, იგი ასევე გვაძლევს მარკეტინგულ მაგალითსაც – ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ობოლი ენი, რომელსაც საკუთარი რადიოგადაცემა აქვს და რომლის სპონსორიც ბრენდი Ovaltine-ა. რეალურად, ეს ბრენდი იმ ინტენსივობით ჩნდება ფილმში, რომ ფილმის მთავარ გმირს, რალფის აღიზიანებს ის.

ამ ამბიდან კი ერთი მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეიძლება – რომ ბრენდება ყველგან და ყოველთვის არ უნდა “იყვირონ” თავიანთი სახელები და მომხმარებლებისთვის გამაღიზიანებლები არ უნდა გახდნენ. 

 

Pleasantville

Pleasantville ქალაქია – ქალაქი, სადაც ყველაფერი ძალიან კარგადაა, თუმცა – შავ-თეთრია. აქ არ წვიმს, სულ კარგი ამინდია, არ არსებობს ცეცხლი და საკალათბურთო ფარს ბურთს ვერასდროს ააცდენ. სწორედ ამ ქალაქში მოხვდებიან და-ძმა ჯენიფერი და დევიდი, რომლებსაც ქალაქში სხვადასხვანაირი ემოციები შეაქვთ. ჯენიფერი ამ ქალაქში რჩება, დევიდი კი – ნამდვილ ცხოვრებაში ბრუნდება, იმიტომ, რომ მისთვის ეს მოსაწყენია.

სწორედ ეს უნდა გაითვალისწინონ ბრენდებმა, როცა ინფლუენსერებთან თანამშრომლობენ – უნდა მისცენ მათ, იყვნენ ისინი, ვინც რეალურად არიან. მომხმარებლები ინფლუენსერებისგან სწორედ ამას მოითხოვენ..

განხილვა