in

მარკეტინგის „გაკვეთილები” ნაკლებად ცნობილი, მდიდარი კომპანიებისგან

მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, Apple-ის, Facebook-ის, Microsoft-ის, Google-ის და თუნდაც Amazon-ის შესახებ აუცილებლად გექნებათ გაგონილი, მაგრამ რას იტყოდით Danaher, Fortive, AmerisourceBergen, Centene ან Archer Daniels Midland-ის შესახებ? შეიძლება დავნაძლევდეთ კიდეც, რომ უმეტესობას ეს სახელები არც გაუგია. არადა, ეს კომპანიები არც თუ ისე მცირენი არიან. აი, რამდენ შემოსავალს გამოიმუშავებს თითოეული მათგანი წელიწადში:

Danaher – $29,45 მილიარდი

Fortive – $5,25 მილიარდი

AmerisourceBergen – $213 მილიარდი

Centene– $118 მილიარდი

Archer Daniels Midland – $85,25 მილიარდი.

ახლა ეს შემოსავალი საკმაოდ მაღალია და ეს კომპანიებიც შემთხვევით არ მოხვდნენ იქ, სადაც არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ ისეთი პოპულარულები,  როგორც Nike ან Apple, ისინი მაინც გამოიმუშავებენ უამრავ ფულს. 

აქედან გამომდინარე, არსებობს მარკეტინგული შეხედულებები, რომლებსაც ასეთი დიდი კომპანიები იყენებენ ხოლმე.

  • სიმდიდრე არ არის ნიშებში

მარკეტერები ყოველთვის საუბრობენ ნიშის პოვნაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას მარკეტინგში, თუმცა ეს არასწორია. ნიშის ქონა არ განსაზღვრავს ბაზარს. რეიტინგი ბევრს არ ნიშნავს. ერთადერთი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის თქვენი მარკეტინგული მცდელობების შედეგი და პასუხი კითხვაზე – მოაქვს კი თქვენს მარკეტინგულ ძალისხმევებს შემოსავალი? 

მიუხედავად იმისა, რომ ნიშური ინდუსტრიები არც თუ ისე კონკურენტუნარიანია, გაყიდვების ან თუნდაც ტრაფიკის გამომუშავება უფრო რთულია. თუ თქვენ ისეთ ინდუსტრიაში ხართ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა, ბევრად უფრო ადვილია ტრაფიკის მიღება. 

რაც უფრო დიდია ბაზარი, მით მეტი მომხმარებელია და მით უფრო ადვილია ფულის გამომუშავება, თუმცა რთულია, იყო საუკეთესო ინდუსტრიაში, თუმცა მაინც შეიძლება გქონდეთ მაღალი შემოსავალი. 

  • მრავალფეროვანი პროდუქცია

მსხვილ ბრენდებს, რომლებსაც იცნობთ, ბევრი პროდუქტი აქვთ. ამაზონს აქვს ელექტრონული კომერცია, სტრიმინგი, ღრუბლოვანი გამოთვლა, სასურსათო მაღაზიები და ა.შ. 

Google-ს აქვს ძებნა, android, თვითმართვადი მანქანები, Nest და ა.შ

Apple-ს აქვს ტელეფონები, ლეპტოპები, iPads, კომპიუტერები, ყურსასმენები და ა.შ.

თუმცა ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებსაც ბევრი პროდუქტი აქვთ. მაგალითად, Danaher ტონა ერთეულით არის წარმოდგენილი.

რამდენიც არ უნდა იფიქროთ, ვერ დაასახელებთ დიდ კომპანიას, რომელსაც მრავალი მომსახურება და პროდუქტი არ აქვს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან თუ გინდა, იყო წარმატებული კომპანია, გაფართოების გარდა სხვა გზა არ გაქვს.

  • საუკეთესო მარკეტინგი – სიტყვიერი მარკეტინგი

როდესაც მარკეტინგზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად ახსენებენ: სოციალურ მედიას, SEO ოპტიმიზაციას, E-mail მარკეტინგს, ფასიან რეკლამებს და სხვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა ბიზნესი გაქვთ, მაგრამ თუ დიდი კომპანიების CMO-ებს დაეკითხებით, ისინი ხშირად გიპასუხებენ, რომ უპირატესობას სიტყვიერ მარკეტინგსა და მის ვარიაციებს ანიჭებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათი აზრით არის, რომ ადამიანებმა უთხრან სხვებს თქვენი ბიზნესის შესახებ. 

თუმცა ამისთვის დროა საჭირო. თუ გსურთ, რომ თქვენს ბიზნესზე ილაპარაკონ, დიდი ხანი უნდა იყოთ ამ სფეროში. დროის გარდა მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტი. რა თქმა უნდა, ამის გარეშე არაფერი იქნება. ხალხმა შეიძლება ილაპარაკოს თქვენზე, ოღონდ ნეგატიურ კონტექსტში, თუკი თქვენ არ აწარმოებთ ხარისხიან პროდუქტს. სიტყვიერი მარკეტინგის კიდევ ერთი გზაა კარგი გუნდი. თქვენზე მომუშავე დიდი მუშახელი შესანიშნავი გზაა თქვენი ბრენდის მასებში გასავრცელებლად.

  • საერთაშორისო ბაზრები

გლობალურ დონეზე გადასვლა გაგიადვილებთ მეტი ტრაფიკის მიღებას, რადგან თქვენ მოიცავთ უფრო დიდ ადამიანთა ჯგუფს, რომლითაც შეგიძლიათ იყოთ მიზანმიმართული. შეიძლება კომპანიაში გყავდეთ თანამშრომლები, რომლებიც სულ არ ცხოვრობენ თქვენს ქვეყანაში, მაგრამ იგივენაირად პროდუქტიულნი იყვნენ.

ეს არა მხოლოდ მოქნილობას ზრდის, არამედ კარგია სიტყვიერი მარკეტინგისთვისაც, რადგან ამით შანსი იზრდება, რომ სხვა ქვეყანაშიც იყოს თქვენი სერვისები ცნობადი და მოთხოვნადიც კი.

  • კარგ მარკეტინგს სწორი გუნდი ქმნის

ცნობილი სარეკლამო სააგენტოები გვირჩევენ, რომ თუ, მაგალითად, თქვენც სარეკლამო სააგენტო ხართ და გაყიდვების კუთხით უკეთესად გინდათ, იმოქმედოთ, დაიქირავეთ გაყიდვების ხელმძღვანელი თქვენი ერთ-ერთი კონკურენტისგან, რომელიც იცით, რომ კარგად მუშაობს. შეიძლება ბევრი ფული დაგიჯდეთ, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რა უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად.

მეორე, რასაც ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება და არ დაზოგოთ რესურსები, ესაა გამოცდილი კადრების აყვანა. ახალ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს ინდუსტრიული ცოდნა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – წინა სამსახურები. მიაქციეთ ყურადღება, რა ისტორია აქვთ თანამშრომლებს წინა სამსახურებიდან. აწინაურებდნენ თუ არა მათ ძველი უფროსები, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კარგად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

  • შექმენით ბრენდი

გამოიცანით, რომელია ყველაზე ხშირად ძიებადი ტერმინები Google-ში? facebook, youtube, amazon…სამივე მათგანი ბრენდია. ავიღოთ Nike-ის მაგალითიც. შეერთებულ შტატებში მას თვეში 6 მილიონჯერ ეძებენ. დიდი ბიზნესის ასაშენებლად საჭიროა ბრენდის შექმნა.

SEO და ფასიანი რეკლამები აქამდე მისვლის გზებია, თუმცა იმისთვის, რომ იქცეთ ნამდვილ ბრენდად, ხალხს უნდა უყვარდეს თქვენი პროდუქტი.

„ლაზიერი“ – ადგილი, სადაც სასურველი დიზაინის ავეჯს დაგიმზადებენ

როგორ მივიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს გუნდამდე?