წარმატებული მარკეტინგული სააგენტოს მართვა ადვილი საქმე არ არის. ის მოითხოვს რესურსების ფრთხილად მართვას, სტრატეგიულ დაგეგმვას და უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. იმისათვის, რომ გამოირჩეოდეთ კონკურენტებისგან და დატოვოთ თქვენი ხელწერა, უნდა გქონდეთ ეფექტური მარკეტინგული სისტემა.
მაინც, რა არის მარკეტინგული სისტემა?
მარკეტინგული სისტემა არის ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება თქვენი მარკეტინგული აქტივობების შექმნისთვის, მიწოდებისთვის და შედეგების შესაფასებლად. ის შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, მთავარი გზავნილის იდენტიფიცირებიდან და ეფექტური კამპანიების შემუშავებით დამთავრებული. კარგად განსაზღვრული სისტემის არსებობით, შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი მარკეტინგული პროცესის ყველა ასპექტის სინქრონული მუშაობა.
მარკეტინგის სწრაფ სამყაროში ადვილია ჩაეჭიდო უახლეს ტენდენციებსა თუ ტაქტიკას. მაგრამ, ამან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი ტაქტიკის მიყოლა და გრძელვადიანი სტრატეგიის ნაკლებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ციკლური სისტემის არსებობა, რომელიც არ არის აგებული ზრდის უახლესი ტენდენციის ან ტაქტიკის შესაბამისად, არამედ შექმნილია გრძელვადიანი, საიმედო, სწავლებადი და ადვილად გამეორებადი პრინციპით.
გახსოვთ, რატომ დაიწყეთ ბიზნესი?
სავარაუდოდ, ეს ამ სამიდან რომელიმე იყო მიზეზი: შემოსავალი, დამოუკიდებლობა და გავლენა. როდესაც დააფუძნეთ თქვენი მარკეტინგული სააგენტო, ალბათ გქონდათ კიდეც ხედვა იმის შესახებ, თუ რა წარმატებას მიაღწევდა. გინდოდათ მიიღოთ შემოსავალი, გქონოდათ თავისუფლება, ყოფილიყავით დამოუკიდებლები გადაწყვეტილებებში და გქონოდათ გავლენა თქვენს დამკვეთებსა და მთლიანად ინდუსტრიაზე. ეფექტური მარკეტინგული სისტემა ამ და სხვა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მაინც, როგორ ავაგოთ ეფექტური მარკეტინგული სისტემა?
პრობლემის მოგვარების დაპირება
წარმატებული მარკეტინგული სისტემის შექმნის პირველი ნაბიჯი არის იმ პრობლემის იდენტიფიცირება, რომელსაც თქვენ გადაჭრით თქვენი დამკვეთისთვის. მნიშვნელოვანია იპოვოთ პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს სამიზნე ბაზარს ეხება, არამედ რომლის გადაჭრასაც ეფექტური გზით შეძლებთ . პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, შეგიძლიათ შეიმუშაოთ მისი გადაჭრის სტრატეგია. ან კიდევ უკეთესი, თუ იცით, რა პრობლემაა გადასაჭრელი, უნდა ფოკუსირდეთ მასზე საუბარზე. ნუ წამოწევთ წინა პლანზე საკუთარ ბრენდს ან სტრატეგიას. სჯობს, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ გადაჭრით თქვენი მომხმარებლების პრობლემებს უნიკალური გზით.
შეიმუშავეთ განმეორებადი პროცესი
პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი გადასაჭრელი სტრატეგიის შემუშავების შემდეგი ნაბიჯი არის განმეორებადი პროცესის შექმნა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სტრატეგიის განსახორციელებლად და გასაზომად. ეს პროცესი უნდა იყოს მორგებული თქვენს კონკრეტულ სამიზნე ბაზარზე, იყოს ადვილად გასაგები და შესრულებადი.
შეაფასე შრომა სამართლიანად
მარკეტინგის ინდუსტრია ძალიან კონკურენტულია, თუმცა წარმატების მისაღწევად, უნდა დარწმუნდეთ, რომ იხდით იმას, რაც ღირს. ეს ნიშნავს თქვენი სერვისების ფასებს საბაზრო განაკვეთების მიხედვით და იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენ ქმნით ღირებულებას მომხმარებლისთვის.
წარმოიდგინეთ, რას მოუტანდა თქვენს ბიზნესს, თუკი გადაწყვეტთ გააორმაგოთ თქვენი სერვისის ღირებულება? რეალურად, უფრო მეტს გამოიმუშავებთ, უფრო მარტივი დამკვეთები გეყოლებათ და უფრო მეტ დროს უფრო ნაკლებ დამკვეთს დაუთმობთ. დიახ, ფასების გავლენით, შესაძლოა, დაკარგოთ სხვა მომხმარებლები, მაგრამ მაინც დადებითად აისახება ეს თქვენს ბიზნესზე.
უმეტეს შემთხვევაში, მარკეტინგული სააგენტოები ნაკლებ ფასს ადებენ თავიანთ სერვისებს, რადგან ეშინიათ, არ დაკარგონ დამკვეთი. თუკი თქვენი მიდგომა პრობლემის გადაჭრაზეა მომართული, ეს შესაძლებლობას მოგცემთ გააძვიროთ სერვისი.
შექმენით პარტნიორების საიმედო და პროფესიონალური კომუნა
არცერთი მარკეტინგული სისტემა არ არის სრულყოფილი, პარტნიორებისა და პროფესიონალების ჩართულობის გარეშე. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის პარტნიორს, როგორიცაა ვენდორები, ფრილანსერები და სხვა სააგენტოები.
შესანიშნავი გუნდის ყოლა, რომლის ხარისხიანი მუშაობის იმედიც აძლიერებს აზრს, თუ რატომ აფასებთ თქვენს სერვისს უფრო ძვირს. თუ შეძლებთ დავალებების დელეგირებას პროფესიონალებზე, რომლებსაც ენდობით, არა მხოლოდ მეტ ფულს გამოიმუშავებთ, არამედ უფრო მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებთ.
წყარო: ducttapemarketing