in

როგორ აქცია მარკეტინგის გუნდმა AI თავისი ყოველდღიური მუშაობის ნაწილად

მარკეტერის საქმე არასოდეს სრულდება. მარკეტინგის პროფესიონალები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მათ გუნდებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რათა დაადგინონ მომხმარებელთა მოლოდინები. Forrester-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ათიდან ცხრა მარკეტერს სჯერა, რომ მათმა ორგანიზაციამ უნდა გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რესურსები მცირდება. თუმცა, მარკეტერების მხოლოდ ნახევარი ფიქრობს, რომ მათ ადეკვატურად დანერგეს AI. ხშირად უხერხულად მიიჩნევა AI-ის გამოყენება იმ საქმისთვის, რის გაკეთებაც თავად შეგიძლიათ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი თუ მიზნის მიღწევაა? მარკეტერებისთვის AI-ის გამოყენება ისეთივე ბუნებრივი ჩვევა უნდა იყოს, როგორც დაგუგლვა. ყველა დონის მარკეტერს უნდა ჰკითხონ, შეუძლია თუ არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რაიმეს უფრო სწრაფად, მარტივად ან უკეთესად შექმნა.

აჩვენეთ, თქმის ნაცვლად

მოწინავე მარკეტერებსაც კი უჭირთ მომხმარებლებისთვის შეტყობინებების პერსონალიზება, მაშინაც კი, როდესაც მათ აქვთ შესაბამისი მონაცემები. მარკეტერთა ამოცანა იყო, რომ მომხმარებელთა პრობლემის კომუნიკაცია 30 წამში ან ნაკლებ დროში შეძლებოდათ. მარკეტინგის გუნდის ერთი იდეა სწრაფად გაჩნდა, ეს იყო საუკეთესო გზა აუდიტორიის მთავარი გამოწვევის გადმოსაცემად – მომხმარებელთა ეს აურზაური წარმოადგენდა პრობლემას, რომელსაც უწოდეს „კლასტომერები“, ანუ არადიფერენცირებული კლიენტების ჯგუფები, რომელთაგანაც ყველა ერთსა და იმავე მარკეტინგულ შეტყობინებას იღებს. „კლასტომერები“ არის ის, რასაც მარკეტერები მიმართავენ მაშინ, როდესაც ვერ ახერხებენ მიზნების სეგმენტირებას და შეტყობინებების სათანადო პერსონალიზაციას.

AI-მ გუნდს საშუალება მისცა, სწრაფად გადასულიყვნენ იდეების მომდევნო ფაზაში. იდეების გამოხატვისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არა მხოლოდ თქვენი გუნდის სისწრაფე, არამედ მისი საერთო აღქმა. როდესაც შეგვიძლია სწრაფად გადავიტანოთ იდეები ფანტაზიიდან საერთო სიბრტყეში, ჩვენ ვაძლევთ უფლებას ყველა ზომის ჯგუფს ითანამშრომლოს იმავე ხედვის გარშემო. ამის ყოველდღიურად კეთებამ, დიდ თუ პატარა პროექტებზე, შეიძლება გააძლიეროს იმპულსი და თავდაჯერებულობა და გაათავისუფლოს რესურსები უფრო მოწინავე სტრატეგიული კორექტირებისთვის.

ოპტიმიზაცია სიჩქარით და სიზუსტით

კვლევისა და ტესტირების დროს, გუნდმა განაგრძო AI-ით პროტოტიპირების გამოყენება. პირველ რიგში, გამოიყენეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, რათა შეექმნათ „კლასტომერის“ სკრიპტების ვარიაციები, ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა კონცეფციით – როგორიცაა მიტოვებული კალათები ან განსხვავებული ფასდაკლებები – რათა ენახათ, რომელი იყო საუკეთესო. შემდეგ, ფოკუს ჯგუფებთან საუბრისას, კიდევ უფრო დააზუსტეს ხედვა. შემდეგ, დააკომპლექტეს „კლასტომერები“ ქალებით, რომელთაგან ყველას ეცვა ლურჯი კაბა – ერთი შეხედვით ეს სპეციფიკური იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, გახლდათ მომხმარებლის პროფილის ვიზუალური წარმოდგენა, რომელსაც ბევრი ელექტრონული კომერციის მარკეტერი ეყრდნობა ხოლმე სეგმენტაციისას. სწრაფად აღმოაჩინეს, რომ სულაც არ სჭირდებოდათ ასეთი ნიშა, პერსონალიზაციისთვის.

პერსონალიზება

Mailchimp-ს კლიენტები 190-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. ბევრი მათგანი განიცდიდა „კლასტომერის“ პრობლემას. მათ სჭირდებოდათ გზავნილის ლოკალიზაცია, მაგრამ არ შეეძლოთ მხოლოდ „კლასტომერის“ გადმოთარგმნა.

ამ მიზნით, მიიწვიეს კრეატორები სამიზნე ბაზრებზე ქოფის კორექტირებისთვის, ესპანური ტექსტების შესამოწმებლად. ასევე მიმართეს ორენოვანი მარკეტინგის ექსპერტებს, როგორც შიგნით, ასევე ჩვენი ორგანიზაციის გარეთ, რათა დაედასტურებინათ, რომ იყო უწყვეტობა თავდაპირველ კონცეფციასა და ლოკალიზებულ პროდუქტს შორის.

იყავით ცნობისმოყვარეები

შეგიძლიათ ჩართოთ ხელოვნური ინტელექტი თქვენს რუტინაში. გამოიყენეთ გამოსახულების გენერატორი, რათა ვიზუალურად გააცოცხლოთ იდეები. ცადეთ პროგნოზირებადი ანალიტიკის ალგორითმი, რათა განჭვრიტოთ თქვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო კითხვები და შექმნათ შესაბამისი კონტენტი თქვენს ყოველდღიურ კითხვებზე დაყრდნობით. სთხოვეთ ჩატბოტს, შეაჯამოს თქვენ მიერ შედგენილი პოსტი, რათა ნახოთ, არის თუ არა თქვენი ძირითადი მესიჯი ისეთივე ნათელი, როგორც თქვენ ფიქრობთ.

წყარო: HBR



ბრენდინგში ჩამალული ღიმილი — Biscoff

თბილისში ნორვეგიული საღებავების პრემიუმბრენდის, Jotun-ის მაღაზია გაიხსნა