in

მარკეტინგის ტრენდები 2013 წელს

Must see

მართალია, 2013 წელი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ , მსოფლიოში,  მარკეტინგის მიმართულებით , გარკვეული ტენდენციები უკვე არსებობს. ამერიკული ბიზნეს გამოცემა “Forbes”  წერს, რომ ეს კომპონენტები შექმნიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და გამოწვევებს მომდევნო თერთმეტი თვის მანძილზე.

1. ბრენდის პასუხისმგებლობა.

ბრენდის გამჭვირვალობა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, ამასთან, არასოდეს ყოფილა სოციალური მედიით რეპუტაციის მენეჯმენტი ასეთი მნიშვნელოვანი. 2013 წელს პატარა შეცდომაც კი შესაძლოა საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდ პრობლემად იქცეს. ბრენდის რეპუტაციის დასაცავად საჭიროა გქონდეთ საპასუხო გეგმა.

 2. ნდობა ბრენდის მიმართ.

სოციალურ მედიას მარტივად შეუძლია დაარწმუნოს მომხმარებელი ბრენდის სანდოობაში, ან პირიქთ. ამიტომ,  რთულია ამ ნდობის მოპოვება და კიდევ ურფო რთული იქნება 2013 წელს.

3. ბრენდის მოქნილობა.

მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, ასეა სოციალური სივრცეც. 2013 წელს რეკორდულ დონეს მიაღწევს  მობილური მოწყობილობების გამოყენება.  ბრენდს სჭირდება ცვლილება და არა მხოლოდ ფასების შენარჩუნება. თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ადაფტაციას, ამას სხვა კომპანია გააკეთებს.

4. ბრენდის გამოცდილება.

 2012 წელს ვიხილეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები ბრენდის შესახებ ამბის თხრობაში. თუ ეს შეძლეს ისეთმა კომპანიებმა როგორიცაა “Apple”, რატომ ვერ მოახერხებს ამას სხვა? ყველა კომპანიას  უნდა ჰქონდეს ბრენდის გამოცდილებისა და წარსულის შესახებ მოყოლის ტენდენცია და თუ ეს აქამდე არ დაუწყიათ, დაგვიანებულიცაა.

5. ბრენდის ვიზუალიზაცია .

2012 წელს მსოფლიო გახდა იმის მოწმე, რა სწრაფად განვითარდა ისეთი გვერდები, როგორიც “Pinterest”_ი ან “Instgram”-ი. ამან წარმოშვა ციფრული ტექნოლოგიების მიმართ დიდი მოთხოვნა.  ამიტომ , ბრენდმა საკუთარი ისტორიის მოსათხორბად ვიზუალური კონტენტი უნდა გამოიყენოს.

6. სამუშაო პროცესში მოხალისეების ჩართვა – ბრენდის “ქრაუდსორსინგი”.

2013 წელი  იქნება დრო, როცა  უნდა გაითვალისწინონ ბრენდის ყველა დამცველის საერთო აზრი და მათი წინადადებები მარკეტინგული შესაძლებლობებისკენ მიმართონ.

7. ბრენდი უნდა იყოს საზოგადოებრივი ზეგავლენის მქონე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მარკეტინგის  განყოფილების  აღმასრულებლებმა 2013 წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებში უნდა მოიაზრონ მათი ბრენდის საზოგადოებრივი ზეგავლენის  საკითხი.

8. ბრენდის მონაცემები.

ყველანაირი მონაცემები , იქნება ეს კვლევები, მონაცემები კონკურენტული გარემოს ან მომხმარებელთა შესახებ, ყველა სახის ასეთი ფაქტები მარკეტერების მთავარი მიზანი იქნება 2013 წელს.

9. ბრენდის ქცევა .

მთელი წლის განმავლობაში მოგროვებული მონაცემების გამოყენებით, მარკეტერებს  დასჭირდებათ ბერკეტები ქცევითი სამიზნე წერტილის განსაზღვრისთვის. მათ შორის, გაზარდონ ROI მობილური და ციფრული მარკეტინგის შედეგად.

10. ბრენდირებული კონტენტი.

2012 წელს ბრენდირებული კონტენტი გამოიყენებოდა თუმცა შეიმჩნეოდა, რომ მათ არ არსებობდა საერთო სტრატეგია . ბრენდ მარკეტერები, რომლებიც ფოკუსირებას ცხადი მიზნებით ახდენენ კონტენტ მარკეტინგის განვითარებაზე, 2013 წელს გაწეული შრომის ჯილდოს  მიიღებენ –  კონტენტ მარკეტინგით ისინი რამდენიმე წლით წინ  წაწევას  შეძლებენ. 

მარკეტერი კონიაკი

როგორ გამოიყურებოდა ქართული კონიაკი გასულ საუკუნეებში ?!

ტრუსიკში

გაი რიჩის “ფილმი”, საცვლების ამარა დარჩენილი დევიდ ბექემი და H&M :)