in

როგორ ურთიერთქმედებს მარკეტინგი, ბრენდინგი და სერვისის დიზაინი?

ჩვენს ინდუსტრიაში საკმაოდ ბევრს საუბრობენ მარკეტინგისა და ბრენდინგის გამორჩეულ ბუნებაზე და ასევე, მათ დინამიკური ურთიერთქმედებაზე. ზოგი ამბობს, რომ მარკეტინგი ბრენდინგია და პირიქით, სერვისის დიზაინერები კი მარკეტინგული ინდუსტრიის ხელახალ დიზაინს გვთავაზობენ. ამან კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, რის გამოც მთლიანი ბიზნეს სამყარო დარჩა სტერეოტიპების ჩრდილქვეშ…

სოციალური ფსიქოლოგია სტერეოტიპს აღქმის შეცდომად აღწერს, სადაც ფენომენები ზედაპირულად არის გააზრებული და ზოგადი აღქმების საფუძველზე ყალიბდება. როგორც ბრენდინგის პროფესიონალები, ვალდებული ვართ, ჩვენი აღქმები გამოვიწვიოთ და ჩვენს ინდუსტრიას სისტემების პერსპექტივიდან დავაკვირდეთ. ასე სრულად გავიგებთ მის როლს ბიზნესსა და საზოგადოებაში. ხოლო მარკეტინგის, ბრენდინგისა და სერვისის დიზაინის ურთიერთდამოკიდებულების სიღრმისეულად გააზრება გადამწყვეტია ჩვენი ინდუსტრიისა და ბრენდებისთვის.

მარკეტინგი

მარკეტინგი ყოველთვის იყო ღირებულების შექმნისა და ბიზნესის ზრდის მამოძრავებელი ძალა, რამაც ინდუსტრიული, ტექნოლოგიური თუ სოციალური განვითარების შანსიც მოგვცა… ორგანიზაციის ფინანსურ საკითხებზე მზრუნველმა მარკეტინგმა პრაგმატულად აითვისა ციფრული სივრცე, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი, რათა არსებულ სირთულეებსა და ტემპს გამკლავებოდნენ. 

მონაცემების მოძიება, პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნა, მომხმარებლების შენარჩუნება, ყველაფერზე თვალყურის დევნება დაწყებული მიწოდების ჯაჭვიდან, წარმოებამდე, კვლევამდე და განვითარებამდე, KPI-მდე, 5-ვარსკვლავიან შეფასებებამდე… ასე მარკეტინგი სრულად აიგნორებს თავის პერსონალურ ზრდას. დღეს კი ის მივიღეთ შედეგად, რომ მას სისტემური ცნობადობა აკლია და, როგორც ამბობენ, მოძველებული ღირებულებებითაც არის ხოლმე განპირობებული…

ბრენდინგი

მარკეტინგის შვილად წოდებული ბრენდინგი დედის დაცვის ქვეშ გაიზარდაო, ასე ამბობენ ხოლმე ექსპერტები. ახალგაზრდამ, თავისუფლების მოყვარულმა, ფავორიტმა და განებივრებულმა ბრენდინგმა სრულიად ბუნდოვანი გახადა ბიზნესის საზღვრები და მისი გავლენა მთლიან გლობალურ ეკოსისტემაში გაავრცელა. საიდუმლოებებით მოცული და მხიარული ბრენდინგი ადამიანის ფსიქიკის შესწავლასა და შთაგონებაზეა ფოკუსირებული. ყველაფერს კი ბრენდისთვის სასურველი რეალობის შექმნის გზით აკეთებს. შედეგად, დღეს გვაქვს ბრენდინგი, რომელიც ადამიანების ცნობიერებაზე ბაზარზე ორიენტირებული გზით ზემოქმედებს…

მარკეტინგისა და ბრენდინგის დინამიკური ურთიერთქმედება

  • მარკეტინგი უფრო დიდი ხნისაა და ურჩევნია ტრადიციები, ბრენდინგი კი მეტად ახალგაზრდა და თავისუფლების მოყვარულია.
  • მარკეტინგი მცველია და ურჩევნია, აკონტროლოს, როცა ბრენდინგი თანამშრომლობას ამჯობინებს და არც იცის საზღვრების შესახებ.
  • მარკეტინგი რაციონალურია, ბრენდინგი — ემოციური.
  • მარკეტინგი ეკონომიკაზე ფოკუსირდება, ბრენდინგი კი — ფსიქოლოგიაზე.
  • მარკეტინგი მონაცემებით არის განპირობებული, ხოლო ბრენდინგი ინსაითებს ეყრდნობა.
  • მარკეტინგი შედეგად გვაძლევს ზრდას, ბრენდინგი კი შესაძლებელს ხდის მას.
  • მარკეტინგი მეცნიერებას ეყრდნობა, ბრენდინგი ხელოვნებას ანიჭებს უპირატესობას.
  • მარკეტინგი პრაგმატულია, ბრენდინგი იდეალისტური.
  • მარკეტინგში მომხმარებელია მეფე, ბრენდინგში კი გონების სამეფო მეტად საინტერესოა.
  • მარკეტინგს ურჩევნია ხელშესახები ასპექტები, ბრენდინგს კი პირიქით.
  • მარკეტინგი აგროვებს, ბრენდინგი აზიარებს.
  • მარკეტინგი დიფერენციაციაზე ფოკუსირდება, ბრენდინგი ინტეგრაციაზე.
  • მარკეტინგი განცალკევდება, ბრენდინგი ერთიანდება.
  • მარკეტინგი ამპარტავანია, როცა ბრენდინგი ექსტრავაგანტულობას გვთავაზობს.

სერვისის დიზაინი

კომპლექსურობისა და არამდგრადობის დროს დაბადებული სერვისისა თუ მომსახურების დიზაინი ძალიან ემპათიურ, მხიარულ და ინტუიციურ პროფესიად ჩამოყალიბდა. მისმა უბრალო და გამჭვირვალე ბუნებამ ბევრი ხელმძღვანელის გული მოიგო, რომლებიც ნამდვილად იღებენ სიამოვნებას მისი ინკლუზიური და თანამშრომლობითი კულტურით. 

მართალია, ამასაც მარკეტინგის შვილად მოიაზრებენ, მაგრამ ბევრად განსხვავებული ბუნება აქვს. ძალიან პრაგმატულია და აქტიური, ექსპერიმენტები და ინოვაციები უყვარს. მარკეტინგის სტიგმისგან აღწევს თავს და ბიზნეს თუ ინსტიტუციურ გარემოში გართობა შეაქვს. დიზაინსა და რედიზაინშია დახელოვნებული და აქვს პოტენციალი, ჩვენი ინდუსტრიისთვის საჭირო გამოღვიძება თუ ტრანსფორმაცია შემოგვთავაზოს.

მარკეტინგის, ბრენდინგისა და მომსახურების დიზაინის სისტემური ხედვა

ჩვენი ინდუსტრიის გააზრება სისტემური პერსპექტივიდან და მარკეტინგის, ბრენდინგისა თუ მომსახურების დიზაინის ურთიერთქმედების შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და საზოგადოებებს ძველ, ეგოზე ორიენტირებული პარადიგმისგან ახალ მეთოდებზე გადასვლაში დაეხმაროს. 

სისტემური აზროვნება გვეხმარება, გვერდით გადავდოთ პროფესიული მიკერძოებები. თუმცა ამისთვის მოგვიწევს ჯერ ჩვენსავე პიროვნულ მიკერძოებებს გავუმკლავდეთ… მდგრადი განვითარების მიზნები განუყოფელია შიდა განვითარების მიზნებისგან და ამ ორის ერთდროულად გადაჭრა სწორედ ჩვენს ინდუსტრიაშია შესაძლებელი. მსგავსი პრიორიტეტების განვითარებით გონებაში, ჩვენ შეგვიძლია თითოეული პროფესიის როლი განვასხვაოთ ერთმანეთისგან იმდენად კარგად, რომ მივხვდეთ, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი და შემდგომში, როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ჰარმონიულად. 

წყარო: Brandingmag

ცნობილი პორტრეტები Tinder-ის Bio ველის ეფექტურად შევსებას გვასწავლიან

ავტობიოგრაფიული და დოკუმენტური წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ