მოდა ხშირად ავანგარდისთვის მთავარი სივრცე კი იყო, მაგრამ ბოლო დროს იგი სულ უფრო ერთფეროვანი გახდა. ეს უპირველესად მარკეტინგში გამოიხატება — ძვირადღირებული ბრენდების კამპანიები პაპარაცების კადრებს დაემსგავსა პრიალა ჟურნალების გვერდებიდან, იქნება ეს Bottega Veneta თუ Gucci, რომლის TMZ სტილის სურათებში A$AP Rocky-ის, Kendall Jenner-ისა და Bad Bunny-ის ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. ეს რეზონანსულია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის თუ მდიდრული მოდის სახლების მთავარ ხიბლს აქრობს?!
„პაპარაცული მოდის კამპანიები ახალი სულაც არ არის… სელებრითების გამოყენებას რაც შეეხება, ეფექტური რომ არ იყოს, არც ბრენდები ჩადებდა მასში ინვესტიციას. თუმცა აუდიტორიის ინტერესი ამ კამპანიის მიმართ დამოკიდებული იქნება მისი შესრულების ავთენტურობასა და ნდობაზე. ტალანტი ჭკვიანურად უნდა შეირჩეს და რეზონანსი მოახდინოს აუდიტორიაში. პირველი კითხვაა — ვის ესაუბრება ეს კამპანია?“, — აცხადებს ჯოანა ვორთი, Amplify-დან.
დაახლოებით 10 დღის წინ პარიზში Maison Margiela-ს Spring/Summer 2024-ის ჩვენებაც გაიმართა, რამაც შეგვახსენა, რომ მოდა სცდება ნორმას და შთააგონებს დამკვირვებლებს. ჩვენებაზე მიღებულმა რეაქციებმა კვლავ დაადასტურა, რომ ადამიანებს სურთ, მოდამ მდიდრული სთორითელინგით თავის დაღწევის შეგრძნება მისცეს მათ…
რაც შეეხება რეალურ სიტუაციებში ასახულ კადრებს, მომხმარებლებში მეტ ჩართულობას იწვევს და არწმუნებს მათ, რომ პროდუქტი რეალური და პრაქტიკულია. ეს ემოციური კავშირის უზრუნველყოფაშიც ეხმარება ბრენდებს. Gucci-ს ბოლოდროინდელი სურათიც ასეთია, რომელმაც მხოლოდ ინსტაგრამზე მილიონობით მოწონება დაიმსახურა. იმაზეც საუბრობენ, რომ უბრალოდ ცნობილი ადამიანების გამოყენება, რომლებიც პოპულარულები არიან, აღარ ჭრის, რადგან არსებობს საკმაოდ დიდი არჩევანი, სადაც ნიჭიერი ადამიანების პოვნა და ორგანული გაზიარების მოპოვებაც შეიძლება. აღნიშნავენ, რომ ბრენდები აღარც მამაცები და აღარც ინოვაციურები არიან, მაგრამ როგორც ყველაფერში, გამონაკლისი აქაც არსებობს.
ბრენდები, რომლებიც ამას საუკეთესოდ ახერხებენ
სიურპრიზის ელემენტი მოდის მარკეტინგში უმნიშვნელოვანესია და ამას ამტკიცებს Loewe-ს კამპანიაც — მთავარ როლებს ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი მეგი სმითი, დაიანა როსი და მაიკლ სტრაიპი თამაშობენ Saint Laurent-ისთვის. Loewe ბრენდია, რომელიც ყოველთვის შეგვიძლია ვახსენოთ, როცა ინოვაციები გაჟღერდება…
აქ არც Jacquemus უნდა დაგვავიწყდეს, 2009 წელს დაარსდა და ახალი ლაქშერი მოდის სახელმძღვანელო წიგნი შექმნა მომავალი თაობებისთვის. აქტივაციებით, რომლებიც ციფრულს და ფიზიკურს აერთიანებს, ბრენდი სიმამაცეს ავლენს, არარელევანტური და პიონერია. პირველი, ალბათ, ბორბლებზე მყოფი ჩანთა უნდა გაგვახსენდეს, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და თავიც მშვენივრად აარიდა ტრადიციულ სარეკლამო მოდელებს. როგორც ამბობენ, „Jacquemus-მა შეძლო მის გარშემო შეექმნა სამყარო, რომელიც იზეიმებდა მისსავე პროვინციულ ფესვებს, გუნდსა და ოჯახს მეტად ავთენტური, ფერადი და ინკლუზიური გზით“.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ AI-ს როლიც, რომელმაც შემოქმედებითი სთორითელინგის საზღვრები სრულად გაანადგურა, რომ აღარაფერი ვთქვათ მომხმარებელთა შესყიდვის ქცევის მონიტორინგზე, ტრენდების პროგნოზირებასა და დინამიკური ფასების პრაქტიკაზე, რაც ეხმარება ბრენდებს უკეთესი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამგვარად, თუ არსებობს საშუალება, ე. ი. არსებობს გზაც, რომ მოდის ინდუსტრიაში თავი ავარიდოთ ერთფეროვან მარკეტინგულ ნაბიჯებს.