კოკა-კოლა მხოლოდ ყველაზე ცნობილი ბრენდი არ არის, ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განსახილველი ბრენდია. ეს ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც.
SMX Social Media Marketing 2014 კონფერენციაზე კოკა-კოლას SMM დირექტორმა ბრენდის ერთ-ერთ კამპანიაზე Hub Network-ზე ილაპარაკა. პროექტის უმთავრესი მიზანი კოკა-კოლას გუნდის და მარკეტერების რეალურ დროში მოქმედებაა.
სირთულეები, რომლებსაც მსაფლიო ბრენდები განიცდიან
მომხმარებლის უმეტესი ნაწილი, რომელიც კოკა-კოლას სოციალურ ქსელში თვალყურს ადევნებს, იქ მომხდარ მოვლენებს დადებითად ეხმაურება. კოკა-კოლას დღეში უამრავი ადამიანი ახსენებს და მის შესახებ უამრავი ფოტო თუ პოსტი იდება. ამ ყველაფერს ერთი მინუსი აქვს, პოსტების გამოქვეყნება შესაბამისი თეგების გარეშე ხდება, შესაბამისად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკარგება და შეცდომის გამოსწორებაც თითქმის შეუძლებელი ხდება. ამასთანავე, ზუსტად ვერ აკონტროლებ მომხმარებლის რეაქციას.
რა არის Hub Network?
კოკა-კოლას წუთში 35-ჯერ ახსენებენ და ეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე დათვლილი მონაცემებია. ნამდვილად აღსანიშნავი მონაცემია, სწორედ ამიტომ საჭიროა დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და მეთოდი.
Hub Network ეს არის სპეციალური ჯგუფი და კონტროლ-ცენტრი, რომელიც ბრენდის ამოცანების გადაჭრაზეა მიმართული , ანუ მოუსმინოს მომხმარებლებს, გაანალიზოს მდგომარეობა და მომხდარზე სწრაფი რეაგირება გააკეთოს.
Hub Network-ის მიერ მიღებული გამოხმაურება ბრენდისთვის უფრო ეფექტური კამპანიის დაგეგმას ნიშნავს.
მეცნიერება+ხელოვნება+კომუნიკაცია
Hub Network-ის წინაშე რამოდენიმე ამოცანაა:
1. მონაცემების ანალიზი;
2. ვიზუალური კონტენტის შექმნა: მაგალითად, ტეგების გარეშე, ლოგოს ამოცნობის შესაძლებლობა;
3. შეტყობინებების ანალიზი;
“სიჩქარე უპირატესობაა”, ბრენდის მდგომარეობაზე სწრაფი რეაგირება და ანალიზი მისი შემდგომი ნაბიჯის ნაწილია. ანალიზის და მომხმარებელთან ურთიერთობის გარდა ჯგუფი ვირუსული კამპანიების შემუშავებაზე მუშაობს. მაგალითად: #americaisbeautiful შემთხვევაში Hub Network-მა ერთმანეთის საპირისპირო ტეგები დასვა, რის შედეგადაც სხვადასხვა შედეგები მიიღეს – მომხმარებლის დამოკიდებულება და მათი კომენტარები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივია გათვალო, რომელ შეტყობინებას გასცე პასუხი და რომელს დააკვირდე.
http://youtu.be/443Vy3I0gJs