in

რას გულისხმობს მარკეტინგი, როგორც სერვისი?

დღესდღეობით, საქმიანობების დიდი ნაწილი სერვისის სახით არის წარმოდგენილი. მათ შორისაა მარკეტინგი. ამ ტერმინს ასე მოიხსენიებენ – Marketing-as-a-Service, შემდგომში შემოკლებით – MaaS. მოდით, გავერკვიოთ, რას გულისხმობს ეს საქმე.

მარტივად რომ ავხსნათ, მარკეტინგი როგორც სერვისი არის მესამე მხარის მიერ მარკეტინგის შესრულება – საწყისი სტრატეგიის შედგენიდან დაწყებული, კონკრეტული შედეგების მიღწევით დასრულებული. ამ ტიპის მარკეტინგის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას არ სჭირდება ადგილზე მომუშავე პერსონალი ან დამატებითი მარკეტინგული ბიუჯეტი.

როგორ მუშაოობს MaaS?

MaaS-ის საშუალებით, ბიზნესს ან საწარმოს ან ბრენდს შეუძლია დაიქირავოს გარეშე კომპანია, რომელიც მის მარკეტინგულ საქმიანობაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს აქვს სრული კონტროლი მიმდინარე პროექტზე, ის შესაძლოა უშუალოდ არ იყოს ჩართული დეტალებსა და შესრულებაში. ამ გზით, ბიზნესი იგებს დროს, ყურადღება მიაქციოს სხვა ძირითად პასუხისმგებლობებს.

მარკეტინგული სერვისი არის B2B მარკეტინგის მომავალი. მისი სისტემა იძლევა მოქნილობის კომბინაციას გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, სხვა მარკეტინგული გეგმების შეფერხების გარეშე. ეს მოქნილობა გადამწყვეტია თანამედროვე მარკეტინგისთვის, რომელიც მოითხოვს სპეციალისტების მთელ რიგ გამოცდილებას: სტრატეგია და კვლევა, შინაარსის შექმნა და დიზაინი, განლაგება, ფასიანი და ორგანული განთავსება, დაკვირვება და ანალიზი.

MaaS შეიძლება სასარგებლო იყოს:

იმ სტარტაპებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მიზნობრივი მარკეტინგი, მაგრამ არ აქვთ ბიუჯეტი ან დრო გუნდის შესაქმნელად.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც გეგმავს ახალი პროდუქტის გამოშვებას, ახლებური მარკეტინგული მიდგომით.

ბიზნესისთვის, რომელიც ახალი მარკეტინგული მიმართულების დამატებას ან ძველის გარდაქმნას ცდილობს.

კომპანიებისთვის, რომლებსაც უკვე განუცდიათ ზრდა, მაგრამ ახლა სჭირდებათ ახალი ეტაპის დაწყება ახალი მომხმარებლის გამოცდილების შექმნა.

 

წყარო: martechseries

Twitter რედაქტირების ღილაკის ტესტირებას იწყებს

დოკუმენტური სტილის კონტენტი მარკეტინგის მომავალია — ბრენდებს ადაპტირება სჭირდებათ