მარკეტინგის როლი ბიზნესის წარმატებაში განუსაზღვრელია. ის გულისხმობს ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც კომპანია ეწევა მომხმარებლებისთვის პროდუქტების ან სერვისების პოპულარიზაციისა, თუ გაყიდვის მიზნით. მარკეტინგის დახმარებით კომპანია იზიდავს კლიენტებს და ინარჩუნებს მათთან ურთიერთობას. შესაბამისად, ამ პროფესიის წარმომადგენლებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
სწორედ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სმარტ აკადემიაში მარკეტინგის მიმართულებით 7 სასწავლო პროგრამა დაგხვდება:
- სოციალური მედია მარკეტინგი
- UX/UI ქოფირაითინგი
- კრეატიული კონტენტი და ქოფირაითინგი
- მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია
- ციფრული მარკეტინგი
- პროდუქტის მარკეტინგი
- SEO ოპტიმიზაცია და აუდიტი
ახლა, კი გაგაცნობ სმარტ აკადემიის თითოეულ კურსს, ყურადღებით გაეცანი და შეარჩიე შენთვის სასურველი.
სოციალური მედია მარკეტინგი
სოციალური მედია მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტია ბიზნესისთვის. დიდ თუ პატარა ბიზნესს ცნობადობის გაზრდისა და წარმატებისთვის აუცილებლად სჭირდება სოციალური მედია მარკეტინგი.
ამიტომ, სმარტ აკადემიის სოციალური მედია მარკეტინგის კურსის მიზანია, შეძლო სოციალური მედია არხების დამოუკიდებლად მართვა, კონტენტისა და რეკლამის დაგეგმვა, კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა სოციალური მედიის არხებისთვის და სოციალური მედიის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა.
კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი თანამშრომლის მომზადებაზე.
UX/UI ქოფირაითინგი
UX/UI ქოფირაითინგი საიტებსა თუ აპლიკაციებში არსებულ ტექსტებს გულისხმობს. UX/UI ქოფირაითერის მოვალეობა ტექსტების შექმნაა მობილური აპლიკაციებისა და ვებსაიტებისთვის, მისი მთავარი ამოცანა მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაა.
სმარტ აკადემიის UX/UI ქოფირაითინგის კურსი დაგეხმარება, დახვეწო წერის უნარები, ისწავლო როგორ იწერება სხვადასხვა ტიპის ტექსტი ვებგვერდისთვის, შეძლო ამოიცნო მომხმარებლის საჭიროებები და შექმნა შესაბამისი UX ტექსტი. ასევე, ისწავლი თუ, როგორ მოარგო UX/UI ქოფი ბრენდის მიზანსა და სტრატეგიას.
კრეატიული კონტენტი და ქოფირაითინგი
კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის კურსის გავლის შემდეგ
გაიაზრებ, შეისწავლი და შეძლებ ისეთი მნიშვნელოვანი საფეხურების შესრულებას, როგორებიცაა:
- ბრიფის მიღება და დამუშავება (Debrief)
- კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება
- იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით
- ბრენდის Tone of Voice-ის შერჩევა ციფრული კომუნიკაციებისთვის
- კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება
- კონტენტის ტექსტობრივი ნაწილის სინთეზირება ვიზუალურ ნაწილთან, იდეურ დონეზე
მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია
მარკეტინგისა და თანმიმდევრული კომუნიკაციის კურსის განმავლობაში ჩაუღრმავდები იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რაც მარკეტერისა და კრეატიული სააგენტოს კამპანიებზე ერთად მუშაობის პროცესში ჩნდება. ხოლო, პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, მზად იქნები კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებისა და კრეატიულ სააგენტოებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
ციფრული მარკეტინგი
დღეს, სოციალური მედია არხების გამოყენებისას უამრავი რეკლამა გვხვდება. რეკლამა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას, ბიზნესებიც უფრო მეტად ცდილობენ გამოიყენონ ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა სტრატეგიები, რათა დიდი აუდიტორია მოიცვან. ციფრული მარკეტინგი აერთიანებს მარკეტინგის ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს.
სმარტ აკადემიის ციფრული მარკეტინგის კურსი დაგეხმარება გახდე დამწყები ციფრული მარკეტერი.
კურსის გავლის შემდეგ შეძლებ:
- ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას და ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას
- რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში
- დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას
- შედეგების გაზომვას და გაანალიზებას
პროდუქტის მარკეტინგი
პროდუქტის მარკეტინგი უფრო და უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს კომპანიებში და აერთიანებს მნიშვნელოვან ციკლს პროდუქტის იდეიდან მის საბოლოო გაშვებამდე. როგორც ვიცით, პროდუქტი კომპანიისთვის ის უნიკალური ღირებულებაა, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში, როგორიცაა: Google, Microsoft, Apple, Amazon, Meta – პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიციაა, ადგილობრივ ბაზარზეც სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ამ პროფესიის წარმომადგენლებზე.
პროდუქტის მარკეტინგის კურსის მიზანია, შეძლო პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართვა, იდეიდან განხორციელებამდე, სხვა სტრატეგიულ დეპარტამენტებთან ერთად. ეს კურსი საშუალებას მოგცემს, დაინახო პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, შექმნა საერთო მარკეტინგული გეგმა – კალენდარი, სადაც შემუშავებული იქნება სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკა პროდუქტის ბაზარზე გასატანად და მისი სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად.
SEO ოპტიმიზაცია და აუდიტი
SEO ოპტიმიზაცია და აუდიტის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- ორგანული ტრაფიკის ზრდის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება;
- შედეგების ანალიზი და ინსაითების მიღება;
- სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება სამუშაო პროცესში;
- ტექსტების შედგენა გუგლისთვის გასაგებ ენაზე;
- SEO ოპტიმიზაცია, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი;
- რას აქვს მნიშვნელობა მოწინავე პოზიციების დაკავებისთვის.
სმარტ აკადემიის თითოეული კურსი პრაქტიკულია და გთავაზობს ახალი ცოდნის შეძენას და არსებული ცოდნის გაღრმავებას, პროფესიის შეცვლის ან განვითარების შესაძლებლობას.
თუ ახალი პროფესიის დაუფლება გსურს, ისღა დაგრჩენია შენს ინტერესებზე მორგებული კურსი www.smartacademy.ge-ზე აღმოაჩინო, ან ისარგებლო უფასო კონსულტაციით კარიერის განვითარების მენეჯერთან.
[პარტნიორის კონტენტი]