in

რა არის მარკეტინგის როლი გლობალურ ეკოსისტემაში?

ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მოეთხოვებათ თუ არა მარკეტერებს თვალყური ადევნონ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციებს? Landor & Fitch-ის მარკეტერ ჯეინ ბლუმფილდს თუ დავუჯერებთ, სხვაგვარად ისინი პოტენციურ მომხმარებლებთან ჩართვას ვერ შეძლებენ. თუმცა ეს მხოლოდ მოსმენას კი არა, არამედ საკუთარი ხმის პოვნასაც ეხება…

პეპლის ეფექტი

აქამდე ბრენდებისთვის მათივე შიდა ღირებულებებით ცხოვრება საკმარისი იყო, მაგრამ დღეს მათ აქვთ პასუხისმგებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ეთოსი, თანამშრომლები და მომხმარებლები. 

ის, რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის მისურიში, — ამბობს მათიას გრეი, Freedman International-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გლობალურ მოვლენებს გავლენა აქვს ადგილობრივზე… მარკეტინგი კი, როგორც ფუნქცია, არ არსებობს მხოლოდ რეკლამირებისა და გაყიდვებისთვის, არამედ ცვლილებებისთვისაც. ხოლო სააგენტოები უფრო დიდი ეკოსისტემის ნაწილად თვლიან თავს, სადაც მათ ნავიგაცია უნდა ისწავლონ. 

მოკავშირედ ყოფნა

მარკეტინგის ლანდშაფტის რეალობა სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. თუ ალი ჰუსეინს, Marketing Practice-ის ხელმძღვანელს, დავუჯერებთ, ბაზრის ორიენტაციის მნიშვნელობა არ არის ახალი რამ, მაგრამ მომარაგების ჯაჭვის გლობალური კოქტეილი ჯერაც განიცდის პანდემიის შემდგომ ბიძგებს.

ხოლო, ის, რასაც მომხმარებლები კრიზისის დროს ბრენდებისგან ყველაზე მეტად ელიან ფასების შენარჩუნებაა. მათ არ სჭირდებათ გართობა და სახალისო რეკლამები. ამის ერთ-ერთი პასუხი გაყინული ფასებია, რომლებიც მომხმარებელთა სპეციფიკურ სენტიმენტებს პასუხობს. 

მაგალითით მართვა

მართალია, ბრენდები არ უნდა დაიკარგოს ახლაში, მაგრამ ის, თუ როგორ მოქმედებენ ახლა, გვეუბნება იმას, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი მომავალში. როცა ეს კრიზისის მენეჯმენტს ეხება, თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიო ხედვა, ვინ ხართ, როგორც ბრენდი, მაგრამ ამასთან, საკმარისად მოქნილებიც უნდა იყოთ.

ეს იმის გააზრებაა, თუ რისთვის შეიქმნა თქვენი ბრენდი, რაც მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ეს თქვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავი გახდება. განსაზღვრავს, სად არის საჭირო თქვენი ხილულად ყოფნა და სად არა. როცა ბრენდებს ეს ხედვა აკლია, ისინი ხშირად შორდებიან თავიანთ მიზნებსა და მისიას ცხელ თემებზე გადასვლით, რაც ბრენდის არაავთენტური გამოხატულებაა, — ამბობს რაიან გრინი, Coegi-ს ვიცე პრეზიდენტი. 

ახლა კი, რას შესთავაზებს მარკეტინგი იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ? შესაძლოა, ეს ნაკლებად ეხებოდეს ბიუჯეტებს, უფრო მეტად იმაზე იყოს, ესადაგებიან თუ არა მარკეტერები საუბრებს ან იქნებმ მეტად ინტუიციური მიდგომების დროა… 

რა უნდა გავითვალისწინოთ სოც. მედიაში რეკლამის განთავსებისას

უფრო იაფი, უფრო ახლოს — თბილისში მარკეტების ქსელი „გვირილა“ გაიხსნა!