in

შექმენი მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია !

კავკასიის ბიზნეს სკოლისა (CSB) და ინტერნეტ ჟურნალ – მარკეტერის ინიციატივით იწყება პროექტი –  „მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია“. პროექტის მიზანი მარკეტინგსა და მენეჯმენტში არსებული ქართულენოვანი ტერმინების თავმოყრის, ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ხელშეწყობაა.

ტერმინოლოგიაპროექტში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ თქვენგანს. ამისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:  www.docs.google.com. რეგისტრაციის შემდეგ, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგეგზავნებათ ხუთი ინგლისურენოვანი ტერმინი  და თქვენ საშუალება გექნებათ, 5 დღის განამვლობაში შემოგვთავაზოთ ტერმინების თქვენთვის მისაღები, ქართულენოვანი ანალოგი.

ყველა ტერმინი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ კომისიას  წარედგინება განსახილველად და დასამტკიცებლად. საბოლოოდ, მივიღებთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგიის კრებულს.

ახალი სარეკლამო მიმდინარეობა Hip-hop-ის სტილში

ოთხი მამაკაცი, რომელმაც Porsche-ზე იქორწინა