in

როგორ შეიცვლება მარკეტინგული არხები 2023 წელს

„თუ შენ ააშენებ, ისინი მოვლენ“ – ეს ფრაზა ფილმ „სიზმრების ველიდანაა“. თუმცა, ეს მიდგომა არ არის ჭეშმარიტი კონტენტ მარკეტინგისთვის. მარკეტინგული არხები, რომლებსაც იყენებთ კონტენტის გასავრცელებლად, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კონტენტი. მარკეტინგული არხები არის სხვადასხვა ინსტრუმენტი ან პლატფორმა, რომელსაც იყენებთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად. მარკეტინგულ არხებს შორის განსხვავებულობის გაცნობიერებით, შეძლებთ შექმნათ კონტენტ გეგმა, რომელიც მოერგება თქვენს აუდიტორიას.

B2B მარკეტინგის ტოპ-არხები

B2B მარკეტინგის ლანდშაფტი იცვლება. თუ თქვენი გუნდი ძველ მონაცემებს იყენებს, უნდა გითხრათ, რომ ჩამორჩებით. 2022 წელს, HubSpot-ის გამოკითხვაში, რომელშიც 1200-ზე მეტი მარკეტერი მონაწილეობდა, 80%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ მარკეტინგი უფრო მეტად შეიცვალა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე ბოლო 50 წელში. 2023 წელს, B2B მარკეტინგის მიერ გამოყენებული საუკეთესო არხები იქნება სოციალური მედია, ვებსაიტები, ბლოგები და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი.

მოკლე ვიდეოები და ინფლუენსერ-მარკეტინგი არის წამყვანი მარკეტინგული არხები, რომლებშიც ბიზნესი გეგმავს მეტი დროისა და რესურსის ინვესტირებას 2023 წელს.

სოციალური მედია, კვლავაც საუკეთესოა ციფრული მარკეტინგისთვის. B2B ლანდშაფტში LinkedIn გთავაზობთ შესანიშნავ პლატფორმას საქმიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

B2B მარკეტერები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ ვებსა და ბლოგინგის არხებზე, რადგან მყიდველები ხშირად ეყრდნობიან ვებგვერდებს, გადაწყვეტილების მიღებამდე.

B2C მარკეტინგის არხები

პრინციპში, B2C მარკეტერებიც დებენ ინვესტიციას ტოპ არხებში, მაგრამ მაინც არის განსხვავება: სოციალური მედია და იმეილ მარკეტინგი პირველ რიგში მოდის, შემდეგაა ვებსაიტები და ბლოგები.

B2C მარკეტინგი, ორიენტირებულია სასიამოვნო კონტენტსა და სწრაფ შეთავაზებაზე, ხოლო B2B მარკეტინგი ფოკუსირებულია მომხმარებლებთან გრძელვადიან ურთიერთობებზე. B2C მარკეტერების 51% პროგნოზირებს, რომ მათი ბიუჯეტი გაიზრდება 2023 წელს.

სოციალურ მედიაზე ფოკუსირებას აზრი კვლავაც აქვს. Kepios-ის ანალიზის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სოციალურ მედიას, დაახლოებით 4,74 მილიარდი მომხმარებელი ჰყავდა. ეს კი, მთლიანი გლობალური მოსახლეობის 59.3%-ია.

იმეილ მარკეტინგი შეიძლება საინფორმაციო ბუკლეტების მიღმაც წავიდეს და გამოიყენოთ B2C კონტენტისთვის, როგორიცაა პერსონალიზებული კომუნიკაცია, დროზე ორიენტირებული შეტყობინებები და შეხსენებები.

ამას გარდა, ბლოგინგი და ვები შეიძლება გამოიყენოთ ბრენდის ცნობადობის გენერირებისთვის, აუდიტორიის ინტერესის გასაძლიერებლად, ლიდერების კონვერტაციისთვის და რეპუტაციის გასაღრმავებლად.

2023 წლის ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს შორის, უდავოდ, არის SEO-ც.

ომნი-ჩენელ მარკეტინგი

HubSpot-ის კვლევა აჩვენებს, რომ მარკეტერთა 92% იყენებს ერთზე მეტ არხს. 2022 წელს, – მათი 81% სამზე მეტ არხს იყენებს. ეს დივერსიფიცირებული მიდგომა ეხმარება გუნდებს იყვნენ მოქნილნი და იმოძრაონ მაშინ, როდესაც გარკვეული პლატფორმები გადატვირთულია.

ეფექტურია კონტენტის ხელახალი გამოყენებაც. HubSpot-მა შენიშნა, რომ სოციალური მედიის მენეჯერთა 82% კონტენტს სხვადასხვა სოციალურ არხზე ანაწილებს.

ვიდეო მარკეტინგი

თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ვიდეო მარკეტინგი, დროა. ვიდეოს შეუძლია გაზარდოს კონვერტაციები, ROI, მისწვდეს ახალ აუდიტორიას და დაგეხმაროთ ურთიერთობების დამყარებაში მიმდინარე მომხმარებლებთან.

მარკეტერები გეგმავენ სტრატეგიაში ინვესტიციების გაზრდას 2023 წლისთვის, მარკეტოლოგების 29% ამ სტრატეგიის პირველად გამოყენებას გეგმავს.

ინფლუენსერ მარკეტინგი

ინფლუენსერ მარკეტინგის დროს, ბიზნესი თანამშრომლობს კონტენტის ცნობილ შემქმნელთან და მათი საშუალებით ავრცელებე კონკრეტულ რეკლამას ან სხვა სათქმელს. ინფლუენსერებს ბრენდის ცნობადობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლიათ.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – SEO

წარმატებულ SEO ოპტიმიზაციას შეუძლია მოიტანოს ტრაფიკი და გაზარდოს კონვერტაციები. თქვენს ვებკონტენტს აუცილებლად სჭირდება საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. ეს მოიცავს თქვენს YouTube არხებს, Google ბიზნეს პროფილს და პოდკასტების ეპიზოდებსაც კი. ყველა კონტენტი უნდა იყოს ოპტიმიზირებული სამიზნე საკვანძო სიტყვების გამოყენებით.

პოდკასტ მარკეტინგი

2020 წლის მონაცემებით, 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 55% აშშ-ში უსმენს პოდკასტებს. აუდიო კონტენტი მოთხოვნადია, ამიტომ ღირს განხილვა, რომ აუდიო პლატფორმის საშუალებით მიაწვდინოთ ხმა თქვენს აუდიტორიას.

Word-of-Mouth მარკეტინგი

ბრენდის ნდობა ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. 2020 წლის მონაცემებით, მომხმარებელთა 70% აღნიშნავს, რომ ეს გავლენას ახდენს მათ შესყიდვაზე. შესაბამისად, ფასიან კონტენტს სულ უფრო ნაკლებად ენდობიან, რადგან ონლაინ კონტენტი ისედაც ჭარბადაა.

ამიტომ, მარკეტერების ამოცანაა მოიპოვონ მომხმარებელთა ნდობა, უბიძგონ რეკომენტაციებისა და სიტყვიერი მარკეტინგისკენ. მომხმარებლები, როგორც წესი, აზიარებენ პროდუქტს ან მომსახურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ რეალურ სარგებელს აძლევთ.

ეს მიდგომა თქვენგან მოითხოვს შექმნათ ნამდვილად ჯადოსნური და ღირებული მომხმარებლის გამოცდილება. ფოკუსირდით მომხმარებელთა უმაღლესი დონის სერვისის შეთავაზებაზე და იმაზე, რომ თქვენმა მომხმარებლებმა გამოიყენონ ეს საშუალება.

 

წყარო: hubspot

Apple Music-ს კარაოკე ემატება

„სიმეტრიული” ბრენდინგი და ფილოსოფია, რომელსაც „სიმეტრია” ქმნის – ახალი სტრატეგია და ბრენდბუქი