in

მარკეტინგული ბიუჯეტი: მთავარი განსხვავებები ლიდერ და ნაკლებად წარმატებულ კომპანიებს შორის

აშშ-ში  ჩატარდა კვლევა,  რომლის მიზანიც იყო, გამოევლინა რა იწვევს ლიდერი კომპანიების წარმატებას როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში. ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიების (Best Buy, Microsoft, Continental Airlines, HP, Dell, Lowe’s და ა.შ) მარკეტინგული დეპარტამენტების თანამშრომლებმა. კვლევაში შემავალი ერთ-ერთი კითხვა იყო,  როგორ ანაწილებენ კომპანიები ინვესტიციას მარკეტინგის სხვადასხვა ფუნქციებს შორის, რომლებიც ხუთ ჯგუფში გააერთიანეს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

elizbarashvili

  • მოთხოვნის წარმოშობის მარკეტინგი – მარკეტინგული საქმიანობა რომელიც მოკლევადიან მიზანს, მიმდინარე შემოსავლის გაზრდას ემსახურება. ასეთია ფასდაკლებების, კუპონების, და ა.შ. შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
  • ბრენდინგი –  ანუ მარკეტინგის ის ნაწილი, რომლის მიზანია გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, და შეიძლება მოიცავდეს სპონსორობას, რეკლამას (სატელევიზიო, ბეჭდური)
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა – ეს მიმართულია კომპანიასა და მომხმარებლებს შორის კავშირის გაბმაზე, ერთგული მომხმარებლების რაოდენობის გასაზრდელად. ამის მაგალითი შეიძლება იყოს მადლობის წერილის/sms-ის გაგზავნა კომპანიის პროდუქტის ყიდვის შემდეგ, ლოიალურობის პროგრამები და ა.შ.
  • ბაზრის ფორმირება –  ანუ საქმიანობა იმ მიზნით, რომ ბაზარმა მიიღოს თქვენი პროდუქტი, ძირითადად მესამე მხარის (გავლენიანი და მომხმარებლისთვის სანდო პირების/ორგანიზაციების) რეკომენდაციების საშუალებით.
  • ინფრასტრუქტურა – ეს ინვესტიციები იხარჯება ტექნოლოგიის განსავითარებლად და მარკეტინგული გუნდის ტრეინინგებისთვის.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მარკეტინგული ბიუჯეტის დაახლოებით 50% (ფასდაკლებების, კუპონების და ა.შ.) მიმდინარე გაყიდვების გაზრდაზე იხარჯება. ასევე, ბაზრის ლიდერი კომპანიები უფრო მეტ რესურსებს დებენ ბრენდინგსა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში, რაც კომპანიის სამომავლო წარმატებას უწყობს ხელს. და ბოლოს, ისინი ვისაც წარმატებული ბიზნესი აქვს, დიდ ყურადღებას უთმობენ ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებისთვის ხელის შეწყობას, მონაცემთა ანალიზის მიხედვით წარმოებული ბიზნესის კულტურის დანერგვას.



განახლებული ნატახტარი

“კომპანია რომ წრეწირის სახით წარმოვიდგინოთ, მომხმარებელი მისი ცენტრია” -ლიმონათის განახლებული შეფუთვა

კვირის ყველაზე საინტერესო ნივთები მარკეტერზე