in

რატომ არის მარკეტინგული ცვლილებები ხშირად წარუმატებელი?

მარკეტინგი ხშირად მარცხდება. ახალი პროდუქტების უმეტესობა მარცხდება. ინოვაციების უმეტესობა მარცხდება. რეკლამების უმეტესობა არაეფექტურია. ალგორითმების უმეტესობა მცირე გაუმჯობესებას იძლევა. ეს რაღაცით ბეისბოლს ჰგავს — ათიდან შვიდი თავდამსხმელი მარცხდება.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ არის მარკეტინგი ასეთი რთული? პასუხი ის არის, რომ ადამიანებს არ სურთ შეცვლა, რაც მარკეტინგის წარუმატებლობას ნორმად აქცევს. ტექნოლოგიამ დაგვარწმუნა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, რომ მუდმივი, სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილება არის მსოფლიოს ბუნებრივი მდგომარეობა და, შესაბამისად, ნებისმიერ მარკეტერს შეუძლია მისი მარტივად გამოყენება. თუმცა ცვლილებები, რომებსაც თითქოს ყველა ვხედავთ, ხშირად უბრალოდ მირაჟი ან კარგად შეფუთული სიძველეა.

განვიხილოთ ეკონომისტების პოლ კრუგმანისა და ტაილერ კაუანის მიერ ჩამოყალიბებული სააზროვნო ექსპერიმენტები. კრუგმანმა თქვა, რომ თანამედროვე სამზარეულო არც ისეთი განსხვავებულია ძველისგან, რომ ძველმა სამზარეულომ ფუნქციონალურობა დაკარგოს — ანუ, თავი უსარგებლოდ იგრძნოს. ანალოგიურად, ტაილერის თქმით, საყოფაცხოვრებო ნივთები ძირითადად იგივე დარჩა, როგორც ჩვენი ბებიების დროს იყო.

პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამ მდგომარეობის სინამდვილეში. ხალხს არა თუ რაღაც ახალ რეალობაში, არამედ ძველ სიტუაციაში, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. ხალხს სურს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ხალხი ეწინააღმდეგება ცვლილებას.

ცხადია, დიდი ცვლილებები დროდადრო ხდება, ზოგი კი სწრაფად. მაგრამ, როგორც წესი, ცვლილება იშვიათია, რთული და ნელი. ძირითადად დამატებითი და არა ტრანსფორმაციული. თითქმის ყოველთვის, მარკეტინგი უფრო მეტად არის იმის მართვა, რაც გვაქვს, ვიდრე დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა.

რატომ უნდა გქონდეთ სამსახურში რიტუალები?

NASA მარსის ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს