კომპანია „ეისითი“ აცხადებს სასერტიფიკატო კურსს „მარკეტინგული კვლევა“. ეს არის უნიკალური სასწავლო პროგრამა, რომელიც:
» აგებულია თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურაზე და იძლევა საფუძვლიან თეორიულ ცოდნას მაკეტინგულ კვლევაში;
» გამდიდრებულია რეალური ქეისებით, რომელიც კომპანიას დაუგროვდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად;
» ტარდება საქართველოს წამყვანი პროფესიონალების, პრაქტიკოსების მიერ დარგში მუშაობის 15-20 წლიანი გამოცდილებით;
» და რაც მთავარია, ტრეინინგი ტარდება „ეისითის“ ოფისში, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ დააკვირდნენ კვლევის რეალურ პროცესს და ზოგ შემთხვევაში ჩაერთონ კიდეც.
კურსი შექმნილია მარკეტინგის, პიარის, რეკლამის, გაყიდვების, ადამიანთა რესურსის მართვის სპეცილისტებისთვის და ასევე ნებისმიერი სხვა რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც უწევთ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. „კვლევა სტრატეგიული გადაწყვეტილებების უძლიერესი იარაღია, თუ მისი გამოყენება იცი.“ – აცხადებს „ეისითის“ გენერალური დირექტორი, თინათინ რუხაძე.
კურსს წაუძღვებიან „ეისითის“ წამყვანი სპეციალისტები: თინათინ რუხაძე, თამუნა ჩიჩუა, ნატა კვიწინაშვილი და ლაშა ბოკუჩავა. ყველა ტრენერს აქვს სწავლების გამოცდილება. სხვადასხვა დროს ისინი ლექციებს კითხულობდნენ თითქმის ყველა რეიტინგულ ქართულ უნივერსიტეტში.
დაწყების თარიღი: 28 სექტემბერი
განრიგი: სამშაბათი – ხუთშაბათი 19:00-22:00
დასრულების თარიღი: 14 ნოემბერი
ხანგრძლივობა: 14 ლექცია (42 საათი)
დამატებითი ინფორმაცია ტრეინინგის შესახებ: https://act-global.com/ka/2059-2/
„ეისითი“ (ACT) საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის ლიდერია საქართველოში. კომპანია დაარსდა 2002 წელს. დღეს „ეისითი“ საუკეთესო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიაა, ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, საიდანაც 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. „ეისითის“ კლიენტები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არიან მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესები, საერთაშორისო ორგანიზაციები / დონორები, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური პარტიები. 15 წლის განმავლობაში კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა სექტორში 1500-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.