მარკეტინგში მიზნები არის ის მკაფიოდ განსაზღვრული ელემენტები, რომლებიც თქვენს მარკეტინგულ ძალისხმევას წარმართავს. მიზნები ყველა მარკეტინგული სტრატეგიის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს და შეფასების ნიშნებს უზრუნველყოფს. ისინი ყველა ბიზნესს სჭირდება, რადგან გეხმარებათ, ყურადღება გაამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგადად კარგი იდეა იყოს თქვენი ინსტაგრამის მიმდევრების გაზრდა, ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რის მიღწევასაც ცდილობთ თქვენს ბიზნესში.
როგორ შევქმნათ კარგი მარკეტინგული მიზნები, როგორ ავირჩიოთ ისინი, რა არის მარკეტინგული მიზნების მაგალითები და როგორ გავზომოთ ისინი – ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში იპოვით…
პირველ რიგში გეტყვით, რომ შეიძლება დაისახოთ მრავალი მიზანი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი უნდა განახორციელოთ. ამ დროს შემოდის ისეთი მნიშვნელოვანი ცნება, როგორც სტრატეგია. ის იმისთვის არსებობს, რომ სწორად გადაწყდეს, თუ რა უნდა გაკეთდეს.
მარკეტერები გვირჩევენ, რომ რაც უფრო ნაკლები მიზანი ექნება კომპანიას, მით უფრო ეფექტური იქნება ის; რომ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ან ორი სტრატეგიული მიზნის ქონა საუკეთესოდ მუშაობს. ერთი სიტყვით, საჭიროა ფოკუსირება მოკლე და გრძელვადიან KPI-ებზე. თქვენი მარკეტინგული მიზნების მიღწევამ უნდა გამოიწვიოს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი მარკეტინგული KPI-ების გაუმჯობესება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გქონდეთ მიზნები, რომლებიც პირდაპირ ითარგმნება უფრო მეტ მოგებაში და მიზნები, რომლებიც ხელს უწყობენ ბრენდის ჩამოყალიბებას.
როგორც წესი, იდეალური ბალანსი გაყიდვების ამაღლებასა და ბრენდის აშენებას შორის არის დაახლოებით 40:60. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული კონცეფცია, რომელიც უნდა გვახსოვდეს.
მარკეტინგული მიზნების 8 მაგალითი და მათი გაზომვა
ტრადიციულად, ხმა, რომელსაც აზიარებთ, თქვენი სარეკლამო წილის საზომია კონკურენტებთან შედარებით. ბრენდების უმეტესობა ახლა იბრძვის ხილვადობისთვის ორგანულ არხებზე, როგორიცაა სოციალური ქსელები და ძებნა საძიებო სისტემებში. აუცილებელია, იცოდეთ, რამდენად თვალსაჩინოა თქვენი ბრენდი ბაზარზე.
ეს არის შესანიშნავი მარკეტინგული მიზანი, რადგან არსებობს ძლიერი კავშირი SOV-სა (share of voice) და ბაზრის წილს შორის. რა თქმა უნდა, ეს უდავოდ რთული მეტრიკაა ყველა არხზე თვალყურის დევნებას მოითხოვს. გამოსავალი არის მიზნის დაყოფა თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან არხებად.
მისი გაზომვა დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ არხზე. ორგანული ძიებისთვის, უმარტივესი მეთოდია, აკონტროლოთ თქვენი ძირითადი საკვანძო სიტყვები Rank Tracker-ში, დაამატოთ თქვენი კონკურენტების დომენები და შეამოწმოთ ხილვადობის მეტრიკა კონკურენტების მიმოხილვის ჩანართში.

ბრენდის ცნობადობის გაზრდა
ბრენდის ცნობადობა წარმოადგენს თქვენი ბრენდის პოპულარობის დონეს თქვენს სამიზნე აუდიტორიას შორის. მაგალითად, ბრენდი, რომელიც პირველად გახსენდებათ, როდესაც ფიქრობთ ელექტრომობილებზე, ალბათ არის Tesla და არა Rivian. ეს იმიტომ, რომ Tesla სარგებლობს მომხმარებელთა შორის ბრენდის ცნობადობის უფრო მაღალი დონით.
როგორ გაზომოთ ის?
ბრენდის ცნობადობის გაზომვა მოითხოვს ბაზრის კვლევის რესურსებს, რადგან გჭირდებათ პასუხები თქვენი ბაზრის წარმომადგენლობითი სფეროდან. ბაზრის კვლევის სააგენტოები სპეციალიზირებულნი არიან ამაში და თქვენი ერთადერთი ვარიანტია ამომწურავი მონაცემების მისაღებად.
მოთხოვნის გაზრდა პროდუქციაზე
მხოლოდ ის, რომ ხალხმა იცის თქვენი პროდუქტის შესახებ, არ ნიშნავს, რომ ადამიანები განიხილავენ მის ყიდვას. პროდუქტის მოთხოვნის გაზრდა შესანიშნავი მარკეტინგული მიზანია. მის გადასამოწმებლად არამეცნიერული, მაგრამ სწრაფი მეთოდია Google Search Console-ში ბრენდირებული ორგანული ტრაფიკის ტენდენციების შემოწმება. მეტი ადამიანი, რომელიც ეძებს თქვენს ბრენდს Google-ში, ნიშნავს მეტ ადამიანს, ვისაც სურს შეიტყოს თქვენი კომპანიისა და პროდუქტების შესახებ.
მარკეტერები გვირჩევენ, გადავამოწმოთ ბოლო სამი თვის მონაცემები მხოლოდ ჩვენი ბრენდის შემცველი საძიებო ტერმინების ჩათვლით.
გაზარდეთ გაყიდვები
გაყიდვების ზრდის სტიმულირება არის პირველი მოკლევადიანი მარკეტინგული მიზანი ჩვენს სიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული შემოსავალთან ან მოგებასთან. თქვენ უნდა იცოდეთ რომელი ფინანსური მეტრიკის გაზომვაა ყველაზე შესაფერისი თქვენი ბიზნეს მოდელისა და დაგეგმვის მიხედვით.
გაყიდვების მეტრიკა უნდა იყოს ზუსტი და ადვილად გასაზომი. თქვენ უნდა გქონდეთ ზუსტი ციფრები მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემაში (CRM), გადახდის სისტემებში ან ნებისმიერ ფინანსურ დაფაში, რომელსაც იყენებთ.
შეიძინეთ მეტი მომხმარებელი
თქვენი მომხმარებელთა ბაზის ზრდის დაჩქარება სულაც არ ნიშნავს მეტ მოგებას, მაგრამ მას აქვს შედეგები, რომლებიც სცილდება ყოველგვარ ფინანსურ მეტრიკას.
word of mouth, მომხმარებლის ბაზის გაფართოება და მეტი ადამიანის გაცნობა ჩვენს პროდუქტთან იწვევს გრძელვადიან ზრდას, რისი გაზომვაც ჩვენი CRM-დან შეგვიძლია.
ლიდების ხარისხი და რაოდენობა
მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება თქვენი მიზანია იმისთვის, რომ მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი. ლიდის რაოდენობის დადგენა ადვილია, რადგან ეს ინფორმაცია თქვენს CRM-ში უნდა იყოს, მაგრამ მისი ხარისხის თვალყურის დევნებას მეტი სამუშაო და დაგეგმვა სჭირდება.
ამ შემთხვევაში შექმენით ავტომატური სისტემა, რომელიც აფასებს თქვენს ყველა პოტენციალს მათ მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. აქ მოცემულია რამდენიმე მონაცემი, რომლის შეფასებაც უნდა გაითვალისწინოთ:
- კომპანიის სავარაუდო მსყიდველუნარიანობა
- მომხმარებლის ქცევა და თქვენს აპში ან ვებსაიტზე განხორციელებული ქმედებები
- საცდელი დონე
- ყველაფერი, რაც მომხმარებელმა უთხრა სხვა მომხმარებელს ან გაყიდვების გუნდს
- ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელსაც აგროვებთ თქვენი მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესიდან
გირჩევთ, მიმართოთ ანალიტიკის ექსპერტს. ზოგიერთ CRM პლატფორმას, როგორიცაა Hubspot, აქვს ჩაშენებული ლიდების შეფასების ფუნქცია, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო გამოსავალი თქვენს შემთხვევაში, ამიტომ ადამიანური რესურსის ჩართვა აუცილებელია.

Customer lifetime value
ეს არის მეტრიკა, რომელიც აფასებს, თუ რამდენ ფულს დახარჯავს ინდივიდუალური მომხმარებელი თქვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე.
როგორ გავზომოთ იგი – ეს არის ყველაზე ძირითადი ფორმულა CLV-ის გამოსათვლელად:
საშ. შეკვეთის ღირებულება x საშ. წლიური შესყიდვის სიხშირე x საშ. Customer lifetime value.
გააუმჯობესეთ თქვენი მარკეტინგული ძაბრის ნაკადი
შესაძლოა, თქვენ ყიდით სამზარეულოს ჭურჭელს და ყველაზე მეტად მომხმარებელთა მოზიდვა შემდეგი გზებით ხდება:
- ისინი ხვდებიან თქვენს დაწინაურებულ პოსტებს სოციალურ მედიაში.
- ისინი მოგვიანებით დააჭერენ ერთ-ერთ რეკლამას.
- ისინი დარეგისტრირდებიან საინფორმაციო ბიულეტენზე, რომელიც სთავაზობს მათ პირველი შესყიდვის ფასდაკლებას.
- ისინი ყიდულობენ თქვენს ზოგიერთ ბესტსელერს.
- ისინი ხდებიან განმეორებითი მომხმარებელი…
ამას მარკეტინგულ ძაბრს უწოდებენ, რადგან ადამიანები ტოვებენ კვალს თითოეულ ამ ეტაპზე. ყველა, ვინც ხედავს თქვენს ფეისბუკ რეკლამას, არ დააწკაპუნებს. ყველა, ვინც დააწკაპუნებს, არ დარეგისტრირდება თქვენს ბიულეტენში. ყველა, ვინც დარეგისტრირდება თქვენს საინფორმაციო ბიულეტენში, არ იყიდის. თქვენ უნდა გაზომოთ, სად ხდება ყველაზე მეტი ვარდნა და შემდეგ გადადგათ ნაბიჯები პრობლემის გამოსასწორებლად.
მარკეტინგული მიზნების მიღწევა არ არის ერთჯერადი ამოცანა. თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენი პროგრესი ყოველწლიურად და დაარეგულიროთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ბიზნეს მიზნების შესაბამისად.











