in

როგორ შევქმნათ მარკეტინგული სტრატეგია მდგრადი განვითარების ბრენდისთვის?

მდგრადი მომავალი მნიშვნელოვანია. ბრენდები სულ უფრო და უფრო ეძებენ ჯანსაღ კონკურენციას მდგრადობის ბაზარზე… ამის ფონზე კი საინტერესოა, რა ხდის ბრენდს ნამდვილად მდგრადს და როგორ შეუძლიათ ასეთ კომპანიებს მყარი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა?

მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული ბრენდი არის ბრენდი, რომელიც პროდუქტის ან სერვისის მიწოდებას სცილდება, მაგრამ აქტიური და წარმატებულია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების ინტეგრირებაში თავის ბიზნეს ოპერაციებში. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ის მთლიანად „მწვანეა“, თუ თქვენს მწარმოებლებს საარსებო მინიმუმს არ უხდით.

როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად?

პირველ რიგში მიიღეთ შთაგონება. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ბრენდები ჭკვიან, მწვანე მარკეტინგულ სტრატეგიებს იყენებენ და გულწრფელები რჩებიან თავიანთ ძალისხმევაში. Patagonia-ს 2020 წლის კამპანია „იყიდე ნაკლები, მოითხოვე მეტი“ შესანიშნავი მაგალითი იყო, რომელიც მომხმარებლებს მისი პროდუქციის მეორადი ვერსიების ყიდვისკენ და ცნობიერების ამაღლებისკენ უბიძგებდნენ. ეს უკანასკნელი კი მაღალი ხარისხის, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოხმარებას ეხებოდა.

აქედან გამომდინარე, გახსოვდეთ, რომ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია თქვენი მდგრადობის ძალისხმევის დემონსტრირების გარშემო უნდა იყოს აგებული. თუ ბრენდი გულწრფელია და რეალური პოზიტიური ზემოქმედების შექმნაზეა ორიენტირებულია, წარმატება ნამდვილად გარანტირებულია.

როდესაც საქმე მდგრადი ბრენდის პოპულარიზაციის ვადის განსაზღვრას ეხება, დაიწყეთ მცირედით და იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში. დაისახეთ მოკლევადიანი მიზნები, მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენი გეგმა უფრო დიდ სურათს ითვალისწინებს — რას გააკეთებთ სამ, ხუთ ან ათ წელიწადში, რათა დარწმუნდეთ, რომ მდგრადობის ვალდებულებას ერთგულად განაგრძობთ? თუ თქვენ წარმოგიდგენთ ახალ მდგრად ბრენდს, დარწმუნდით, რომ თქვენი პროცესები თქვენს მარკეტინგულ მასალებს წარმოებიდან გაყიდვამდე ემთხვევა.

თუ ჩამოყალიბებული ბრენდი ხართ, დაიწყეთ მცირე ცვლილებებით, სადაც ეს შესაძლებელია და აცნობეთ თქვენს მომხმარებლებს, რომ მდგრად გზას ადგახართ. დარწმუნდით, რომ თქვენი გეგმა სრულყოფილია, რადგან ბევრად უკეთესია აღიაროთ, რომ მომავალში ბევრი რამ  გაქვთ გასაკეთებელი, რათა ნამდვილად მდგრადი გახდეთ.

ეფექტური მდგრადი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის გასაღები არის კომუნიკაცია. დარწმუნდით, რომ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია დაკავშირებულია შეხების წერტილებთან, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ თქვენს კლიენტებს თქვენი მდგრადობის ინიციატივების ირგვლივ. დღევანდელი მომხმარებელი არა მხოლოდ ყიდულობს პროდუქტს, არამედ ყიდულობს ბრენდს, რომელთანაც თავს კავშირში გრძნობს. აცნობეთ თქვენს მომხმარებელს თქვენს ვებგვერდზე/სოციალურ მედიაში/ელფოსტის მარკეტინგულ კამპანიებში, რამაც შთაგაგონათ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.

ღირებულების დამატება ასევე მნიშვნელოვანია, ამიტომ აჩვენეთ, რომ მასზე ზრუნავთ შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია უამრავი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია თქვენს პროდუქტს, მომხმარებელს მდგრადი განვითარების პროცესში დაეხმაროს, დარწმუნდით, მხოლოდ გაყიდვაზე არ იქნებით ფოკუსირებული. ამის ნაცვლად, მათ გააზრებული მდგრადობის საგანმანათლებლო კონტენტი მიაწოდეთ. გაათავისუფლეთ თქვენი ვნება მდგრადობისადმი და იყავით კრეატიული, გამოიყენეთ კონტენტი სხვადასხვა ფორმატში, რათა მუდმივი აქტუალურობა შეინარჩუნოთ.

რაც შეეხება ბრენდინგს, პრეზენტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. აცნობეთ თქვენს კლიენტებს, რომ მდგრად ბაზარზე ხართ, გააკეთეთ განცხადება ამის შესახებ თქვენს შეფუთვაზე და ჩასვით გრაფიკები თქვენს კამპანიებში. უბრალოდ, ეს ყველაფერი აუცილებლად დახვეწილად გააკეთეთ — ანუ, ყველაფერი იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ რეკლამის კეთების დროსაც შესაბამის, ეკოლოგიურად სუფთა მასალას იყენებთ. ამასთან, წარადგინეთ შეფუთვა, რომელიც 100%-ით გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული და თავისთავად გადამუშავებადია: მდგრადობა უნდა იყოს ჩაქსოვილი თავად ბრენდში და ეს ნებისმიერ აქტივში უნდა იგრძნობოდეს.

გარდა ამისა, მთავარია ნამდვილი სოციალური მედიის არსებობა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ჩვენ გადავდივართ სტატიკური, ზედმეტად რედაქტირებული კონტენტის ეპოქიდან და სოციალური მედიის უფრო უხეშ ფორმაზე… იყავით ღია და გამჭვირვალე სოციალურ მედიაში და აცნობეთ თქვენს მომხმარებლებს, რა მდგრადობის ინიციატივებზე მუშაობთ მონაცემების გაზიარებით. მიმდინარეობს მუშაობა? აცნობეთ მათ! ან, თუ თქვენი ინიციატივები იძლევა შედეგს, გააზიარეთ ისინი.

მდგრადი მარკეტინგის მომავალი

მდგრადი ბრენდისთვის ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის გასაღები არის გულწრფელი დამოკიდებულება. თუ ფიქრობთ მდგრადობის მარკეტინგული ტაქტიკის გამოყენებაზე, კიდევ ერთხელ დაფიქრდით — ეს ბევრად მეტია, ვიდრე ახალი აუდიტორიის მოზიდვის მეთოდი და ეს აუცილებლობაა როგორც ბიზნეს სამყაროში, ასევე გარემოში.

როგორ მივიღოთ საუკეთესო რეკომენდაცია?

როგორ ზრუნავენ ქართული კომპანიები თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრებაზე?