in

საძიებო მარკეტინგის ტოპ 5 ტენდენცია და 2023 წლისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები

როდესაც 2022 წელთან დასამშვიდობებლად და 2023 წლის დასახვედრად ვემზადებით, მომხმარებელთა ქცევისა და ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინიციატივების გადახედვა აუცილებელია, რათა მომავალი წელი დავგეგმოთ.

ამ სტატიაში განვიხილავთ საძიებო სისტემის, ციფრული მარკეტინგისა და სამომხმარებლო ტენდენციებს, რომლებიც მარკეტერებს დაეხმარება.

ძიების ტენდენციები: გამოცდილება და შესაბამისობა

პირველ რიგში, გავიგოთ, ძიების როგორი ტენდენციები იყო წელს და რას შეიძლება ველოდოთ მომავალი წლისთვის. 

2022 წელს Google-მა ალგორითმის რამდენიმე განახლება გამოუშვა. აქედან ძირითადი განახლებები ისინი იყო, რომლებიც ძიების შედეგების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებაზე მუშაობდა. განახლებების მეორე ნაწილი კი შედეგების სარგებლიანობასა და რელევანტურობაზე იყო ორიენტირებული. ასევე, ამ განახლებებში ყურადღება მიექცა მომხმარებლის გამოცდილებას, რომელიც უნდა გაუმჯობესებულიყო ყველა მოწყობილობიდან ძიების შემთხვევაში.

მომხმარებელი ენდობა ბრენდს, რომელსაც ესმის სამომხმარებლო ტენდენციები და კარგადაა მომზადებული მარკეტინგული პრიორიტეტების შესაფასებლად. ამიტომ, თუ გსურთ, რომ ასეთი ბრენდი იყოთ, გაეცანით ხუთ მთავარ ტენდენციას და მისი გამოყენების გზას.

  1. მრავალჯერადი ძიება

მომხმარებლები, როგორც წესი, დროის 82%-ზე მეტს ხარჯავენ ძიებასა და აღმოჩენაზე. ამისთვის Google-მა შეიმუშავა multisearch და რამდენიმე დამხმარე ალგორითმი გამოუშვა, რათა შეცვალოს ჩვენ მიერ ინფორმაციის აღმოჩენისა და მიღების გზა. 

ის მუდმივად ამოწმებს სხვადასხვა ფორმატს, რათა ძიების შედეგები სხვადასხვა წყაროს მიხედვით აჩვენოს. Multisearch-მა ახალი შესაძლებლობები გახსნა და ახლა ჩვენ შეგვიძლია აქტივები, მათ შორის ვიდეოები, სურათები, PDF ფაილები, ტექსტი, ენები და ა.შ. Google Lens-ის გამოყენებით კი შევიტყოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩაგდებული ფოტოს შესახებ საძიებო ველში.

  1. გამოსადეგი კონტენტი

Google-მა ცოტა ხნის წინ განაახლა თავისი კონტენტის სისტემა, რომლითაც მან შემოგვთავაზა უმარტივესი გზა იმ კონტენტის შესაფასებლად, რომელსაც ვდებთ ინტერნეტ სივრცეში. კონტენტი გამოსადეგი მაშინაა, თუ იგი ადვილად ხელმისაწვდომია თქვენი მომხმარებლისთვის ყველა ციფრული შეხების წერტილში, რაც ამცირებს მათი სხვაგან ძებნის საჭიროებას. სწორედ ამას აფასებს Google.

  1. Omnichannel

მომხმარებლების უმეტესობა სხვადასხვა მოწყობილობას იყენებს, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია შეხების ყველა წერტილში თანმიმდევრული და ერთიანი გამოცდილების მიწოდება. ბიზნესის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის ცენტრალიზება და მისი ყველა მარკეტინგულ არხზე გავრცელება 2023 წელს ყოვლისმომცველი გამოცდილებისთვისაა აუცილებელი. 

არხებში ცვლილების სიჩქარე მომხმარებლებლის ნდობას აყალიბებს. მაგალითად, ვებსაიტის ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, როდესაც, როგორც ბიზნესი, გადაწყვეტთ, შეცვალოთ თქვენი Google ბიზნეს პროფილი ან სოციალური პროფილის ინფორმაცია. კონტენტის მარტივად აღმოჩენა, მომხმარებლის კარგი გამოცდილება ვებსაიტზე და ჯანსაღი ვებგვერდი 2023 წლისთვის აუცილებელი პირობაა. 

  1. პერსონალიზაცია და ლოკალიზაცია

მომხმარებლები ინფორმაციას ინტერესის, მდებარეობისა და სხვა ცნობილი და უცნობი ფაქტორების საფუძველზე ეძებენ. ონლაინ მყიდველები უპირატესობას იმ ბრენდებს ანიჭებენ, რომლებსაც აქვთ ძლიერი ადგილობრივი წარმომადგენლობა და მათ მომხმარებლებთან ჩართულობა. ბრენდი უნდა დარწმუნდეს, რომ გლობალური საძიებო მარკეტინგის სტრატეგიები ადგილმდებარეობასაა მორგებული. 

როგორც ბიზნესმა უნდა განიხილოთ:

  • ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
  • შესაბამისი ადგილობრივი ინფორმაციისა და სურათების მიწოდება.
  • მომხმარებელთა გასაოცარი omnichannel გამოცდილების უზრუნველყოფა.
  1. ინფლუენსერ მარკეტინგი 

ინფლუენსერ მარკეტინგი ახლა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სოციალური მედიის მარკეტინგი. საზრიანი მომხმარებლები ამოწმებენ ინფორმაციას და მიჰყვებიან იმ ინფლუენსერების მოსაზრებებს, რომლებსაც ენდობიან და მათზე დაყრდნობით შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი პროდუქტი შეიძინონ. სხვადასხვა სოციალურ არხზე ყოველდღე ვხედავთ ექსპერტთა მიმოხილვებს, რომლებიც ინფორმაციას გვაძლევს, ამიტომ ინტერაქციული ვიდეოები კარგად მუშაობს.

2023 წელს ბრენდებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ტენდენციებს:

  • ინფლუენსერების საზოგადოების შექმნა.
  • ყველაზე ინფორმაციული, გამოსადეგი კონტენტის უზრუნველყოფა ყველაზე ინტერაქციულ ფორმატში.
  • ისეთი KPI-ების გასწორება, როგორიცაა ჩართულობა და დაწკაპუნებები წარმატების გასაზომად.

მარკეტერები გვთავაზობენ ტოპ 3 სტრატეგიას, რომელიც კომპანიებმა მომავალ წელს უნდა გაითვალისწინონ:

ბიზნეს ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, თქვენი წარმატების გეგმა.

კომპანიის გამარჯვების გასაღები იქნება თქვენი ბიზნესის მიზნების განსაზღვრა და ძირითადი არხების გასწორება, სტატისტიკის წარმოება და თვალყურის დევნება იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი მეტრიკების დადგენაში. 

არჩევანის გაკეთება საჭირო აღარ არის! – ბაზისბანკის საახალწლო კამპანია

კრეატიული სამყაროს 2023 წლის ტენდენციები — Depositphotos-ის ანალიზი