10
Jun
2019

თავს ნუ შეირცხვენ, შეეშვი პოლიეთილენის პარკებს!

10 Jun 2019

პოლიეთილენის პარკები, მომხმარებლებისთვის კი მოსახერხებელია, მაგრამ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე, აბინძურებს ოკეანეებს. მსოფლიოში, დღეს უკვე აქტიურად „ებრძვიან“ ამ პროდუქტს. მაგალითად, ვანკუვერის (კანადა) მაღაზიათა ქსელ “East West Market“-ის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – პოლიეთილენის პარკებზე უხერხული, „შემარცხვენელი“ და რიგ შემთხვევაში, უხამსი ფრაზები დააწერა, რომ მისი გამოყენება არავის მოუნდეს.

 

 

მართალია, კონკრეტული სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენებას კანონი არ ზღუდავს, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლების აზრით, კარგი იქნება, თუ, მომხმარებლები, ამ პროდუქტზე საერთოდ უარს იტყვიან, გარემო ასე უფრო დაცული იქნება.

East West Market-ის პოლიეთილენის პარკებზე ასეთი წარწერები გაჩნდა: “Into the Weird Adult Video Emporium” (გარყვნილთა ვიდეოების სავაჭრო ცენტრი/დაწესებულება) “The Colon Care Co-Op (მსხვილი ნაწლავის სამკურნალო დაწესებულება/ გაერთიანება). თითო ასეთი პაკეტი $0.04 ღირს და წვრილი შრიფტით აწერია „თავი არ შეირცხვინო, ჯობია, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა გქონდეს“.

East West Market-ის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლებს, ხშირად ეს არ ახსენდებათ.

„სწორედ ამიტომ გავაფორმეთ პოლიეთილენის პარკები ასეთი წარწერებით, არ დაგავიწყდეთ თან თქვენი, მრავალჯერადი ჩანთების წამოღება“.

ეს საკითხი აქტუალურია საქართველოშიც. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 2019 წლის 1 აპრილიდან, ნებისმიერი სისქის, არაბიოდეგრადირებადი ე.წ. ცელოფნის პაკეტების წარმოება და გამოყენება აიკრძალა. სპეციალისტების თქმით, ბიოდეგრადირებადი პარკი, 3-დან 24 თვემდე პერიოდში იშლება, შესაბამისად, მისი გამოყენება მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა გარემოსა და ოკეანეებისთვის, თუმცა, კანადური სუპერმარკეტების ქსელის მსგავსი ინიციატივით, ჯერჯერობოთ, საქართველოში კომპანიები არ გამოსულან და არც რაიმე კამპანია დაუგეგმავთ.

 

განხილვა