in

MarkLab: „თქვენი მომხმარებლები და კონკურენტები სოციალურ მედიაში არიან“

მხოლოდ საქართველოში 1,000,000-ზე მეტი რეგისტრირებული სოციალური ქსელის მომხმარებელია. რამდენი მათგანი გიცნობთ თქვენ? როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო სჭირდება მათთან ყოველდღიურ კომუნიკაციას? რამდენად ოპერატიულად პასუხობთ დაინტერესებულ მომხმარებელს?

მიუხედავად იმისა, არის, თუ არა თქვენი კომპანია სოციალურ მედიაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი მომხმარებლები და კონკურენტები უკვე იქ არიან.

ჩვენს ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიების განვითარება, ბიზნესი, მარკეტინგი და კომპანიის მომავალი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ციფრულ სამყაროში სწორ პოზიციონირებას, ბრენდებისთვის, ფაქტობრივად, გარდამტეხი მნიშვნელობა ენიჭება.

MarkLab ახალი მარკეტინგული კომპანიაა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ბრენდისა და ბიზნესისთვის, მცირე დროში, მაქსიმალური წარმატების მოტანაა. „მარკლაბის“ შექმნის იდეა მარკეტერებს: კატია აბსანძესა და ნინო ხუროძეს ეკუთვნით, რომელთაც სფეროში საქმიანობის, დაახლოებით, 10 წლიანი გამოცდილება აქვთ. ახალი მარკეტინგული კომპანიის საჭიროებას კი, ბაზარზე არსებული გამოწვევებიდან და მოთხოვნებიდან ხსნიან.

ნინი ხუროძე, კატია აბსანძე: კომპანიებისგან მოთხოვნა მარკეტინგულ მომსახურებაზე იმდენად დიდია, გადავწყვიტეთ, რომ რატომაც არა, ჩვენც შეგვექმნა საკუთარი. გარდა ამისა, არსებობდა კადრების პრობლემაც – ადამიანების, რომლებსაც სოციალური ქსელების: Facebook-ისა და instagram-ის მართვა, გემრიელად წერა, ვიზუალური თუ ტექსტის სახით, კონტენტის შექმნა შეეძლებოდათ და ამავე დროს, Google Analytics-საც გაართმევდნენ თავს.
ონლაინ ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არსებული სტატისტიკის გაანალიზებაზე, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ბიზნესში ცვლილებების შეტანასა და ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე. გუგლ ანალიტიკსის ინფორმაციის სწორად გამოყენებით შეგვიძლია მარკეტინგული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენება, რაც უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს, როგორიცაა: გაყიდვები და ROI – შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს კადრი, რომელიც საფუძვლანად ფლობს ამ ინსტრუმენტებს.
 
ჩვენ დამკვეთის კუთხითაც შეგვიძლია სიტუაციის შეფასება და ამიტომ, ვიცით, ზუსტად რას ელიან კომპანიები მარკეტინგული სააგენტოსგან. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენი კოლეგები სტუდენტები არიან FreeUni-დან, GIPA-დან, რომლებიც მოტივირებულები არიან, სულ სწავლობენ და ვითარდებიან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ციფრული მედიის ტემპი ძალიან სწრაფია, სწრაფადვე ვითარდება და იცვლება და შესაბამისად, თუ ტენდენციას არ მიჰყევი, სწორ შედეგებს ვერ დადებ.

უფრო კონკრეტულად, „მარკლაბის“ მომსახურებაში იგულისხმება:

  • ბრენდინგი (ლოგო, ბრენდბუქი, ბრენდის პლატფორმა);
  • ნეიმინგი – მარკეტინგული კონსულტაცია, ციფრული მარკეტინგი;
  • სოციალური მედიამენეჯმენტი;
  • სარეკლამო რგოლების გადაღება, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და TV განთავსება;
  • ფოტოგადაღება – დაწყებული ფოტოგრაფისა თუ ლოკაციის შერჩევიდან და სცენარის გაწერიდან, დასრულებული ყველა იმ ნიუანსით, რომელიც ამ სფეროს აერთიანებს.

ამჟამად, „მარკლაბი“ სხვადასხვა სფეროს, ტიპისა და სიდიდის კომპანიებთან თანამშრომლობს.

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge ამოქმედდა

“ჩემი მუსიკა სავსეა ცინიკური იუმორით” – ერეკლე გეწაძე #თაობა