გასულ წელს Marks & Spencer-მა ანიმაციური სახით პირველად გააცოცხლა თავისი თილისმა, პერსი გოჭი. უფრო კონკრეტულად, ის Dawn French-თან ერთად წარმოადგინა, რომელიც ჯადოსნური დეკორაციის როლს ირგებდა საცალო ვაჭრობის საშობაო სარეკლამო კამპანიაში.
თუმცა ამჯერად მსახიობ ტომ ჰოლანდის მიერ გახმოვანებული პერსი გოჭი არსად ჩანს… სანაცვლოდ, მხოლოდ ფერია დაბრუნდა და მას შეუერთდა ძაღლისგან გათელილი სათამაშო ბატი, რომელსაც ჯენიფერ სანდერსი ახმოვანებს.
რეკლამა გვიჩვენებს, რომ წელს M&S აშკარად ცდილობს ხაზი გაუსვას საშობაო ისტორიებსა და მათი თხრობის მნიშვნელობას — ამიტომაც, კამპანია ყოველკვირეულად გამოავლენს ამბის ახალ ნაწილს.