10
Jan
2020

Marks & Spencer-ის სამოსი ქუთაისში შეიკერება

10 Jan 2020

Marks & Spencer-ის სამოსი ქუთაისში შეიკერება. შეკვეთებს, სამკერვალო „იმერი“ მიიღებს. საწარმომ აუდიტი, ცოტა ხნის წინ გაიარა და ბრიტანული ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. სამკერვალოს დამკვეთი კომპანიის სათაო ოფისია (ლონდონი).

 

ახლა ტექნიკური დეტალები ზუსტდება. პირველ შეკვეთებს კი თებერვლიდან მიიღებენ. კონკრეტულად, ბრენდის რა პროდუქტი შეიკერება ქუთაისში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარია. როგორც საწარმოს დირექტორი მაია სიმონიძე ამბობს, მათი პროდუქცია ევროპის ბაზარზე 1997 წლიდან გადის.

განხილვა