in

Marks&Spencer-ის ფერიები და ჯადოსნური საშობაო რეკლამა

Marks&Spencer-მა ნამდვილი ჯადოსნური საახალწლო რეკლამა #FollowTheFairies გადაიღო. პროექტზე სარეკლამო სააგენტო “RKCR/Y&R”-მა იმუშავა, ხოლო ვიზუალური მხარე სტუდია “MPC”-ის ეკუთვნის.

სიუჟეტის მიხედვით (რომელიც პრაღაში ვითარდება) ორი ფერია ქალაქში დაფრინავს, რათა საშობაო განწყობას თვალი ადევნონ და ვინმეს საჩუქარი თუ არ მოეწონება შეცდომა გამოასწორონ. ამ ხერხით ფერიებმა  საჩუქარი საათი, რომელსაც უკან დაბრუნებას უპირებდნენ საცვლებით შეცვალეს. თოკებზე გადაკიდული შავი და უღიმღამო ტასაცმელი ფერადად გადააქციეს. ფერიების დახმარებით ბავშვები იმის მაგიერ, რომ ტელევიზორთან ისხდნენ ქუჩაში საგუნდაოდ გარბიან.

შობა უკეთესია, როცა ბევრი ჯადოქრობაა

http://youtu.be/v_SOBjTsWAI

2014 წლის 7 ვირუსული კამპანია

ბრიტანული ორცხობილების მწარმოებელი კომპანია “McVitie’s”-ის საშობაო რეკლამა!