23
Mar
2017

როგორ შეიქმნა Marmelads-ის გემრიელი და ფერადი სივრცე რეკლამისთვის?

23 Mar 2017

რამდენიმე კვირის წინ Facebook-ში გამოჩნდა პოსტერების სერია #ბანგანი, რომელსაც ციფრული მედიის სააგენტო Marmelads-ი ქმნის. სასაცილო, ფერადი პოსტერები, მსუბუქი და ნაცნობი იუმორი საკმაოდ კარგი გზა აღმოჩნდა მომხმარებლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. როგორ დაიწყო და განვითარდა, აქამდე ნაკლებად ცნობილი კომპანია, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გივი მუჯირი გვესაუბრა.

M: უფრო შორიდან რომ დავიწყოთ, როგორ იქცა საყვარელი ტკბილეული ბრენდის სახელად და როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა?

კომპანია საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. 2011 წელს დამოუკიდებელი სარეკლამო პროექტი შეიქმნა კონკრეტული პროდუქტის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, Marmelads-მა სოციალურ  ქსელში ადგილი დაიმკვიდრა და დამოუკიდებლად შეძლო არსებობა. რაც  შეეხება სახელს, საბოლოო ვერსიამდე სხვა ვარიანტი არსებობდა, რომელიც ასევე ტკბილეულის თემატიკას უკავშირდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა უკვე არსებობდა ასეთი კომპანია. გადავწყვთეთ თემატიკა არ შეგვეცვალა და კრეატიული დირექტორის, გიორგი მანჯგალაძის ინიციატივით საბოლოოდ Marmelads-ზე შევჯერდით.

M: როგორ მზადდება საინტერესო პროდუქტი Marmelads-ის  მომხრებლისთვის?

შემოქმედებით ჯგუფი 10-12 ადამიანისგან შედგება,თუმცა კონკრეტული  საზღვრები არ არსებობს. ეს არის სივრცე, სადაც ერთიანდებიან როგორც დიზაინერები, ასევე სხვადასხვა თანამედროვე ქართველი არტისტები. ვთვლით, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ინდივიდუალური მიმართულება აქვს,  სწორედ ამიტომ ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს ახალ და ალტერნატიულ გზებს უკეთესი პროდუქტისთვის.

M: ბოლო დროს, Facebook-სა და Instagram-ზე პოპულარული  გახდა თქვენი პოსტერები. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მომხმარებლის გააქტიურება?

მომხმარებელი ხშირად გვეკითხებოდა რატომ არ იყო ჩვენი სოციალური მედია აქტიური. ინტერნეტ  სივრცე  ძალაინ მნშვნელოვანი ფაქტორია  ტანამედროვე სამყაროში. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რაღაც ახალი და საინტერესო . ასე დავიწყეთ პროექტი “ბანგანი”.  ეს არის ლექსიკონი, სადაც სიტყვები დალაგებულია ანბანის მიხედვით . განმარტებები სახალისო,ორიგინალური და უკვე ნაცნობი სიტყვებისის ალტერნატივაა. “ბანგანი” მთლიანად არის მორგებული ქართულ რეალობაზე, ყოვედღიურ ცხოვრებაზე. ყველასთვის ნაცნობი სიტუაციები ძალიან მარტივი და მსუბუქი გზა აღმოჩნდა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. იდეამ გაამართლა.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ინდივიდების ინტერესები და რეალური ამბები, რაც ჩვენს დროში ხდება.

M: რა არის მნიშვნელოვანი Marmelads-ისთვის დამკვეთთან თანამშრომლობისას?

ვცდილობთ ისეთ კომპანიებთან ვითანამშრომლოთ, ვინც ეძებს ახალს და ცდილობს  პროდუქტის რეკლამა იყოს მეტად კრეატიული და საინტერესო. ამ დროს  მუშაობის პროცესი უფრო შემოქმედებითია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, როდესაც დამკვეთი გენდობა,  მეტად თავისუფალი ხარ, რაც უკეთესი შედეგის მიღწევაში გეხმარება. მაგალითად ახლა ვთანამშრომლობთ კომპანია ,,ბადაგონთან”,  რომელთანაც ურთიერთობა ძალიან სასაიამოვნო და პროდუქტული აღმოჩნდა, მანამდე იყო “ვისმინო”. დაარსებიდან დღემდე არაერთ დამკვეთთან გვქონია ურთიერთობა, ყოველი მათგანი ჩვენთვის საინტერესო და უნიკალური გამოცდილებაა.

M: რომელი განხორციელებული პროექტი იყო თქვენთვის გამორჩეული?

ბევრი პროექტი მახსენდება, რომელიც ძალიან საინტერესო იყო იდეიდან მიზნის მიღწევამდე. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა იყო Pepsi-ის რეკლამა, რომლისთვისაც  დაიგეგმა Pepsi -ს მოქსოვილი ციფრული კამპანია საქართველოში. კამპანიის ფარგლებში  შევქმენით პრომო ვებ-გვერდი, სარეკლამო არტები და ვიდეოპრეროლი, ძირითად სარეკლამო პლატფორმებად გამოვიყენეთ Facebook და google. ასევე ბანერები და videopreviw-ები  განვათავსეთ Myvideo-ზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი  რომ დამკვეთი კომპანიის მხრიდან იყო სრული მხარდაჭერა და მიმღებლობა ერთი შეხედვით ექსპერიმენტული გადაწყვეტილებაზე.

განხილვა